x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
18 უცნობი ისტორია, რომლებიც ცნობილი ფილმების კადრს მიღმა დარჩა

image


ფილმები საშუალებას გვაძლევენ ვიმოგზაუროთ შორეულ სამყაროში, შევიცნოთ ფანტასტიკური ისტორიები და გავიცნოთ საოცარი პერსონაჟები, ერთი სიტყვით, კინო გვაძლევს საშუალებას მცირე ხნით მაინც გავექცეთ რეალობას და დავაღწიოთ თავი ყოველდღიურ რუტინას. ზოგჯერ შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც რომ ეს ყოველივე კინოა და მსახიობები მხოლოდ როლებს ასრულებენ, მაგრამ როდესაც ეკრანი შავდება და ტიტრები იწყება, ჩვენც რეალურ სამყაროს ვუბრუნდებით, სადაც კადრს მიღმა ყველა კინომანისთვის ყველაზე საინტერესო მოვლენები ხდება, რომლებიც საყვარელი ფილმების გადაღების პროცესს უკავშირდება. დღეს გადავწყვიტე სწორედ იმ საინტერესო კულისების მიღმა ფაქტების შესახებ მოგიყვეთ, რომელთა შესახებაც სავარაუდოდ აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.




"გალაქტიკის მცველები"


image


კრის პრეტმა გადასაღები მოედნიდან ჩუმად ვარსკვლავური ლორდის კოსტიუმი გაიტაცა, რათა საავადმყოფოში ბავშვები მოენახულებინა და გაეხარებინა.




"დალასის შემსყიდველთა კლუბი"


image


ფილმის ბიუჯეტი იმდენად მწირი იყო, რომ გრიმისთვის მხოლოდ 250 დოლარი იქნა გამოყოფილი. ასეთ რთულ პირობებში მოუწიათ გრიმიორებს მუშაობა, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფილმმა "ოსკარი" სწორედ გრიმისთვის და ვარცხნილობებისთვის მიიღო.





"ყველაფრის თეორია"


image


სტივენ ჰოკინგი ფილმის რეჟისორის, ჯეიმს მარშისადმი გაგზავნილ წერილში ედი რედმეინის მიერ შესრულებული როლის შესახებ წერდა, რომ გარკვეულ მომენტებში ის საკუთარ თავს ხედავდა. მეცნიერმა გადამღებ ჯგუფს გადაღებებისთვის თავისი საპატიო რაინდის ორდენის გარდა, ასევე თავისი ხმის ჩანაწერი და რეკვიზიტის სახით თავისივე ხელმოწერილი სამეცნიერო თეზისები გაუგზავნა.




"ნათლია"


image


ფილმის დასაწყისში მარლონ ბრანდოს ხელში კატა უჭირავს, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ სინამდვილეში "Paramount" სტუდის ერთ – ერთ პავილიონში იპოვა და ის ორიგინალურ სცენარში არ იყო. მეტიც, კატას ისე მოეწონა მსახიობის ხელში ყოფნა, რომ ის მუდმივად კნაოდა, რითიც ბრანდოს ტექსტს ახშობდა, ამიტომ გადამღებ ჯგუფს ამ ეპიზოდის თავიდან გადაღება მოუწია.





"არმაგედონი"



image


"NASA"-ში სწავლის პროგრამის განმავლობაში, ახალმოსულებს ამ ფილმს უჩვენებენ, რათა მათ რაც შეიძლება მეტი შეცდომის პოვნა შეძლონ. ჯერჯერობით, რეკორდი - 68 შეცდომაა.




"მატრიცა"


image


საბრძოლო კუნგ-ფუს ქორეოგრაფმა იუან ჰეპინგმა თავის დაფასების მიზნით, თავდაპირველად ფილმზე მუშაობაზე უარი განაცხადა, თუმცა ამან არ იმუშავა, შემდეგ მან გადამღებ ჯგუფს ისეთი პირობა წამოუყენა, რომლის შესრულებაც მისი აზრით შეუძლებელი იქნებოდა - ის აბსოლუტურ კონტროლს ითხოვდა ყველაფერზე რაც კი ჩხუბის სცენებს უკავშირდებოდა, ასევე მისივე მოთხოვნით მსახიობებს ფილმის გადაღებამდე 4 თვიანი ტრენინგი უნდა გაევლოთ, მის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას ვაჩოვსკები დათანხმდნენ.





"ჯანგო"


image


როდესაც ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ფილმის ერთ-ერთ სცენაში მაგიდას ხელს ურტყამს, ის შემთხვევით ჭიქას ტეხავს და ხელისგულს იზიანებს, თუმცა მსახიობმა ნიაღვარივით წამსკდარ სისხლს ყურადღება არ მიაქცია და აღნიშნული სცენის გადაღება ბოლომდე დაასრულა. გაოგნებული გადამღები ჯგუფის წევრები დიკაპრიოს ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს. ფილმის რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო მსახიობის თამაშით იმდენად იყო აღფრთოვანებული რომ ეს კადრები ფილმის საბოლოო ვერსიაშიც ჩასვა.





"ფორესტ გამპი"


image


ტომ ჰენკს ამ ფილმისთვის ჰონორარი არ გადაუხადეს. ამის ნაცვლად, მან გაქირავებიდან შემოსული პროცენტული წილი აირჩია რამაც 40 მილიონი დოლარი შეადგინა.




