x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"პაშა ბანკი" საქართველოს დირექტორთა საბჭოს წევრი და ფინანსური დირექტორი პარვინ მამმადოვი გახდა
image

სს "პაშა ბანკ საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის ოქტომბრიდან დირექტორთა საბჭოს წევრი და ფინანსური დირექტორი პარვინ მამმადოვი გახდა.


ბატონმა პარვინმა ბაკალავრის ხარისხი 2009 წელს თურქეთში, ეკონომიკის 9 Eylul-ის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ამავე მიმართულებით ბაქოში, UNEC-ის უნივერსიტეტში მიიღო.


პარვინ მამმადოვმა მისი კარიერა ბაქოში, Rabita Bank OJSC-ში და ხოლო შემდეგ KredAgro NBCO განაგრძო.



2012 წლის აპრილიდან, ბატონმა პარვინ მამმადოვმა კარიერა "ბაქოს კაპიტალ ბანკის" ფინანსურ დირექტორად განაგრძო.


ბატონი პარვინი 2023 წლის ოქტომბერში "პაშა ბანკ საქართველოს" შეუერთდა, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი და ფინანსური დირექტორი.


"პაშა ბანკი" არის "პაშა ჯგუფის" ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.


"პაშა ბანკმა" საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო.



R



0
241
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0