x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საუკუნის ძარცვა თბილისში და 5 წუთში გატაცებული 2 მილიონი
image

საუკუნის ძარცვა თბილისის შუაგულში - გატანილია 2 მილიონი ლარი, ძარცვის ორგანიზატორად ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი "კრიმინალური ავტორიტეტი" დავით ფეიქრიშვილი სახელდება.


ოფისი, საიდანაც თანხა მიმდინარე 30 ოქტომბერს შავი ჩანთით გაიტანეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა ფეიქრიშვილმა, რომელმაც კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან წაიღო, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით ქვეყანა დიდ ფულთან ერთად დატოვა.


ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, 5-ვე ბრალდებული ჩანს, საცავში განთავსებულმა კამერებმა დააფიქსირეს თავად დავით ფეიქრიშვილი, რომელსაც ნიღაბიც კი არ უკეთია. ის ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა.



კადრში ჩანს მისი დაცვა, ალექსანდრე ჩაფოძეც, რომელიც დაკავებულია. დანარჩენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.


ირკვევა, რომ სამართალდამცავებმა გატაცებული მილიონების ძებნა, საუკუნის ძარცვიდან მესამე დღეს დაიწყეს, მაშინ, როცა ბრალდებულები უკვე სამშვიდობოს იყვნენ.


მეტიც, "შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ ოფისი, საიდანაც დიდი ფული, შავი ჩანთითა და ხილ-ბოსტნეულის პარკებით გაიტანეს, რუსეთიდან, ჩუმად აკრძალული მეთოდებით, თანხის გადმორიცხვით იყო დაკავებული.


მფარველობდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის საქმეს? - ირკვევა, რომ ფულის გატაცებაში ბრალდებულია ყოფილი პროკურორის საძმო, რომლებსაც "ქართული ოცნების" ე.წ. ქუჩის დამლაგებელთა ჯგუფს უწოდებენ.


ექსკლუზიური კადრები პოლიციის ფაილებიდან და ყველა დეტალი საუკუნის ძარცვიდან? - გაიგეთ ყველა დეტალი მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟიდან.


0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0