x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134944
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
ინტერვიუზე უარი მითხრა, მიშასთან ასოცირდებიო - მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე
image

.

ტვ პირველის ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მისი პრესსპიკერი იყო, სოცქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ პოპულარულმა ქართველმა ფეხბურთელმა მას სატელევიზიო ინტერვიუზე ახლახან უარი უთხრა:

.


„ძალიან მიხარია, ძალიან... მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდპირ შემომითვალა არ მოგცემთ ინტერვიუს მიშასთან ასოცრორდებიო ))))).... მაინც მიხარია. და წარმატებას კი არა უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მარტო იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა იქ სადაც თამაშობს, იმიტომ რომ სასწაული მემართება, როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის, იმიტომ რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს.. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად იქცა და მოტივაციად, იმიტომ რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს .... და ობიექტურად თუ შევხედავთ სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ ვინაა მანანა მანჯგალაძე :)))) აი საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება, დარწმუნებული ვარ, იმ დროს ბურთის გარდა არაფრით ინტერესდებოდა ))) . რა ქნას ახლა, აგენტი რომ ყავს ბნელი და კიდევ ვიღაცეები ახლო- მახლო. წარმატებები და გამარჯვები. საუკეთესო წამები- წუთები, გოლები და თამაშები წინ არის“ – წერს მანანა მანჯგალაძე.

.

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ მანანა მანჯგალაძე ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და ის ტელეკომპანია პირველის ეთერში, ბიზნეს გადაცემაში საქმის კურსი და საქმიანი დილა სპეციალურ რეპორტაჟებს ამზადებს.

.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0