x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
პოლიციის გამომძიებელი, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებს აუპატიურებდა და კლავდა, თავადვე იძიებდა თავისავე ჩადენილ დანაშაულებს
image

ყოფილ გამომძიებელს და ადვოკატს ალექსეი ტოროპს ირკუტსკიდან 22 წელი მიუსაჯეს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის.




ირკუტსკის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ გამომძიებელს ალექსეი ტოროპს, რომელიც აღმოჩნდა სექსუალური მანიაკი, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბავშვების სერიული გაუპატიურებისა და 15 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას მკვლელობისთვის. მისი დაკავება 13 წელი ვერ შეძლეს, თუ რა იყო მიზეზი, ქვემოთ სტატიაში შეიტყობთ.



ბალაგანსკი არის სოფელი ირკუტსკის ჩრდილოეთით 200 კილომეტრში, ანგარსკსა და ტულუნს შორის შუა გზაზე. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ქალაქებში მოქმედებდა ორი მანიაკი, მიხაილ პოპკოვი და პაველ შუვალოვი, რომელთა დანაშაულებზე საუბრობდნენ მთელ რეგიონში. ამიტომ, როდესაც 15 წლის ანა 2007 წლის 18 მარტს გაუჩინარდა ბალაგანსკში, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაშინვე ყველაზე ცუდი იფიქრა.


imageფოტოზე: სოფელი ბალაგანსკი


როგორც გაირკვა, 17 მარტის გვიან საღამოს გოგონა და მისი კლასელები დისკოთეკაზე მიდიოდნენ, სახლიდან გავიდა, მაგრამ მეგობრებთან დანიშნულ ადგილზე აღარ მივიდა და რადგან იმ დროს მობილური ტელეფონები იშვიათი იყო, ანას ძებნა მხოლოდ მეორე დღეს, კვირა დილით დაიწყეს. მისი ცხედარი ერთი დღის შემდეგ, 19 მარტს, ბალაგანსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კოლცევაიას ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის ბაღში აღმოაჩინეს.


ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა რამდენიმე მამაკაცმა გააუპატიურა და შემდეგ კი გაგუდეს. იმ დროს, პროკურატურის ერთადერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა ბალაგანსკში, იყო იუსტიციის უმცროსი მრჩეველი (შეესაბამებოდა მაიორის წოდებას) ალექსეი ტოროპი. შემთხვევის ადგილის შესამოწმებლად მივიდა და დაიწყო გამოძიება.



აღსანიშნავია, რომ ტოროპის ქალიშვილი, რომელსაც მამა მარტო ზრდიდა (ცოლი 2003 წელს გარდაეცვალა), მეგობრობდა მოკლულ ანასთან: ისინი სკოლაში ერთ მერხზეც კი ისხდნენ. ძალიან მოკლე დროში იპოვეს ეჭვმიტანილი - 25 წლის ანდრეი იაკოვლევი (გვარი შეცვლილია). და მართლაც, ყველა მტკიცებულება თითქოს მასზე მიუთითებდა.


ჯერ ერთი, 2006 წელს, იაკოვლევი გაათავისუფლეს კოლონიიდან, სადაც ის იხდიდა სასჯელს მსგავსი დანაშაულისთვის - მან თავად არასრულწლოვანმა გააუპატიურა და მოკლა გოგონა. მეორეც, ანას ცხედრის მახლობლად აღმოაჩინეს ასანთის კოლოფზე ბიოლოგიური კვალი. და მესამე, გამოკვლევამ აჩვენა, რომ ანას სხეულში არის იაკოვლევის სპერმა, მის ტანსაცმელზე კი ანდრეის ტანსაცმლის ბოჭკოები.


ტოროპი ამტკიცებდა, რომ მან ჩაატარა ყველა საგამოძიებო ღონისძიება, მაგრამ იძულებული გახდა გამოძიება სხვისთვის გადაეცა, რადგან ანდრეი მას ნათესავად ეკუთვნოდა, ის იყო სიძის ძმისშვილი.

image

საქმე სხვა გამომძიებელს გადაეცა ;აღმოჩნდა, რომ კვლევა, რბილად რომ ვთქვათ, სანდო არ იყო - სპერმა სულ მცირე ორ განსხვავებულ მამაკაცს ეკუთვნოდა და მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.


