საზოგადოება "შემრცხვა... ძალიან დავმცირდი.... ძალიან მეტკინა" - რას წერს ლუკა კურტანიძე 2023, 1 დეკემბერი, 15:03
არადა, ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა, მეტი არაფერი./ თუმცა.... ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და... ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა, არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა. ასე უფრო მეტად, რბილად ავღნიშნავ/ დავიბენი... რადგან არ ველოდი... შემრცხვა... ძალიან დავმცირდი.... !ძალიან მეტკინა... რაღაც ვთქვი... და წამოვედი...! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული... დიახ, თქვენიდან ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე, ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ....მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც... სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი ... ალბათ ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის ისე განვიცადე ეს უსამართლობა, რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს.... მაპატიეთ... უბრალოდ ბოლოს ვიტყვი, მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს ჭიდაობის ფედერააციის პრეზიდენტისგან მისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას....! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე... მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე, რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ.... ვერ მივიღებ, რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაცყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი ვიდრე გაიგო ....მაგრამ არ გამოვიდა... მე ვიღებ ამ გამოწვევას!" წერს მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ლუკა კურტანიძე. 69 1-ს მოსწონს
|