x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ვაშლის სიდრი -  მითი და რეალობა?
image


  • რა არის სიდრი?


ვინ დაამზადა პირველად სიდრი, არავინ იცის.


როგორც ამბობენ, საფრანგეთში ეს სასმელი VI საუკუნეში შეიტანეს ესპანელმა მეზღვაურებმა. საერთოდ კი, სიდრი ჯერ კიდევ ძველი ებრაელებისთვის იყო ცნობილი. მას მიირთმევდნენ ძველი ბერძნებიც და რომაელებიც . ასე რომ, ის არანაკლებ ასაკოვანია, ვიდრე ღვინო.

image



სიდრი არის დაბალალკოჰოლიანი სასმელი, მისი სიძლიერე დაახლოებით 5-7 გრადუსია. სიდრისთვის მოჰყავთ ვაშლის სპეციალური ჯიშები - ტკბილი და მჟავე, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს.


განსაკუთრებით გემრიელი ორგანული სიდრი ქართული ვაშლის ჯიშებისგან მზადდება.


სასმელს აქვს ოქროსფერი, ან მომწვანო ფერი. აქვს ვაშლის სურნელი და უნიკალური ბუკეტი.


image


  • ცოტა რამ სიდრის ისტორიიდან

ხალხს სჯეროდა სიდრის სამკურნალო თვისებების. ისინი არა მხოლოდ სვამდნენ არამედ სხეულსაც იბანდნენ სიდრით. მე-14 საუკუნიდან ახალშობილებს ეკლესიებში სიდრში ნათლავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ის გაცილებით ჯანმრთელი და სუფთა იყო ვიდრე წყალი.


მე-14 საუკუნეში სიდრის პოპულარობაზე ისიეც მეტყველებს, რომ ჯონ უიკლიფმა - თეოლოგმა და რომის კათოლიკური ეკლესიის ადრეულმა რეფორმატორმა, სიდრის ბიბლიაც კი დაწერა.


1855 წელს ჩარლზ IX-ის პირადმა ექიმმა გამოსცა ტრაქტატი, რომელშიც აღწერილი იყო სიდრის სამკურნალო თვისებები.


ამ სასმელს აქვს დახვეწილი ფილოსოფია. სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან განსხვავებით ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო დასალევია, ასევე დაბალკალორიულიც.



ეს გემრიელი სასმელი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. ეხმარება კუჭის დაავადებებთან გამკლავებაში, თირკმელებიდან კენჭებს აცილებს, წონაში კლებას უწყობს ხელს, შესამჩნევად ანელებს დაბერების პროცესს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები, რაც ძალზე სასარგებლოა საჭმლის მონელების, მეტაბოლიზმისა და წნევის ნორმალიზებისთვის. დღეს სიდრი სპა პროცედურებშიც გამოიყენება. შედეგს მაშინვე ხედავთ: კანი ხდება ბევრად უფრო რბილი, ხავერდოვანი, უფრო ნაზი, ნაოჭები მთლიანად გლუვდება. ეს არის ნამდვილი ბედნიერება ქალებისთვის!


  • სიდრი და საქართველო
image

პ.ს. არსებობს წყარო, რომელიც ვაშლის სამშობლოდ საქართველოს მოიაზრებს.( წყარო. REAL CIDERMAKING. Michael Pooley & John Lomax) მასში ასეთი რამ წერია: ვაშლი ( malus pumila ) არის კავკასიის რეგიონიდან, რომელსაც დღეს ჰქვია საქართველო… პირველი ქართული ორგანული სიდრის ეკომეგობრული საწარმო კი ბაზალეთზე გაჩნდა. სიდრის კლუბი ბაზალეთზე, ეს ის ადგილია სადაც უგემრიელეს ორგანულ სიდრსაც დააგემოვნებთ და მისი დამზადების საინტერესო ტექნოლოგიასაც გაეცნობით. ასე, რომ მგონი დროა გასინჯო სიდრი. შეიგრძნო მისი ყველა სიკეთე და არომატი.


Cider Club• სიდრის კლუბი


R

0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0