ანდრეის ტანსაცმლის ბოჭკოები და ის, რაც ექსპერტთან მოხვდა, ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ისინი შეირჩა წესების დარღვევით. ასანთის კოლოფი კი შეიძლება ქუჩაში ბუნებრივად იყო გადაგდებული - იაკოვლევი ხომ იქვე მეზობლად ცხოვრობდა იაკოვლევი. ანდრეი შემდგომ დაკითხვაზე თქვა, რომ ჩვენება ის წამებით იყო მიღებული, რაც მალევე დადასტურდა. უკვე ივნისში ბრალდებული მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს.


ერთი წლის შემდეგ გამომძიებელი ტოროპი პენსიაზე გავიდა. ფორმალურად, საკუთარი ნებით, მაგრამ სინამდვილეში სკანდალის გამო: 2007 წლის დეკემბერში, დაკითხვისას, თავის კაბინეტში, სასტიკად სცემა და გააუპატიურა ადგილობრივი ქალბატონი, რომელიც შედეგად დაორსულდა.


image

ამასობაში ახალმა გამომძიებელმა იპოვა ახალი ეჭვმიტანილი და ცხრა თვე ცდილობდა დაემტკიცებინა მისი დანაშაული, მაგრამ ეს ვერ შეძლო. მამაკაციც გაათავისუფლეს და ანას მკვლელობა გაუხსნელი დარჩა. საქმე შეჩერდა, მერე, როცა საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნა, იქ გადაიტანეს, რაღაც პერიოდი ისევ გამოიძიეს და ისევ შეაჩერეს. ასე გაგრძელდა კიდევ 11 წელი.



2020 წლის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს რამდენიმე სასამართლო გამომძიებელმა მიაკითხა ირკუტსკელ კოლეგებს, რათა შეემოწმებინათ გაუხსნელი საქმეები. მათ მასალებს ახალი თვალით შეხედეს და აღმოაჩინეს რამდენიმე მინიშნება, რომლებიც ძირითადად ბოლო წლებში გამოჩნდა. ანას მკვლელობის საქმე განახლდა; კრიმინოლოგებმა გულდასმით შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმის მასალები და საგამოძიებო ჯგუფმა მალევე მოახერხა ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა.


რაც მთავარია მათ იპოვეს მოწმე, ქალი, რომელმაც დაინახა, გამომძიებელმა ტოროპმა და ადგილობრივი პოლიციის ყოფილმა დეტექტივმა ევგენი ლატსმა როგორ ამოიღეს ანას ცხედარი მანქანიდან და გადააგდეს ღობეს იქით. მოწმემ ორივე მათგანი ამოიცნო : ამის საფუძველზე 2020 წლის 20 აგვისტოს პოლიციამ დააკავა ტოროპი და ლაცი.


ჩხრეკისას დაკავებულების ნივთებზე და ტანსაცმელზე კრიმინალისტებმა აღმოაჩინეს სისხლის კვალი, რომლის გარეცხვასაც ცდილობდნენ, ასევე სხვა ბიოლოგიური ნივთიერებები. მოგვიანებით, გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ყველა ნიმუში ეკუთვნოდა მოკლულ ანას, ასევე ტოროპს და ლაცს.


დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, ალექსეი ტოროპი და ევგენი ლაცი გაგზავნეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჩხრეკისას მათ ტელეფონები ჩამოართვეს და ექსპერტებმა ტოროპის მობილურში წაშლილი ფოტოები აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, ისინი წაშალა სიტყვასიტყვით დაკავების წინა დღეს: თავად ტოროპმა მოგვიანებით აღიარა, რომ 2020 წლის ზაფხულში მან გაიგო, რომ იგი გახდა ანას მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი.


