x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
"რომ არ ვთქვა, არ შემიძლია" - რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის სცენაზე არ აშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლების საქციელს სამარცხვინოს უწოდებს:


"არ მინდოდა ამ საზეიმო დღეს ნეგატივზე წერა, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. დღეს როგორც მოიქცა ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, იყო ყოვლად სამარცხვინო! პრეზიდენტი მოდის საზეიმო ღონისძიებაზე და ტრიბუნაზე არ უშვებ. საკუთარ ბოღმას ვერ აბიჯებ ასეთ ვითარებაშიც კი. თან ამ ყველაფერს უყურებს მთელი დიპ. კორპუსი და ევროკავშირის ელჩი, რომელიც შენს მაგივრად ესალმება პრეზიდენტს. ევროკავშირში კი არა ბოსელში არ შევიშვებით!"- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გუშინ, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.


მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრების სურვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 14 დეკემბერს გამოთქვა, თუმცა მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან მან "ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო", ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით საზეიმო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მისვლა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეუმჩნეველი არ დარჩენია, ელჩმა თავისი სიტყვა სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან მისალმებით დაიწყო.









0
357
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
357