x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
შესაძლოა, XX საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოსილი დანაშაული გაიხსნას

image


მკვლევარმა ურიკ უილსმა განაცხადა, რომ ის ამ საიდუმლოს ამოხსნასთან ძალზე ახლოს არის.





ამერიკელმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა დამოუკიდებელ გამოძიებას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილ თვითმფრინავის გატაცების საქმეზე, აღმოაჩინა ღია ფერის ნაჭერი ქალაქ ვანკუვერის (შტატი ვაშინგტონი)მახლობლად ტყეში. მისი თქმით, ეს ქსოვილი დამზადებულია 1964-1967 წლებში და სწორედ ამ ნაჭერში იყო შეფუთული 200 000 დოლარი, რომლითაც კუპერი გადახტა Northwest Orient Airlines-ის Boeing 727-51-დან 1971 წლის ნოემბერში.



გარდა ამისა, ულისმა ქსოვილი იპოვა იმ ადგილის მახლობლად, სადაც 1980 წელს აღმოაჩინეს სამი შეკვრა დანომრილი ბანკნოტები, რომელიც კუპერმა მოითხოვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.





ეს ქსოვილი სულ მცირე 56 წლისაა და რატომღაც აღმოჩნდა მიუწვდომელ ადგილზე, ნახევარი მილის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც იპოვეს ფული 1980 წელს.







"დი ბი კუპერის ისტორია ალბათ XX საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოსილი დანაშაულია. 52 წლის განმავლობაში პოლიცია და FBI ვერ ახერხებდნენ არა მხოლოდ გამტაცებლის პოვნას, არამედ მისი ვინაობის დადგენაც კი. კუპერი თითქოს ღამის ცაში გაუჩინარდა და ლეგენდად იქცა.(ერიკ ულისი)



დი ბი კუპერმა გაიტაცა თვითმფრინავი და გამოსასყიდთან ერთად გაუჩინარდა





1971 წლის 24 ნოემბერს, მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს დენ კუპერს უწოდებდა, იყიდა ავიაკომპანია Northwest Orient Airlines-ის ბილეთი პორტლენდი- სიეტლის რეისზე. იმდროს შიდა ფრენებზე მგზავრების საბუთების შემოწმება არ ხდებოდა. ამერიკელი თვითმფრინავის უკანა ნაწილში დაჯდა, ბორტგამცილებელს სთხოვა ბურბონი მოეტანა და სიგარეტს მოუკიდა.



აფრენიდან რვა წუთის შემდეგ მან ბორტგამცილებელს ფლორენს შაფნერს ბარათი გადასცა. 23 წლის გოგონამ იფიქრა, რომ სიმპატიურმა მამაკაცმა გაცნობის საბაბით რომანტიკული წერილი მისწერა. არც კი წაუკითხავს, ​​უბრალოდ ჯიბეში ჩაიდო.



ეს რომ შეამჩნია კუპერმა შაფნერს ყურში ჩასჩურჩულა: „ქალბატონო, ჯობია წაიკითხოთ წერილი. მე ბომბი მაქვს“ და მის გვერდით სავარძელში დამჯდომა შესთავაზა. ბორტგამცილებელმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ნახვა სთხოვა, მგზავრმა კი ჩემოდანი გახსნა, რომელშიც სადენებით დაკავშირებული რამდენიმე ცილინდრი იდო.
image



გამტაცებელმა მოითხოვა 200 000 დოლარი 20 დოლარიანი კუპიურებით და ოთხი პარაშუტი. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ მან გაათავისუფლა ყველა მგზავრი და ორი ბორტგამცილებელი. თვითმფრინავში მხოლოდ ორი პილოტი, ბორტინჟინერი და ბორტგამცილებელი თინა მაკლოუ დარჩა.



19:40 საათზე კუპერმა რაც მოითხოვა, მიიღო, ამის შემდეგ, უბრძანა პილოტს თვითმფრინავის აფრენა და მეხიკოს მიმართულებით სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე ფრენა საათში დაახლოებით 200 კილომეტრის სიჩქარით.



ბორტს მიაცილებდა ორი გამანადგურებელი. თუმცა, როდესაც Boeing 727-51 ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე დაეშვა რენოში, ნევადის შტატი, საწვავის შესავსებად, კუპერი ბორტზე აღარ იმყოფებოდა.

imageფოტოზე: კუპერის გატაცებული თვითმფრინავი სეტლის აეროპორტში


გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გამტაცებელმა თვითმფრინავის უკანა მხარეს გახსნა გვერდითი კიბეები და გადმოხტა პარაშუტით. ეს მოხდა დაახლოებით 20:15 საათზე, პორტლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კილომეტრში, ორეგონში.



