x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508932
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა არამიწიერი ადამიანის მუმია აღმოაჩინეს

საიდუმლო, მექსიკური უცხოპლანეტელების ირგვლივ, ბოლო ანალიზით უფრო გამწვავდა. კვლევის მიხედვით, გვამის (დნმ) არ შეესაბამება ადამიანის გენეტიკურ მასალას და "უცნობ სახეობას" ეკუთვნის.


image


სამი თვის წინ, მექსიკის კონგრესი სანახაობის მომსწრე გახდა, რომლის ორგანიზატორი ხაიმე მაუსანი იყო. ის ამტკიცებდა, რომ პერუში აღმოჩენილი მუმიფიცირებული ნაშთები, არამიწიერ სიცოცხლეს წარმოადგენს.

თავის ბოლო პრეზენტაციაში, მაუსანმა მკვლევართა ჯგუფი წარმოადგინა, რომელმაც ნიმუშების დნმ-ის ტესტირება ჩაატარა. ხოლო, აღნიშნულმა კვლევამ მუმიის ავთენტურობა დაადასტურა და აჩვენა, რომ გენეტიკური მასალის 30%, მეცნიერებისთვის ცნობილ, არცერთ ცნობილ სახეობას არ ემთხვევა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დნმ-ის დარჩენილი 70 % ჯერ–ჯერობით შესწავლილი არ არის.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არამიწიერი სიცოცხლე, ამ სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ ნიმუშების ნათელი მაგალითები გვაქვს, რომელიც არ არის დაკავშირებული ჩვენს პლანეტაზე ცნობილ სახეობებთან. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, არამიწიერი ტექნოლოგიების და უცხოპლანეტელების არსებების შესახებ. ეს რეალობა კაცობრიობას აერთიანებს და არა ყოფს მას. ჩვენ მარტონი არ ვართ ამ უზარმაზარ სამყაროში და ეს სიმართლე უნდა მივიღოთ" — უთხრა კონგრესმენებს მაუსანმა.

ბოლოს კი დაამატა, რომ მათ მიერ შესწავლილ გვამებს (2 ერთნაირი სახეობის მუმია იყო), მაგარი ძვლები აქვს, ხოლო კბილების მაგივრობას ინპლანტები უწევთ, რომელიც დედამიწაზე ძალიან იშვიათი ლითონების – კადმიუმის და ოსმიუმის შენადნობით არის დამზადებული.


image


მოსმენის დროს, ექსპერტებმა, ასევე აჩვენეს ნიმუშების რენტგენის სურათები და ფიცის ქვეშ დაადასტურეს, რომ მუმიებიდან ერთი–ერთის სხეულში "კვერცხები" აღმოაჩინეს.


image

სხვა სიახლეები:


* მათ ძველი ფოტოების სიუჟეტი გაიმეორეს...

* უძლიერესი ძველი სახელმწიფო, კაცობრიობის ისტორიაში

* ყველაზე სასტიკი რეჟიმის ციხეები მსოფლიოში, სადაც პატიმრები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
553
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0