x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღამის 2 საათზე მომადგა მაიტა ჩემი ლიტველი ცოლიო!"-რა შეემთხვა ტარიელ სუარს?
image

გიტარისტი, უსინათლო ბავშვთა ფონდის პრეზიდენტი და მსახიობ ია ფარულავას ყოფილი ქმარი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი კოცნის გამო პოლიციაში დილის 7 საათამდე ახსნა-განმარტებების კეთება მოუწია:


"ღამის 2 საათზე მომადგა მაიტა ჩემი ლიტველი ცოლიო! მეგობრებო ერიდეთ ქმრიან ლიტველ ქალებს! რაც არ უნდა ლამაზები იყვნენ ისინი, მაინც არ ღირს ერთი კოცნის გამო პოლიციაში დილის 7 საათამდე ახსნა-განმარტებების კეთება“ - წერს სოციალურ ქსელში ტარიელ სუარი.


ტარიელ სუარის, როგორც გიტარისტის კარიერა საკამოდ გვიან დაიწყო, 24 წლის ასაკში, მისთვის ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკულმა მუსიკალურმა ფილმმა "გაზაჯვარედინი"(Crossroads-1986), სადაც მთავარი პერსონაჟი რალფ მაჩიო გიტარაზე პაგანინის "კაპრიჩიო No. 5 "-ს ასრულებდა.


ტარიელ სუარის პირველი პედაგოგი იყო სერგო ფარაჯანოვის მეგობარი, მუსიკის ფილოსოფოსი ალექსანდრე გალუსტოვ-ზუბალაშვილი. 2001 წელს ტარიელ სუარმა გამართა პირველი სოლო კონცერტი, რომელიც გააშუქა ტელეკომპანია „კავკასიამ“. სადაც იგი ასრულებდა ჰენდელის „სონატას“, ბახის „ ალემანდას“.


ტარიელ სუარი აგრძელებდა საკონცერტო მოღვაწეობას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მასშტაბით და სხვადასხვა სახალხო არტისტთან ერთად მართავდა გალა კონცერტებს, რომლებსაც აქტიურად აშუქებდა პრესა და ტელევიზია. პარალელურად, მან გადაიტანა კლასიკური გიტარისთვის კომპოზიტორების – შოპენის, შუმანის, ბრამსისა და შუბერტის – 300-მდე ნაწარმოები.


გერმანელი პროფესორების გონისენისა და ტოიხერდის მიწვევით ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა გერმანიაში.

2003-2010 წლებში ტარიელ სუარმა გერმანიაში უმაღლესი ქულებით ჩააბარა და დაამთავრა ფრანკფურტის მუსიკის უნივერსიტეტი, იგი სწავლობდა პედაგოგებთან; მიხაელ ტოხერთან, სტეფან იერემიასთან, პეტრე კატონასთან, იოახიმ ფოლკმანთან და სხვებთან. სწავლის პარალელურად კი აგრძელებდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ევროპის მასშტაბით.

2010-2012 წლებში ფრანკფურტის, იდშტაინის, ოფენბახის, და სხვა მუსიკალურ ფესტივალებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ტარიელ სუარმა დაიწყო ტურნე ევროპის მასშტაბით და გამოსცა სამი ალბომი.

2013 წლიდან ტარიელ სუარი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო სამეცნიერო ნაშრომებზე „გიტარის აუდიზაცია“ და „გიტარის ვიზუალიზაცია“ მუშაობა.


2016 წელს უსინათლო ბავშვების მიმართვის საფუძველზე ესპანეთის ელჩის ვიქტორ მურსია გარზონის მხარდაჭერით ტარიელ სუარმა გამართა საქველმოქმედო ღონისძიებები ღონისძიებებიდან შემოსული თანხა კი სრულიად გადაურიცხა უსინათლო ბავშვებს მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად. იმავე წელს ტარიელ სუარმა ჩამოაყალიბა უსინათლო ბავშვთა ფონდი და მიიზიდა ინვესტიციები უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული ავეჯით კომფორტული გარემოს შესაქმნელად რისთვისაც მას 202-ე საჯარო სკოლისგან მადლობის სიგელი გადაეცა.


2016 წლის ბოლოდან ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა ფონდის პრეზიდენტია.

0
225
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0