x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134654
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508987
"ხალხი, რომელიც ჩაგრავს სხვა ხალხებს, არ შეიძლება იყოს თავისუფალი" - ფრიდრიხ ენგელსის საუკეთესო ციტატები

image

28 ნოემბერს (1820 წელი)დაიბადა გერმანელი პოლიტიკოსი, მეწარმე, ფილოსოფოსი და სამხედრო ისტორიკოსი, მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი(კარლ მარქსთან ერთად)ფრიდრიხ ენგელსი.დღეს შემოგთავაზებთ მის საუკეთესო გამონათქვემებს, რომლებიც ვფიქრობ დღესაც აქტუალურია.


*ადამიანი აღარ არის სხვა ადამიანის მონა, მაგრამ გახდა ნივთების მონა...




*ყოველი რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების თავებში იმ გარეგანი ძალების ფანტასტიკური ასახვა, რომლებიც დომინირებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში - ანარეკლი, სადაც მიწიერი ძალები არამიწიერის სახეს იღებენ.



*ხალხი, რომელიც ჩაგრავს სხვა ხალხებს, არ შეიძლება იყოს თავისუფალი. ძალა, რომელიც მას სჭირდება სხვა ხალხის დასათრგუნად, ბოლოს ყოველთვის საკუთარი თავის წინააღმდეგ შემობრუნდება.





*პირველი დღიდანვე გამოჩნდა, რომ ადამიანებს და საერთოდაც ცივილიზაციას მხოლოდ და მხოლოდ სიხარბე და გაუმაძღრობა ამოძრავებს.





*ოღონდ, ჩვენი გამარჯვებებით ბუნებაზე ზედმეტად არ მოვიტყუოთ თავი . ყოველი ასეთი გამარჯვებისთვის ის შურს იძიებს ჩვენზე.




*გარკვეული გაგებით მთელი ადამიანური ცხოვრების პირველი ფუნდამენტური პირობაა, რომ უნდა ვთქვათ:თავად შრომამ შექმნა ადამიანი.



*ქორწინებაში მამაკაცის დომინირება, უბრალოდ მისი ეკონომიკური დომინირების შედეგია და ის თავისთავად ქრება ამ უკანასკნელთან ერთად.



*ადამიანები, რომლებიც ტრაბახობდნენ, რომ რევოლუცია მოახდინეს, უკვე მეორე დღეს რწმუნდებოდნენ, რომ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ - რომ მათ მიერ მოწყობილი რევოლუცია სულაც არ ჰგავდა იმას, რისი გაკეთებაც სურდათ.



"ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენ ყოველთვის უჩვეულოდ კეთილშობილური და გმირული გვეჩვენება, მაგრამ, როგორც წესი, საბოლოოდ სისულელემდე მივყავართ, როგორც მე თვითონ ასჯერ მინახავს საკუთარი გამოცდილებიდან.



*თქვენ ვერ გაექცევით საკუთარ ბედს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ვერ გაექცევით საკუთარი ქმედებებით გამოწვეულ გარდაუვალ შედეგებს.

0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0