ექსპერტებმა აღადგინეს ის, რაც მან გაანადგურა - და აღმოჩნდა, რომ ადვოკატ ტოროპს ძალიან უყვარდა პატარა გოგონები: მან არასრულწლოვან გოგონებთან 30-ჯერ მაინც დაამყარა სექსუალური კავშირი.


"გამოძიების დროს შესაძლებელი გახდა სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ტოროპის მონაწილეობის დამაჯერებელი მტკიცებულებების მოპოვება. დადასტურებულია, რომ ბრალდებული რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა ქალებს და ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა არასრულწლოვან გოგოებთან. მათგან ყველაზე უმცროსი 12 წლის იყო. ცნობილია, რომ ტოროპის ერთ-ერთმა მსხვერპლმა მას, როგორც ადვოკატს მიმართა იურიდიული დახმარებისთვის, მან კი მასზე სექსუალარი ძალადობა განხორციელდა.....გამოძიებამ შეაგროვა სრული მტკიცებულება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 40-ზე მეტი სხვადასხვა ექსპერტიზა, დაიკითხა 350-ზე მეტი მოწმე. სისხლის სამართლის საქმის მოცულობამ 52 ტომი შეადგინა"

კარინა გოლოვაჩევა



მაგრამ ეს დანაშაულები ტოროპმა მარტო ჩაიდინა, აი რაც შეეხება ანას მკვლელობას, მან ეს ლაცთან ერთად ჩაიდინა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007 წლის მარტში ალექსეი ტოროპი და ევგენი ლაცი შეხვდნენ ანას და შესთავაზეს წაყვანა. გოგონა ტოროპს იცნობდა, როგორც მეგობრის მამას და არაფერში ეჭვი არ შეპარვია. მანქანაში ორივე მამაკაცმა ანა გააუპატიურა და შემდეგ გაგუდეს. მათ გადაწყვიტეს გოგონას ცხედარი გადაეტანათ ქალაქის ცენტრში, კოლცევაიას ქუჩაზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ცხოვრობდა ანდრეი იაკოვლევი, რომელიც ადრე მსგავსი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.



ასევე იხილეთ


image

-გოგონა საით მიბრძანდებით?-გალანტური მილიციონერი ღიმილით უჩერებდა გოგონებს ავტომობილს, აჩვენებდა პირადობის მოწმობას, აღებდა კარს და დაბრძანდით!-უებნებოდა. პატარა ციმბირული ქალაქ ანგარსკის მაცხოვრებლები ჩაჯდომაზე უარს არ ამბობდენ.რა უნდა იყოს სახიფათო?ოფიცერი პოლიციის მანქანითაა. ეს გასეირნება უკანასკნელი აღმოჩნდა 22...



27 წლის წინ, 1994 წელს მოსკოვში მანქანაში ააფეთქეს, ყველაზე გავლენიანი და სასტიკი მაფიოზი სსრკ-ს და რუსეთის ისტორიაში სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად "სილვესტრი".მან ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მისი ყველას ეშინოდა და ამასთანავე ყველას სძულდა.მკლელობა კი შეეძლო შეეკვეთა იაპონჩიკს...


მინსკში დააკავეს სერიული მანიაკი, რომელიც მინიმუმ 100 ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული. დაკითხვის დროს სანკტ-პეტერბურგელმა მძღოლმა 45 წლის ოლეგ ბედნიაკოვმა აღიარა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგულარულად მოგზაურობდა ბელორუსიაში და აუპატიურებდა ქალებს და გოგონებს.მანიაკი ძირითადად რკინიგზის სადგურთან უსაფრდებოდა მსხვერპლს, ...



თავზარდაცემულ მამას, რომელიც თავს დაესხა თავის საუკეთესო მეგობარს მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩინა, რომ მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა მის ექვს წლის ქალიშვილზე, მკვლელობაში ბრალს არ წაუყენებენ. 34 წლის ვიაჩესლავ "სლავა" მატროსოვი(მთავარ ფოტოზე მარჯვნივ) ეჭვმიტანილი იყო 32 წლის ოლეგ სვირიდოვის(მთავა...

0
799
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
799
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0