x
image
ერეკლე ცოცანიძე
უკრაინაში მომღერალი ზვიად აბაშიძე გარდაიცვალა
image


უკრაინაში, ახალგაზრდა მომღერალი და მსახიობი, ზვიად აბაშიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები ადასტურებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით მისი სიცოცხლე რუსეთ უკრაინის ომს შეეწირა, როგორც ზვიადის მეგობარი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი მამუკა მანჯგალაძე წერს ის რუსეთ უკრაინის საზღვართან შეტაკებისას მოკლეს.


"ჩემი და ჩვენი უსაყვარლესი ბავშვობის ნამდვილი ძმა, ზვიად აბაშიძე, არაჩვეულებრივ ხელოვანთა ოჯახიდან, დიდი სულის, ნიჭის, სამეგობრო და შეგნებული ადამიანი, რუსეთ-უკრაინის საზღვართან შეტაკებისას..........." წერს მამუკა მანჯგალაძე.


სოციალურ ქსელში ზვიად აბაშიძის გარდაცვალებას, მომღერლები, მსახიობები, კომპოზიტორები ეხმაურებიან.


45 წლის მსახიობის კარიერა, თავდაპირველად თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრში დაიწყო, შემდეგ წლებში ის პროექტ "ნუცას სკოლას" მონაწილე და და მოგვიანებით თეტრალური კვარტეტის წევრი იყო. ზვიად აბაშიძე ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

image

image

0
341
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0