x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134805
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509169
რა არის ბრბო? - ფსიქოლოგიური განმარტება
image
ბრბო არის ბევრი ხალხის დროებითი თავშეყრა გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება აქვთ. მისი დამახასიათებელია ერთი და იგივე გამოწვევებზე ანუ სტიმულებზე ერთნაირი რეაგირება. ქმედება გამოწვეულია ემოციური ფონით. ხდება ფსიქიკური იმპულსების ერთმანეთისათვის გადაცემა. ამგვარად მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. მათთვის აღარ არსებობს დადგენილი ნორმები და მორალური საკითხები. ბრბოს სამართავად აუცილებელია წინასწარ სამოქმედო განწყობის შექმნა. ბრბოში უმრავლესობა გამოირჩევა დაბალი ინტელექტით, უნებისყოფობითა და სუსტი ფსიქიკით. ამიტომაც ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. მეტწილად, ახალგაზრდებისაგან შედგება. მათ ნაკლებად აქვთ სოციალური ანუ საზოგადოებრივი გამოცდილება და ნაკლები პასუხისმგებლობითაც ეკიდებიან ამა თუ იმ მოვლენას. ბრბოს დაქვეითებული აქვს ანალიზის უნარი. ისინი კარგავენ დეინდივიდუალიზაციას. ჰიპნოზში მყოფებივით მოქმედებენ. იკვეთება საერთო ფსიქოზიც.
ბრბო სწრაფად იშლება მათში ახალი სტიმულების შეტანისას. ეს სტიმულებია დარბევის საშუალებები: წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები... ისინი თითქოს ტრანსიდან ფხიზლდებიან. გარბიან და იწყებენ უსაფრთხო ადგილის ძიებას. ბრბოს წინასწარ შექმნილი განწყობა დიდხანს მიჰყვება. გავლენას კი მალე აღწევენ თავს.
0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0