x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134692
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
პროფესიონალმა საყვარელმა ისაუბრა ცოლიანი კაცების უცნაურ სურვილებზე
image

54 წლის გვენეტ ლიმ, რომელსაც "ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ პროფესიონალ საყვარელს" უწოდებენ, თავის კლიენტებზე ისაუბრა. მის სიტყვებს Daily Mirror ციტირებს.


ლი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა სექსის ინდუსტრიაში და შეამჩნია, რომ მის მომსახურებაზე მოთხოვნა ბოლო დროს გაიზარდა. იგი თვლის, რომ დაქორწინებული კაცები "უფრო სასოწარკვეთილნი გახდნენ და ცდილობენ რეალობას გაექცნენ". ქალმა აღნიშნა, რომ მდიდარ კლიენტებს ამ ბოლო დროს უფრო ხშირად აქვთ უჩვეულო სურვილები. ახლა მათ იმდენად სექსი აღარ აინტერესებთ, არამედ გულწრფელი კომუნიკაცია.


image


"ერთმა საყვარელმა მითხრა, "ხარბად ჩასუნთქული ჟანგბადი ხარ, როცა სუნთქვა არ შეგიძლიაო". ეს ძალიზე ამაღელვებელია და მე ყოველთვის მზად ვარ მათ მხარი დავუჭირო, მაგრამ მაინც უნდა დავიცვა დისტანცია. მე შემიძლია მათთან ინტიმური კავშირი დავამყარო, მაგრამ თერაპევტი არ ვარ, ”- თქვა ლიმ.

image

ის ახლა ერთდროულად ხუთ კაცს ხვდება და თვლის, რომ მისი გაზრდილი პოპულარობა მომსახურეობაზე განპირობებულია იმით, რომ ადამიანები ახლა უფრო დაქსაქსულები ვიდრე ადრე. ლიმ ასევე თქვა, რომ არ გრძნობს სინანულს, რადგან ცოლიანი კლიენტები მასთან მოდიან არა მხოლოდ სექსუალური საჭიროებისთვის, არამედ იმ ემოციური ინტიმური ურთიერთობისთვისაც, რომლებსაც ისინი ვერ პოულობენ მეუღლეებთან.



„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ კაცებს ცოლები უბრალოდ არ იცნობენ. არა და მათ არ შეუძლიათ ისაუბრონ მეგობრებთან ან ნათესავებთან, რადგან ისინი ვერ გაუგებენ მათ იმ დონეზე, რა დონეზეც ესმის მათი საყვარელს“, -აღნიშნა ქალმა.

image


გვენეტ ლი ორ ქვეყანაში ცხოვრობს: ის პერიოდულად სტუმრობს ლონდონსა და კალიფორნიას (აშშ). ორივე ადგილზე ჰყავს საყვარლები, რომლებიც მდიდრულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ. ლი აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიონერებთან შეხვედრას ბევრი სარგებელი მოაქვს, ის თავს არაკომფორტულად გრძნობს მათ გაბრაზებულ ცოლებთან, რომლებიც ხშირად ცდილობენ მასთან დაკავშირებას.

0
523
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0