x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134966
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509340
აი, ასე გამოიყურებიან ისინი, ვინც გოგოების მდიდრულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ

image


სწორი მოტივაცია განვითარების გასაღებია! თუ თქვენს შვილს სწავლის სურვილი არ აქვს და განათლების მიღებაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს უბრალოდ აჩვენეთ მას ეს ფოტოები. სწორედ ისინი დაანახებენ მას წარმატებული მომავლის მთელს არსს და დღევანდელი ახალგაზრდობის მორალურ პრინციპებს. აღნიშნულ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ შეძლებული ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სფეროში არნახულ წარმატებას მიაღწიეს და ახლა შეუძლიათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ნებისმიერი გოგონა აირჩიონ. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, სწორედ ასეთია თანამედროვე რეალობა.


imageimage


გგონიათ, ამ ლამაზ გოგონებს ლაჟვარდოვან სანაპიროზე კომპანიონობას ასეთი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭები უწევენ?


image


ცდებით, სწორედ ასე გამოიყურებიან ის ფულიანი "მამიკოები", რომლებიც ახალგაზრდა გოგონების ყველა კაპრიზსა თუ აკვიატებას რეალობად აქცევენ. არ მსურს იმ ახალგაზრდა ლამაზმანების იმედგაცრუება, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებსა და ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ჯადოსნურ მოგზაურობაზე ოცნებობენ, მაგრამ იცოდეთ რომ ლაქშერულ ცხოვრებას ბონუსად სწორედ აი, ასეთი თანმხლები პირებიც მოჰყვებიან.


image



რა თქმა უნდა, სულაც არ არის აუცილებელი ისინი სწორედ ასე გამოიყურებოდნენ, აქ ისინი უბრალოდ სიმბოლურად არიან წარმოდგენილი, მაგრამ 100 -დან 99 შემთხვევაში, ახალგაზრდა ლამაზმანების უზრუნველ ცხოვრებას სწორედ ასეთი მამრები აფინანსებენ.


imageimage


სხვა სიტყვებით ამას შეიძლება ერთგვარი გარიგებაც კი ვუწოდოთ. თავად ნახეთ, შეძლებული ასაკოვანი მამაკაცები მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, სიმდიდრისა და ქონების დასაგროვებლად მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, ახლა კი ისინი თავიანთი მომხიბვლელი თანამგზავრების ახალგაზრდობასა და სილამაზეს ფულით ყიდულობენ, რომელთა უმეტესობასაც "დროებითის" სტატუსი აქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ არც გოგონები რჩებიან წაგებული.


imageimageimage


ისინი ხომ თავს დამქანცველი ვარჯიშებით, ათასგვარი კოსმეტიკური მანიპულაციებითა და მოსაწყენი დიეტებით ტყუილად არ იტანჯავენ. ცხადია, რომ გაღებული "მსხვერპლისთვის" მათ შეძლებული სპონსორებისგან სათანადო დაფასებაც სჭირდებათ.


imageimage


მართალია, ყველას საკუთარი გზა აქვს და არც არავის აქვს ვინმეს განკითხვის უფლება, თუმცა შემდეგ ჯერზე, როცა გლამურული გოგონების მდიდრულ ფოტოებს სოციალურ ქსელებში გულდაწვეტით თვალს გადაავლებთ, უბრალოდ იცოდეთ რა გზით მიაღწიეს მათ ამას, და გსურთ თუ არა თქვენც ასეთი "გლამურული" ცხოვრება?

image







0
564
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
564