ბორტგამცილებლის, თინა მაკლოუს თქმით, კუპერმა მას უბრძანა კაბინაში შესვლა და ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად იქ ჩაკეტვა. ბოლოს რაც მან დაინახა იყო ის, რომ კრიმინალი რაღაც ღია ფერის ნაჭერში იყო გახვეული. ითვლება, რომ მან ფულის შეკვრები სხეულზე მიიმაგრა. ულისი დარწმუნებულია, რომ მან სწორედ ეს ნაჭერი აღმოაჩინა. ის გეგმავს ქსოვილის გამოკვლევას და მისგან მიღებული ბიოლოგიური მასალის შედარებას 2001 წელს აღმოჩენილ ჰალსტუხზე, რომელიც გამტაცებელმა თვითმფრინავში დატოვა.





კუპერის ზუსტმა აღწერამ გამოძიებას არ უშველა.



მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა გამომძიებლებს კრიმინალი დეტალური აღუწერეს : მოხდენილი მამაკაცი, დაახლოებით 40-45 წლის, დაახლოებით 180 სანტიმეტრი სიმაღლის და დაახლოებით 80 კილოგრამი. მოწმეების სიტყვებიდან შეადგინეს ზუსტი კომპოზიტური ესკიზი. მაგრამ ამ ყველაფერმა არ უშველა.
image



მალე გაირკვა, რომ მისი სახელი ფსევდონიმია. დიდი ალბათობით, გამტაცებელმა ფრანკო-ბელგიური კომიქსების "დენ კუპერის თავგადასავალის" - მხიარული და მამაცი მფრინავის სახელის მიხედვით დაირქვა.

image


ამან გამოძიებამ ივარაუდა, რომ დამნაშავე შეიძლება ევროპელი ყოფილიყო, რადგან ეს კომიქსები საერთოდ უცნობი იყო შეერთებულ შტატებში, მეტიც, საერთოდ არ გამოცემულა ინგლისურ ენაზე. თუმცა, მალე გაირკვა, რომ ის კანადაში გამოიცა. გაჩნდა ვერსია, რომ კუპერი იქიდანაა. სახელი დი ბი კუპერი, (და არა "დენ")რომლითაც ცნობილი გახდა გამტაცებელი, გაჩნდა The Oregon Journal-ის რეპორტიორის ჯეიმს ლონგის შეცდომის გამო.



"ან წყარომ არასწორად დაასახელა, ან ტელეფონში შიშინის გამო არასწორად გავიგე"(ჯეიმს ლონგი)





2001 წელს თვითმფრინავში გამტაცებლის მიერ დატოვებული ჰალსტუხისგან მიღებული დნმ-ის ნიმუშები გამომძიებლებს დაეხმარა შეექმნათ მისი ნაწილობრივი გენეტიკური პორტრეტი, მაგრამ ამან ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.



ბევრ ექსპერტს ეჭვიც კი ეპარება, რომ კუპერი გადახტომის შემდეგ გადარჩა. შემთხვევა აშშ-ს ჩრდილოეთით, ნოემბრის ბოლოს მოხდა. გამტაცებელი თვითმფრინავიდან სქელ ღრუბლებში გადახტა, გარეთ ტემპერატურა დაახლოებით მინუს 10 გრადუსი იყო, კუპერს კი მხოლოდ მსუბუქი კოსტუმი ეცვა. მაშინაც კი, თუ იგი წარმატებით მიაღწევდა მიწას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩებოდა ღამით ტყეში, დაბალი ტემპერატურის პირობებში.

image


1971 წლიდან 2016 წლამდე FBI-მ გამოიკვლია ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც შესაძლოა კუპერი ყოფილიყვნენ. ზოგიერთმა დაიბრალა კიდეც, რომ სწორედ მათ განახორციელეს გატაცება და ბრწყინვალე გაქცევა, მაგრამ ეს ყველაზე ხშირად მათი ახლობლებისგან ხდებოდა ცნობილი, მხოლოდ სავარაუდო ეჭვმიტანილების გარდაცვალების შემდეგ.

2016 წელს FBI-მ დახურა დი ბი კუპერის საქმე, რამაც ის საბოლოოდ ლეგენდად აქცია.







ერიკ ულისი უჩივის FBI-ს კუპერის საქმის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო





გამოძიებაში გარკვეული უცნაურობები თავიდანვე გაჩნდა. მაგალითად, რვა სიგარეტის ფილტრი, რომელსაც კუპერმა ეწეოდა თვითმფრინავში, უკვალოდ გაქრა.