"ტიტანიკი"


image


მას შემდეგ, რაც ქეით უინსლეტმა სცენარიდან შეიტყო, რომ მას ლეონარდო დიკაპრიოს წინაშე გაშიშვლება მოუწევდა, მან გადაწყვიტა უხერხულობის განცდა ყველა საშუალებით დაეძლია. ასე მაგალითად, როდესაც მსახიობებმა ერთმანეთი პირველად გაიცნეს, ქეითმა მოსასხამი შეიხსნა, რომლის ქვეშაც მას ტანთ არაფერი ეცვა.





"ბეჭდების მბრძანებელი"


image

გადაღებისთვის მსახიობებს ახალი ზელანდიის შორეულ კუთხეებში ვერტმფრენით ფრენა ხშირად უწევდათ. შონ ბინი კი, რომელიც ბორომირის როლს ასრულებდა, ფრენის ძალიან ეშინოდა და ვერტმფრენში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჯდებოდა. მაგალითად, როდესაც თოვლიან მთებში ფილმ "ბეჭდის საძმოს" ერთ - ერთ სცენას იღებდნენ მსახიობი ყოველ დილით ორი საათის განმავლობაში მწვერვალზე ფეხით მარტო ადიოდა. სხვა მსახიობები ამ ყოველივეს კი, თვალს ვერტმფრენიდნ ადევნებდნენ.





"შინდლერის სია"


image


იმისთვის რომ კოსტიუმების მხატვარს იმ ეპოქიდან 20 000 კოსტიუმი შეეგროვებინა პოლონურ გაზეთებში რეკლამა განათავსა, რომ სტუდია სამხედრო ტანსაცმელს შეიძენდა. გამომდინარე იქიდან რომ 90-იან წლებში პოლონეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა, ადგილობრივებმა საკუთარი სამოსი სიხარულით გაყიდეს, რომელსაც 1930 - 1940-იან წლებში ატარებდნენ.





"ჯონ ვიკი: მეორე თავი"


image


ფილმში კიანუ რივზმა ტრიუკების 95%-ი თავად შეასრულა. როლისთვის მსახიობი სამი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, ძიუდოს ხელოვნების გარდა, ის ასევე ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს, სროლასა და ექსტრემალურ მართვას დაეუფლა.





"ინტერსტელარი"

image

სიმინდის ყანის სცენის გადაღება რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს ნამდვილ ყანაში სურდა, მაგრამ არავინ იცოდა რამდენი ხანი დასჭირდებოდა სიმინდის გაზრდას, ამიტომ ნოლანმა საკუთარ კოლეგას, რეჟისორ ზაკ სნაიდერს თხოვნით მიმართა, რომელმაც ფილმისთვის "ფოლადის კაცი" სიმინდის ყანის გაზრდა უკვე მოასწრო. გადაღების შემდეგ, მათ კარგი მოსავალი აიღეს, რომელიც შემდეგომში სარფიანადაც გაყიდეს.




"ლამაზმანი"


image


კინოსცენა, სადაც რიჩარდ გირი ყელსაბამის ჩასადებს მოულოდნელად ხურავს და ჯულია რობერტსის გმირს აშინებს, არა მხოლოდ იმპროვიზირებულია, არამედ მსახიობის რეაქციაც ნამდვილია. რეჟისორს იმდენად მოეწონა მსახიობების ეს ბუნებრიობა, რომ სცენა ფილმის ფინალურ ვერსიაშიც დატოვა.





"ტერმინატორი"


image


ერთხელ, გადაღებებს შორის შესვენების დროს, არნოლდ შვარცნეგერი ლოს-ანჯელესის ერთ - ერთ კაფეში ლანჩზე შევიდა, როდესაც მან ოფიციანტებისა და დაწესებულების სხვა სტუმრების გაოცებული მზერა იგრძნო, მიხვდა, რომ ის "ტერმინატორის" გრიმით - ერთი თვალით, დამწვარი კანითა და რობოტის ყბით იყო მისული.





"ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა"


image


ფარანთან მდგარი, ახალგაზრდა მსახიობის ჯორჯი ჰენლის რეაქცია მისტერ ტუმნუსზე ნამდვილია. გოგონა გადაღებების დაწყებამდე თავის კოლეგა ჯეიმს მაკევოის გრიმით ვერ ხედავდა. მისი რეაქცია ნარნიას თოვლიან სამყაროზეც რეალურია. როგორც ცნობილია, გადაღების ადგილას ის თვალებდახუჭული მიიყვანეს.





"ვარსკვლავური გზა"


image


თბომავალ "enterprise"-ზე კარებების ავტომატურად დაკეტვის ხმა რუსული მატარებლის საპირფარეშოში წყლის ჩარეცხვის ხმა გახლავთ.




"იურიული პერიოდის პარკი"


image

ხმა, რომელსაც ველოცირაპტორები ურთიერთობისას გამოსცემენ იგივე ხმაა რასაც კუები შეჯვარებისას..





"გადარჩენილი"


image


გადაღებისთვის ლეონარდო დიკაპრიომ გადაწყვიტა გა­რე­უ­ლი ხა­რის უმი ღვიძლი ეჭამა. მსახიობმა ასევე შეისწავლა ჯაზაირიდან სროლა, ცეცხლის დანთება, ორ ინდურ ენაზე საუბარი და განკურნების უძველესი ტექნიკაც. დიკაპრიომ ამ როლს თავის კარიერაში ყველაზე რთული უწოდა.









0
890
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
890