x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
დასახელდა 100 ყველაზე ამაზრზენი კერძი მსოფლიოში,ჩვენთვის კარგად ნაცნობი რომელი საჭმელი მოხვდა ანტირეიტინგში?
image


დასახელდა მსოფლიოში 100 ყველაზე ამაზრზენი კერძი, რეიტინგში შესულია კერძები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან .


ანტირეიტინგი სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გასტრონომიული გზამკვლევის, TasteAtlas-ის ავტორებმა შეადგინეს.


რეიტინგის შემდგენლებმა პირველი ადგილი მიაკუთვნეს ისლანდიურ კერძს haukart-ს(მთავარ ფოტოზე) რომელიც მზადდება ნაწილობრივ გახრწნილი ზვიგენის ხორცისგან.




მეორე პოზიცია დაიკავა ებრაულმა კერძმა "იერუსალიმის კუგელმა" - პიკანტური ულუფა, რომელიც ცხვება ღუმელში, შემადგენლობა:კარამელიზებული შაქარი, ვერმიშელი, კვერცხი ზეითუნის ზეთითა და სანელებლებით.


image


რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ამერიკულმა "რამენ ბურგერმა", ჰამბურგერის ნაირსახეობა, სადაც ფუნთუშების ნაცვლად გამომცხვარ ლაფშას იყენებენ.ახალი ვარიანტი შექმნა კეიძო სიმამოტომ 2013 წელს ბრუკლინში.

image

მეოთხეზე ღორის ქონით, კარტოფილით სტაფილოთი და ხაჭო რძით შეზავებულ ლატვიური ღვეზელი, მეხუთეზე კი კარტოფილისა და ფქვილისგან დამზადებული ჩილური ღვეზელები.


რეიტინგში 67-ე ადგილი უკავია ჩვენთვის კარად ნაცნობ "ხალადეცს"მრომელიც მიეკუთვნება რუსულ ეროვნულ კულინარიას, სხვათა შორის ანტირეიტინგში მეზობელი ქვეყნის კიდევ ერთი კერძი მოხვდა, იაკუტური სალათი "ინდიგირკა" (31-ე ადგილი)რომელიც შედგება კუბებად დაჭრილი გაყინული თევზისგან, შეზავებული მცენარეული ზეთით, ხახვითა და წიწაკით.


100-ში კიდევ ჩვენო ორი მეზობელი ქვეყნის კერძები მოხვდა, თურქული ბოსტნეულის სუპი (მე-7 ადგილი) და დესერტი(59-ე ადგილი) და სომხური "ხაპამა"-კერძი გოგრით და ბრინჯით(44-ეს ადგილი) მთლიანი რეიტინგი იხილეთ ამ ბმულზე.

2
722
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
722
  
2023, 31 დეკემბერი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 19 დეკემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2