x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509001
რუსმა ბლოგერმა ერთი მოყუდებით ჩაცალა ბოთლი არაყი და ადგილზე მოკვდა(ვიდეო)
image

ამასობაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოითხოვა პასუხისმგებლობა დაეკისროთ ინდივიდებს ამ სახიფათო გართობისთვის.


რუსეთში ტრეშ-ბლოგერებთან საქმე ცოტა სხვა გვარადაა. როგორც ჩანს, პერიოდულად აპატიმრებენ, მაგრამ მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ - როცა რაიმე სერიოზულს ჩაიდნენ. მანამდე კი ბლოგერები აკეთებენ იმას, რაც სურთ - რაც უფრო მეტი ველურობაა მათ გადაცემებში, მით მეტია აუდიტორია და შემოწირულობები.



ასე რომ, ერთ-ერთი ასეთი ბლოგერი-სტრიმერი ვიტებსკიდან, ალექსეი კუტისი, მეტსახელად "შლიუზბერი", დათანხმდა რამდენიმე ათასი რუბლის შემოწირულობის სანაცვლოდ ერთი ბოთლი არყის ერთბაშად დალევას.



არყის დალევის შემდეგ ის დივანზე მოასვენეს. ალექსეის ჩაეძინა... სამუდამოდ. თავიდან მისმა მეინახე მეგობრებმა არ დაიჯერეს და ცდილობდნენ მის გაღვიძება, მაგრამ ამაოდ


ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ, დაადასტურა ბლოგერის გარდაცვალება. და ეს არ არის პირველი შემთხვევა.


დეპუტატებმა შეამჩნიეს ეს და გადაწყვიტეს ტრეშ-ბლოგერებს გაუმკლავდნენ.


სახელმწიფო სათათბიროს ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა არტემ მეტელევმა განაცხადა, რომ მან შეიტანა დასამტკიცებლად ახალი კანონპროექტი“ტრეშ-სტრიმინგის ადმინსიტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც 7 ნოემბერს განიხილავენ.


გასულ თვეში ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ტრეშ-სტრიმები უნდა აიკრძალოს.


"შეადგინეთ კრიტერიუმების სია, რომლითაც ხდება ძალადობის, სისასტიკისა და სხვა „ტრეშის“ კლასიფიცირება და სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაეკისროთ მათ, ვინც ავრცელებს ასეთ კონტენტს."-აღნიშნა მან.


0
619
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0