თვითმფრინავის გატაცებიდან სამი კვირის შემდეგ, The Los Angeles Times-მა მიიღო წერილი, რომელიც სავარაუდოდ დაწერილი იყო გამტაცებლის მიერ. ავტორი იტყობინება, რომ მას დაახლოებით ერთი წელი სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი და თვითმფრინავის გატაცება იყო გზა, რათა უზრუნველყო კომფორტული არსებობა ცხოვრების ბოლო თვეების განმავლობაში. წერილის ავტორი ვერ იპოვეს. მოგვიანებით მსგავსი წერილები სხვა გამოცემებმაც მიიღო. ყველამ იფიქრა, რომ ეს ვიღაცის (ან ვიღაცეების) ბოროტი ხუმრობა იყო.



ბოლო მნიშვნელოვანი აღმოჩენა დი ბი კუპერის საქმეში 1980 წელს გაკეთდა. რვა წლის ბრაიან ინგრამმა მდინარე კოლუმბიის ნაპირზე 20 დოლარიანი კუპიურების სამი შეკვრა ამოთხარა. სერიული ნომრები მიუთითითედბა, რომ ისინი კუპერმა გაიტაცა. ფული წყალმა დააზიანა, მაგრამ იმ თანმიმდევრობით, ნომრების მიხედვით იყო იყო შეფუთული. უფრო მეტიც, ერთ-ერთ შეკვრას აკლდა 10 ბანკნოტი, დანარჩენი გამოსასყიდი ვერ იპოვეს.

image


ერიკ ულისი კუპერის საქმეს 15 წელია იძიებს. 2022 წლის ივლისში მან თქვა, რომ გამტაცებელი მუშაობდა კომპანია Rem-Cru-ში პენსილვანიაში. მის ჰალსტუხზე დნმ-ის გარდა რამდენიმე ლითონის კვალი აღმოჩნდა, მათ შორის ტიტანისა და სტიბიუმის. 1970-იან წლებში ტიტანი გამოიყენებოდა ქიმიურ წარმოებასა და ლითონის დამუშავებაში. ულისი თვლის, რომ კუპერი მუშაობდა Rem-Cru-ში, რადგან ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიების რიცხვში, რომელიც იყენებდა ტიტანის შენადნობებს სტიბიუმთან ერთად.



"დარწმუნებული ვარ, რომ დავადგინე არა მხოლოდ კომპანია, სადაც მუშაობდა დი ბი კუპერი, არამედ მისი კონკრეტული განყოფილება. მე მჭირდებოდა „კომერციული დნმ“. რეგულარული დნმ განსაზღვრავს პიროვნებას, მაგრამ კომერციული დნმ ეხმარება განსაზღვროს სად მუშაობს პიროვენება. და მე ვიპოვე ძალიან იშვიათი შენადნობის ნაწილაკები"( ერიკ ულისი-ფრაგმენტი 2022 წლის ინტერვიუდან)



მკვლევარი ასევე თვლის, რომ დნმ-ის კვლევის ტექნოლოგიის ამჟამინდელი დონე შესაძლებელს ხდის მოხდეს იდუმალი კრიმინალის იდენტიფიცირება. მან FBI-ს სთხოვა კუპერის ჰალსტუხის შემოწმების უფლება, მაგრამ უარი მიიღო.



„ულისმა“ ბიუროს მარტში უჩივლა, "ინფორმაციის თავისუფლების" კანონის დარღვევის მოტივით, რომელიც მოქალაქეებს გარკვეულ სამთავრობო დოკუმენტებზე წვდომის საშუალებას იძლევა.



არაფერია ცნობილი პროცესის დეტალების შესახებ, მაგრამ უცნაურია, რომ FBI-მ უარი თქვა დიდი ხნის დახურულ საქმის მტკიცებულებების გადამოწმებაზე.



აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში ავსტრალიელმა მკვლევარებმა დაადგინეს ე. წ. "ადამიანი სომერტონიდან" კაცის ვინაობა, რომელიც საიდუმლოდ რჩებოდა 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამაში მათ დნმ-ის გენეალოგიის კვლევის მეთოდი დაეხმარა. სავსებით შესაძლებელია, რომ დი ბი კუპერის ის საქმეც ანალოგიურად გადაწყდეს. თუ FBI გამოჩენს კეთილ ნებას მკვლევარებს მისცემს ჰალსტუხს.

image

საინტერესო კრიმალური ამბები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

1
224
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
2023, 17 ნოემბერი, 2:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1