x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
საქმრომ ქორწილის წინ გაიგო, რომ მის საცოლეს ქმარ-შვილი ჰყავდა
image

Malay Mail: მალაიზიაში, ქორწილამდე პატარძალმა დაუმალა საქმროს, რომ ის უკვე გათხოვილი იყო და ქმარ-შვილი ჰყავდა.




მალაიზიაში საქმრომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინა, რომ მის საცოლეს სხვა ქმარი და შვილები ჰყავდა. ამის შესახებ Malay Mail იტყობინება.


28 წლის მამაკაცმა მალაიზიის ქალაქ კუჩინგიდან 2021 წელს გაიცნო ახალგაზრდა ქალი. 2022 წლის 12 ოქტომბერს მათ გამოაცხადეს ნიშნობა.ხოლო ქორწილი 2023 წლის 10 ნოემბერს უნდა გამართულიყი



დღესასწაულის წინა დღეს, საქმრო . 22 კაციან მაყართან ერთად პატარძლის სახლში მივიდა საქორწინო კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ ქალი იქ არ დახვდათ. იქვე შეამჩნიეს, რომ სახლში არავითარი საქორწილო სამზადისი არ იყო პატარძლის ან მამის პოვნის მცდელობისას მიადგნენ მეზობელს, რომელიც გოგონას მამიდა აღმოჩნდა, მისგან შეიტყვეს მათი საიდუმლო. როგორც გაირკვა, პატარძალმა დამალა, რომ უკვე გათხოვილი იყო და ორი შვილი ჰყავდა.



შოკირებული საქმროს თქმით, ქალმა განზრახ მამასთან ერთად შეთქმულება მოაწყო, რათა მოეტყუებინათ იგი. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა პოლიციას და განაცხადა, რომ ამან შელახა მისი ოჯახის ღირსება და ამასთან ერთად სერიოზულად იზარალა : ჩაშლილი ქორწილის სამზადისი, ბეჭდები, საჩუქრები და სხვა ხარჯი 30 ათასი რინგიტი დაჯდა (დაახლოებით 9 ათასამდე ქართული ლარი).



ადრე ვწერდით თაღლით გათხოვილ ჩინელ ქალზე, რომელიც ფულის და საჩუქრების მიღების მიზნით კიდევ სამ კაცზე გათხოვდა, ისე რომ არცერთმა მამაკაცმა ერთმანეთის შესახებ არ იცოდა, საერთო ჯამში ქალმა ქმრებს 660 ათასი იუანი (დაახლოებით 230 000 ლარი) დასცინცლა.(იხილე სტატია)

1
565
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
565
  
2023, 17 ნოემბერი, 2:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1