x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
7 ნიშანი, რომ გამოიფიტეთ და ვიტამინები გაკლიათ
სტრესი, სეზონური ცვლა, დიეტა და მრავალი სხვა ფაქტორი გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. დისფუნქციურ სხეულს სჭირდება ვიტამინები და მათმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები.



image


როგორ მივხვდეთ, რომ ვიტამინები გვაკლია და რა სიგნალს გვიგზავნის ორგანიზმი? სწორედ დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ვიტამინების ნაკლებობაზე.



7 ნიშანი, რომ გამოიფიტეთ და ვიტამინები გაკლიათ




1. მტვრევადი ფრჩხილები და თმა.


ეს ხდება B7 ვიტამინის ნაკლებობის გამო. თქვენს რაციონს დაამატეთ მეტი რძის პროდუქტი, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, მარცვლეული და ბანანი.




2. წყლულები პირის ღრუში.

ორგანიზმი სიგნალს გაძლევთ, რომ გაკლია რკინა და ვიტამინი B, რომლებიც გვხვდება პარკოსნებში და სახამებლიან ბოსტნეულში, ამიტომ მიირთვით ასეთი პროდუქტები.




3. მხედველობის დაქვეითება, დაბინდვა.

A ვიტამინით მდიდარი საკვები დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. უფრო სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად საკმარისია რძის პროდუქტების, მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეულის მირთმევა.




4. კაპილარული ელვები ფეხებზე.

ვიტამინი A ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც ასევე აძლიერებს სისხლძარღვებს. დაამატეთ მეტი ბროკოლი, მარწყვი, მანგო და ფორთოხალი თქვენს რაციონში.




5. ე.წ ბატის კანი იდაყვებზე, მკლავებზე და ზურგზე.

კერატოზი ჩნდება მაშინ, როცა კვების რაციონში არ შედის საკმარისი თუთია და A ვიტამინი. ამ ვიტამინებს იღებთ ფრინველის ხორციდან, გოგრიდან, ტკბილი კარტოფილიდან და ნესვიდან.




6. ხარვეზიანი და არათანაბარი ზედპაირიანი ფრჩხილები.

ასეთი ფრჩხილები კუჭის წვენში ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს, ამიტომ აქვე გირჩევთ, ჯერ ექიმს მიმართოთ.




7. მოუსვენარი ფეხების სინდრომი.

თუ თქვენ გაქვთ მუდმივი მოთხოვნილება ფეხების გადაადგილების და მოძრაობის, ე.ი თქვენ გაქვთ მაგნიუმის დეფიციტი.





შენიშვნა: უნდა გაითვალისწინოთ ფაქტი, რომ თუ ვიტამინების მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ ექიმთან კონსულტაცია.

0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0