x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
საკულტო სცენები, რომლებში თამაშსაც ვარსკვლავები წლების შემდეგაც ნანობენ
image


თავადაც იცით კინოინდუსტრიაში კონკურენციის დონე რამდენად მაღალია, ამიტომ მსახიობებს შორის ცოტა ვინმე თუ ამბობს უარს ისეთ ფილმებში მონაწილეობაზე, რომელიც მასში არსებული თამამი სცენების სიუხვის მიხედვით წარმატების ერთგვარ გარანტად ითვლება. ზოგიერთი მსახიობი პოპულარობისთვის ყველაფერზე მიდის და ხშირად უცნაური როლებისა თუ პიკანტური სცენების მძევალიც კი ხდება, რაც ნეგატიურად უფრო ხშირად ქალი მსახიობების შემოქმედებაზე აისახება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ საკულტო ფილმებს, რომელთა პიკანტურ სცენებში თამაშსაც ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები დღემდე ნანობენ.


image


ამერიკელმა მსახიობმა ტეილორ ლოტნერმა ფილმში "ბინდი" ჯეიკობ ბლექის იმიჯს თავი დიდი ხნის განმავლობაში ვერ დააღწია. მსახიობი ამ როლის შემდეგ სეროზულ როლებზე კიდევ დიდი ხანი ოცნებობდა, მეტიც, ლოტნერმა ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ ისურვებდა რომ საზოგადოებას მისი ჯეიკობ ბლექისთან იდენტიფიცირება აღარასდროს მოეხდინა.



image


ჯენიფერ ლოურენსმა ფილმ "მგზავრების" საწოლის სცენებში მონაწილეობის გამო მწარედ ინანა. ლოურენსს ინტიმურ სცენებში თამაშიდან პრაქტიკულად არაფერი ახსოვს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი გადაღების დროს ალკოჰოლს იღებდა, რათა საკუთარი პარტნიორის კრის პრატისადმი (მოგეხსენებათ, მსახიობი იმ პერიოდში დაოჯახებული იყო) არსებული დანაშაულის გრძნობა საკუთარ თავში როგორმე დაეთრგუნა. გარდა ამისა, ჯენიფერ ლოურენსი მსგავსს სცენებში პირველად მონაწილეობდა, რაც მას თამაშისას კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა.


image


საკუთარი კოლეგის მსგავსად ქეით უინსლეტიც ფილმ "ტიტანიკის" ყველაზე პოპულარულ სცენაში თამაშს დღემდე ნანობს. საუბარია სცენაზე სადაც შიშველი როუზი ჯეკისთვის პოზირებს, ოსკაროსან მსახიობს ასეთი პოპულარობა დღეს უკვე ძალიან აღიზიანებს, ვინაიდან ის ახლა უკვე სამი შვილის დედაა, რომელსაც არ სურს შვილებმა მისი შიშველი კადრები ინტერეტსივრცეში იხილონ.



image


მომხიბვლელმა ევა მენდესმა კი იმ კადრის გამო ძალიან ინანა, რომელშიც მან "ერთხელ მექსიკაში" ჯონი დეპს აკოცა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დამბაჩის ქვეშ ამბორი ლამაზმანს არც მეტი, არც ნაკლები მეტისმეტად ხანმოკლე მოეჩვენა.


image


ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი "ძირითადი ინსტიქტის" სკანდალურ სცენაში მონაწილებას წლების შემდეგაც ნანობს. მსახიობს საკულტო თრილერში მწერალ ქეთრინ ტრამელის როლი ერგო, რომელიც ისევე მარტივად მანიპულირებდა კაცებით, როგორც მარიონეტი თავისი თოჯინებით. ყველასთვის კარგად ნაცნობ დაკითხვის სცენაში, საბედისწერო ქეთრინი აკეთებდა ყველაფერს რათა დეტექტივები მიმხვდარიყვნენ, რომ მას საცვალი არ ეცვა.


image


ფილმის რეჟისორმა, პოლ ვერჰოვენმა მსახიობი დაარწმუნა, რომ მას კადრში არაფერი გამოუჩნდებოდა, თუმცა რეჟისორმა იცრუა. ფილმის უკვე დამონტაჟებული ვერსიის ნახვისას შერონმა ნამდვილი შოკი მიიღო. ბრაზმორეულმა ქეთრინმა რეჟისორს სახეში სილაც კი გააწნა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სცენამ მოუტანა ჰოლივუდის ვარსკვლავს ნამდვილი მსოფლიო აღიარება.


image


ფილმ "გრეის ორმოცდაათი ელფერის" მთავარმა გმირებმა ფილმის მწარმოებლებთან გაფორმებული კონტრაქტის გამო ძალიან ინანეს. ამ ამერიკულმა ეროტიკულმა დრამამ სინანული ფილმში დაკავებულ ყველა მსახიობში გამოიწვია. როგორც მთავარი როლის შემსრულებლებმა მოგვიანებით აღიარეს, ყველაფერი რაც გადასაღებ მოედანზე ხდებოდა მათთვის დისკომფორტისა და სირცხვილის განცდასთან იყო დაკავშირებული. მსახიობების თქმით, პიკანტური სცენების გადაღებისას პავილიონში საოცარი სიცხე და უჰაერობა იყო, რაც მათ თამაშს კიდევ უფრო მეტად ურთულებდა.










0
732
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
732