x
მეტი
  • 11.05.2024
  • სტატია:134709
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508924
"მოხსენით ვინმემ და ჯართში ჩააბარეთ, თუ მართლა ღმერთი გწამთ და ჯვარი!"-ილია ჭიღლაძე
image

თეოლოგი და იურისტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში რკინისგან გაკეთებულ ფოტოს ავრცელებს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში თავკავთის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დგას და წერს:


"ეს რუსული საფრთხობელა აღუმართავს ვიღაც ერთუჯრედიან პრიმიტივს, “ჯაან მორჭმუნე” იმბეცილს თავკავთის მე-11 საუკუნის წმ. გიორგის ეკლესიასთან კასპის მუნიციპალიტეტში. თან რა ფერია, ნამგალი და ურო აკლია:))) მოხსენით ვინმემ და ჯართში ჩააბარეთ, მადლია, თუ მართლა ღმერთი გწამთ და ჯვარი!:)"




ილია ჭიღლაძემ ასევე გამოაქვეყნა ბერძენი მხატვრის, დიმიტრის სკურტელისის ფრესკის ფოტო, რომელიც ეძღვნება აფხაზეთში, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ კამანის ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ ანდრია ყურაშვილს:


"ბერძნებმა ეკლესიაში ფრესკა მიუძღვნეს აფხაზეთში სეპარატისტების და რუსებიდ მიერ დახვრეტილ
კამანის ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ ანდრია ყურაშვილს და საქართველოს რაშისტული საპატრიარქო კი წმინდანადაც არ რაცხავს და არაფრად თვლის მის მსხვერპლს.
წმიდა ანდრია (ყურაშვილი) ქართველის წამება (1966-1992 წწ.). დიმიტრიოს სკურტელისის მხატვრობა."-წერს ილია ჭიღლაძე.
კამანის ხოცვა ჟლეტა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია აფხაზეთის ომში.
მამა ანდრია კამანის მონასტრის წნამძღვრად 1993 წლის თებერვალში დანიშნეს..მას იქ მძიმე ვითარება დახვდა. უნდა ითქვას, რომ მამა ანდრიას გამოჩენას კამანში დიდი სიხარულით შეხვდა იური ანუა და მისი ოჯახი, ის ანუებმა ღვთის მიერ მოვლენილ ნუგეშად მიიღეს, მამა ანდრია დაუღალავად ასრულებდა ღვთისმსახურების წესს, ამხნევებდა მეომრებს და იმედს უსახავდა სასოწარკვეთილ ადამიანებს. მტერი არ ცხრებოდა და კამანის ასაღებად ახალი ძალებით ემზადებოდა. ქართულ მხარეს კი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, სამხედრო შენაერთები გაჰყავდა. სოხუმის შტაბმა ყურად არ იღო კამანელთა თხოვნა სამხედრო ძალებით დახმარების შესახებ, მხოლოდ ცრუ დაპირებით შემოიფარგლა. იმის ნაცვლად, რომ კამანი გამაგრებულიყო, იგი ქართულმა შენაერთებმა მიატოვეს.
imageფოტოზე: მამა ანდრია ყურაშვილი



1993 წლის 5 ივლისს მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მაშინ, ალბათ, არავის შეეძლო. აფხაზებმა კამანი ალყაში მოაქციეს. მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და მტრის 1500 კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკის პირისპირ 35 კამანელი მარტო აღმოჩნდა. დახმარება კი არსაიდან იყო. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, მამა ანდრიამ არ მიატოვა ეკლესია და მრევლი, მან ამ ნაბიჯით მაგალითი მისცა, გაამხნევა და დაარწმუნა იური ანუა, თავის ოჯახთან ერთად კამანში დარჩენილიყო. ბოლო წუთებში მამა ანდრია საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მრევლს მოუწოდებდა ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. მამა ანდრიამ ღამის 3 საათზე ეკლესიაში მყოფი მრევლი აზიარა, ხოლო დილის 5-ის ნახევარზე მტერმა სოფელი აიღო და ეკლესიის კარებს შემოუტია. მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით იური ანუამ მტერს კარი გაუღო. გამხეცებულმა ბოევიკებმა იური ანუა კონდახების ცემით გაიყვანეს და წამების შემდეგ დახვრიტეს. მერე ნარკოტიკებით გაბრუებულმა ბოევიკებმა მამა ანდრიაც გაიყვანეს, ცდილობდნენ, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და დაეჩოქებინათ, მამა ანდრიას კი თავი ღირსეულად და ვაჟკაცურად ეჭირა, იგი საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაშინ ერთ-ერთმა ბოევიკმა მას ჰკითხა, თუ ვისი მიწა იყო ეს, — ქართველების თუ აფხაზების, უნდოდა მორალურად გაეტეხა ახალგაზრდა მღვდელი, მაგრამ მამა ანდრიამ მშვიდი ღიმილით უპასუხა: ეს ღვთის მიწაა. სწორედ მაშინ სულიერად დამარცხებულმა მტერმა ვერ გაუძლო მღვდელ-მონაზონის სულის სიდიადეს და ვერაგულად ესროლა უკნიდან თავში. სასწაული მოხდა, ივლისის მცხუნვარე მზეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა, გვამს ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და ის ცოცხალივით ესვენა. ამ სასწაულმა აფხაზებზეც იმოქმედა. 19 წლის აფხაზმა ბიჭმა დაური ზუხბამ გადაწყვიტა, თავი დაენებებინა ამ უსამართლო ომისათვის, რომელმაც უცოდველი და უდანაშაულო ღვთისმსახურიც არ დაინდო. რამდენიმე დღის შემდეგ მამა ანდრიას მკველელი ნაღმზე აფეთქდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ როდესაც კამანის დაცემის შემდეგ მოკლულთა გვამების გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკებები და ჯერი მიდგა მამა ანდრიას ცხედარზე, აფხაზურმა მხარემ მის გადმოცემაზე უარი განაცხადა, პასუხი ასეთი იყო: მღვდელი ჩვენი მიცვალებულია, ჩვენ პატივით დავკრძალეთ იგი და რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ.


იხილეთ ამავე თემაზე :კამანის ხოცვა-ჟლეტა-ერთი მძიმე ფურცელი აფხაზეთის ომიდან

1
703
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
703
  
2023, 2 ნოემბერი, 14:14
საპატრიარქომ შეუჩერა უფლება, ამდენად ოფიციალურ სასულიერო პირად მედიამ არ უნდა მოიხსენიოს, ან იქვე მიანიშნოს, რომ ის დასჯილია
0 1 1