x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც საკუთარი ბიძაშვილი წამებით მოკლა
image

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.



"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.


ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."-ნათქვამია განცხადებაში.



შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ვარკეთილში, 36 წლის მარიკა ბუთხუზი მისმა 42 წლის ბიძაშვილმა მოკლა.


მარიკა სოფელ მუხრანიდან იყო, ჰყავდა 12 წლის ქალიშვილი, რომელიც ობლად დარჩა. მარიკა ამავე სოფელში იყო გათხოვილი, წყვილს გოგონა შეეძინა და მოულოდნელად ტრაგედია დატრიალდა. მარიკას მეუღლე სრულიად ახალგაზრდა ბიჭი 11 წლის წინ ავტოავარიით დაიღუპა. მათი გოგონა მაშინ წლის და 6 თვის იყო. მარიკა ერთი წელი ცხოვრობდა ბიჭის მშობლების ოჯახში, მაგრამ მერე მუხრანში თავის მშობლებთან დაბრუნდა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა. მეუღლის ოჯახის წევრებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვი მუხრანის სკოლაში სწავლობს.


8 წლის წინ მარიკამ თბილისში ბინა იყიდა, რომელიც დედამისის სახელზეა. გოგო თბილისში მუშაობდა, ზეიკიძის “ცეხში ” ბუღალტერი იყო და ამიტომ იყო თბილისში.


მკვლელობაში ბრალდებული და მისი ცოლი მარიკასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მარიკას უთხრეს, რომ 3 დღით, სანამ ბინას დაიქირავებდნენ, მანამდე სჭირდებოდათ ბინა და ამ გოგომ შეიფარა ისინი. დროებით შევიდნენ, მაგრამ მერე იქ დარჩნენ.


მკვლელობა მოხდა 28 აპრილს, საღამოს 9-10 საათზე, გოგოს დედას კი მეორე დილას, 29 აპრილს, დილის 6 საათზე დაურეკეს და დამნაშავემ უთხრა, რომ თითქოს მის შვილს გული გაუჩერდა. ამის შემდეგ სასწრაფოდ წამოვიდნენ მშობლები თბილისში და იქ მისულებს ბინაში სამართალდამცველები დახვდათ. არის ვერსია, რომ სასწრაფოში ბრალდებულის ცოლმა დარეკა და სასწრაფომ აცნობა პოლიციას. მაგრამ როგორც ჩანს, ამასობაში დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილის მოსუფთავება მოასწრეს. ეტყობა, შემოაკვდათ გოგო და მერე ცდილობდნენ კვალის წაშლას. სულ მოუწმენდიათ ყველაფერი, მერე ის დასვრილი სისხლიანი ტანსაცმელი პარკით ნაგვის ურნაში გადაყარეს. ეს მტკიცებულებები პოლიციამ ამოიღო.გოგონა სასტიკად ყო ნაწამები.


2
79
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
79
  
2023, 17 ნოემბერი, 2:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 12 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2