x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134787
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
24 საინტერესო ფაქტი, რომელიც ტვინს აგიფეთქებთ
image


ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება რომ ამ სამყაროში უკვე აღარაფერი გაგვაოცებს, თუმცა მას შემდეგ რაც სრულიად შემთხვევით ვიგებთ რომ თურმე ჰიპოპოტამებს ვარდისფერი რძე ჰქონიათ ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს, და გაოცებულები საკუთარ თავს ვეკითხებით: ნუთუ ეს ყოველივე სიმართლეა? და ის ისეთივე ვარდისფერია, როგორც რძიანი მარწყვის კოქტეილი? დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით 24 საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით მართალია, რთული დასაჯერებელია, თუმცა სრული სიმართლეა.


image



თაფლი არასდროს ფუჭდება, არც ერთ, ორ და არც 10 წელიწადში, უბრალოდ არასდროს



image



მედუზა "Turritopsis Nutricula" დედამიწაზე ერთადერთი უკვდავი არსება გახლავთ. გურუ, რა იქნება ჩვენც გაგვიმხილო შენი უკვდავების საიდუმლო



image



ლურჯი ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ადამიანს მის არტერიებში ცურვაც კი თავისუფლად შეუძლია




image


მაგრამ მისი ხახა იმდენად ვიწროა, ლამბაქს არ აღემატება



image



თითო ადამიანზე დაახლოებით 1, 6 მილიონი ჭიანჭველა მოდის. ამ ჭიანჭველების საერთო მასა კი დაახლოებით იგივეა რაც დედამიწაზე ერთად აღებული ყველა ადამიანის



image


რვაფეხას სამი გული აქვს



image



თავდაპირველად ფენშუი საფლავის ადგილის შერჩევის ხელოვნება იყო. არა, რა აზიელები განსაკუთრებული იუმორის გრძნობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ



image



სატურნსა და იუპიტერზე ალმასის წვიმა მოდის



image


აი, ასეთი იქნებოდა იუპიტერი დედამიწიდან, თუ ის ჩვენგან იმავე მანძილზე იქნებოდა, როგორც მთვარე



image



ჩვენს ორგანიზმში 10-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უჯრედი



image



ალბათობა იმისა, რომ წყალი, რომელსაც ჩვენ სვამთ, შეიცავს წყლის მოლეკულას, რომელიც დინოზავრის სხეულში იყო თითქმის 100%-ია



image



ფრანკენშტეინი არა მონსტრის, არამედ იმ მეცნიერის სახელია, რომელმაც ის შექმნა



image


სკაროსებს 27 000 გემოს რეცეპტორი აქვთ, რაც ადამიანთან შედარებით 4-ჯერ მეტია, ჯეიმი ოლივერი ალბათ შურით სკდება



image



ასე გამოიყურება ქვიშა მიკროსკოპის ქვეშ




image



მრგვალი აკვარიუმი ოქროს თევზისთვის ყველაზე ცუდი "სახლია"



image


ცუდი განათება ან მონიტორის ეკრანიდან კითხვა მხედველობაზე უარყოფითად არ აისახება



image



ოქსფორდის უნივერსიტეტი უფრო ძველია, ვიდრე აცტეკების იმპერია



image



კვიპროსში თოვლის ბაბუას - ვასილი ჰქვია



image



აფრიკული სპილოს მოთვინიერება ჯერ ვერავინ შეძლო, გაწვრთნას მხოლოდ ინდური სპილო ექვემდებარება



image



მარცხნივ სანთელი დედამიწაზე იწვის, ხოლო მარჯვნივ კი ნულოვანი სიმძიმით "მირის" სადგურზე



image



ძილის ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანები გარშემომყოფებს მტრებად აღიქვამენ



image



ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის არსებულ ჩაღრმავებას "ლაბიალური ღარი" ეწოდება. სწორედ ამ ადგილას ერთდება ემბრიონის განვითარების დროს ადამიანის სახის ნაწილები ორსულობის მეორე - მესამე თვეში

image



მომრგვალებული დუნდულებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ევოლუციით აიხსნება. კარგად განვითარებული გლუტის კუნთების მქონე ადამიანს სწრაფად სირბილი შეეძლო, რაც მას როგორც ნადირობის დროს, ასევე თავდაცვაშიც ეხმარებოდა. ამგვარად, სწორედ ზემოაღნიშნული კუნთების წყალობით მას როგორც თავის გადარჩენა, ასევე საკუთარი გენების შთამომავლებზე გადაცემაც შეეძლო


image


ნაოჭები, რომლებიც ხელის კანზე (მაგალითად, აბაზანის მიღების შემდეგ) ჩნდება მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ორგანიზმი მომატებული ტენიანობის შემთხვევაში, გარემოსთან "მოჭიდების" უნარს კარგავს, ამიტომ ხელის კანი იმგვარად იცვლება რომ ადამიანმა საჭიროების შემთხვევაში გლუვ ზედაპირზე "მოჭიდება" შეძლოს








0
370
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
370