x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
როგორ მოიგო თბილისის "დინამომ" თავის ისტორიის მანძილზე პირველი საერთაშორისო ტურნირი
image

3 დეკემბერს დაიბადა ალექსანდრე კორტიკაძე, თბილისის "დინამოს" და მოსკოვის "სპარტაკის" თავდასხმელი, მეკარე სერგო კოტრიკაძის უფროსი ძმა, რომელიც დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 1973 წელს იყო თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი; სწორედ მისი ხელმძღვანელობით 50 წლის წინ თბილისის "დინამომ" პირველად არსებობის მანძილზე მიაღწია საერთაშორისო წარმატებას.

image



1973 წლის აგვისტოში, სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქი უელვა — თბილისის „დინამოსა“ და ესპანეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ჩემპიონებს, შესაბამისად — მადრიდის „ატლეტიკოს“, ლისაბონის „ბენფიკას“ და „დერბი ქაუნთის“ მასპინძლობს, სადაც ურთიერთშორისო მატჩებით საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის რიგით მეცხრე გათამაშების გამარჯვებული უნდა გამოავლინონ.



თბილისის "დინამომდე" ამ თასს მადრიდის "რეალი", მადრიდის "ატლეტიკო" და ბრაზილიური "სან პაულუ" და უნგრული "უიპეშტ დოჟა" ფლობდნენ.





ნახევარფინალში თბილისელები შესანიშნავ სპორტულ ფორმაში მყოფ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდნენ. მრავალი მცდელობის მიუხედავად, გუნდები ძირითად დროში ბურთის გატანას ვერ ახერხებენ და მატჩიც უგოლო ფრით — 0–0 მთავრდება. ინიშნება თერთმეტრიანების სერია, სადაც თბილისელთა მეკარე დავით გოგია ორი პენალტის აღებას ახერხებს, „დინამო“ 4:2-ს იგებს და ფინალში გადის. თბილისელთაგან ოთხი პენალტი გაიტანეს კანთელაძემ, ჭელიძემ, მჭედლიშვილმა და ლევან ნოდიამ.

image




მეორე ნახევარფინალში „ბენფიკა“ „დერბი ქაუნთის“ ამარცხებს და ფინალში ქართულ კლუბს უპირისპირდება.


გადამწყვეტი მატჩი მეტად დაძაბულად, ხისტად და საკმაოდ უხეშად წარიმართა, რის გამოც შეხვედრის მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა ყვითელი და ერთი წითელი ბარათის გამოყენებაც. საბოლოოდ თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ, თბილისელთაგან გოლები გაიტანეს ვლადიმერ გუცევმა(2) დავით ყიფიანმა(1).


“დინამო“-მ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე (ზურაბ წერეთელი), ზორბეგ ებრალიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ბესარიონ მჭედლიშვილი), გივი ნოდია.

უფროსი მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე.

image




დინამო „კარაველას თასს“ ეუფლება და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მის ისტორიაში საერთასორისო ტურნირის გამარჯვებული ხდება.

imageimage

დღეს 32 კგ-იანი პლატინით გაწყობილი ვერცხლის “კოლუმბის თასი" იგივე ულამაზესი “კარაველა”სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.


image

1
273
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
273
  
2023, 19 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1