x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიჩინური გამოხტომის სავარაუდო ავტორიც აშკარავდება"-დავით ქართველიშვილი

image

"როგორც ჩანს აშშ-ს ახალ ელჩს დაუსრულდა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობის "კარანტინი" და ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიჩინური გამოხტომის სავარაუდო ავტორიც აშკარავდება. ანუ, იმის თეორიული დაშვებაც კი - რომ რუსეთთან "სულ უფრო დაახლოვებულმა" ჩინეთმა ამ დაახლოვებით სწორედ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის" პრობლემის გადაწყვეტას შეიძლება შეუწყოს ხელი - არ განიხილება საერთოდ. როგორც ჩანს, ეს საკითხი კვლავ განიხილება "ფადი-ასლი-სეულ" კონტექსტში, რომ სოხუმიც და ცხინვალიც არის ის "ბალასტი", რომელიც საქართველოს დასავლურ ინტეგრაციებს უშლის ხელს.
image

აქვე გახსენდება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პრეტენზია, თუ რატომ უშვებს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიის ხელში შესაძლო ჩაბარებას. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე კონტრშეკითხვა გებადება - დეკლარირებული მხარდამჭერი განცხადებების გარდა, რა გააკეთა ბოლო წლებში აშშ-მ ან ევროკავშირმა ამერიკული ან ევროპული კომპანიების შემოსასვლელად ანაკლიაში, ან რუსეთთან შუამავლების როლში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვინმე რამეს უშლიდა?
image
სამაგიეროდ, "გლობალური ომის პარტიის" აგენტებთან ("გოპ"-ნიკებთან) მათი მედიაციაც გვახსოვს და ფასილიტაციაც - რაც არანაირად არ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.
image
მაგრამ, როგორც კი ქვეყნის ძირითადი ეროვნული ამოცანის გადაწყვეტის ჰორიზონტზე გამოჩნდა დამაიდებელი სხივი, ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მარტის ცნობილი განცხადების თუ ერთიანი საქართველოს მიმართ ჩინეთის პრეზიდენტის მკაფიო მხარდაჭერის სახით - ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი მწვავე ბულინგის ობიექტი გახდა. სწორედ დღეს უნდა შედგეს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ საკითხებზე. მაგრამ საქართველოს ინტერესებში შემავალ საკითხებზე ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე სამიზნეშია აყვანილი."-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
3
219
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
2023, 16 ნოემბერი, 7:00
ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა! სი ძინ პინის და ბაიდენის შეხვედრის მიზანი...ორი ქვეყნის, კულინარიული შედევრების გაცნობით და გაცვლით, მოტივაციაზეა აგებული!? მ ტ რ ე ბ ო! აიტაცეთ და ''დაამხეცეთ'' ახალი ტერმინი - #ჩინურიოცნება...
2023, 16 ნოემბერი, 6:41
ბრავო! ჩემი, უპირობო დასტური!
2023, 15 ნოემბერი, 21:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3