x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ციხე ღია კარით ნაწილი მესამე (ექსკლუზივი)

image

Ნელი საემიგრაციო სამსახურიდან მოსულ კონვერტს საათნახევარი არ ხსნიდა, ამ საათნახევარში, თითქმის ნახევარ კოლოფ სიგარეტს მოუღო ბოლო, ამ საცხოვრებელში, ოთახში მოწევაზე შეზღუდვა არ არსებობდა. Ბოლოს როგორც იქნა ფრთხილად გახსნა კონვერტი, ფურცლები გერმანულად იყო, მხოლოდ თვალი გადაავლო და როდესაც ბოლოში ქართული თარგმანი დაინახა შვებით ამოისუნთქა, თუმცა ეს ამოსუნთქვა რამდენიმე წამიანი აღმოჩნდა, რადგან პირველი ფურცლის ბოლოში, გამუქებული შრიფტით ეწერა, უარი ეთქვას განაცხადის დაკმაყოფილებაზე, ფურცლავდა მაგრამ ვერაფერს ხედავდა რადგან თვალებზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი, კიდევ ერთი გამუქებული სიტყვა მოხვდა თვალში, დეპორტაცია. Ფურცლები კონვერტში ჩააბრუნდა, ეზოში ჩვიდა, ლუკას დაუძახა და უახლოესი მაღაზიისკენ გაემართა რადგან სოციალმა კონვერტთან ერთად მიმდინარე თვის დახმარება780 ევრო მოუტანა და საკვების მარაგის ყიდვა უნდოდა. მარკეტში შესულები ფასდაკლებების დახლისკენ გაემართნენ. Გაუმართლათ ხორცეულის საკმაოდ დიდ ასორტიმენტზე 35 დან 50 % მდე ფასდაკლებები იყო, ფასდაკლება იყო სასმელებზე და ტკბილეულზეც. 70 ევროთ თითქმის ნახევარი ურიკა პროდუქტი იყიდა,

Გიორგის დაურეკა და უთხრა ინტერვიუს პასუხის ამბავი, შეთანხმდნენ რომ ის გამოვიდოდა, ნელის და ლუკას სტუმრად თავისთან წაიყვანდა და საღამოს უკან დაბრუნებაშიც დაეხმარებოდა. ბიჭს მიუხედავად იმის რომ გიორგი შვილებზე 5-7 წლით დიდი იყო ძალიან გაუხარდა სტუმრად მიპატიჟება და მზადება დაიწყო.

Მატარებლით მგზავრობა ასე 40 წუთს გაგრძელდა. Ბოლო გაჩერებიდან კი გიორგის საცხოვრებლამდე დაახლოვებით 10 წუთი დასჭირდათ. Დიდ ალაყაფის კარებში შევიდნენ, მარცხენა მხარეს ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, მაგიდის ტენისი და საბავშვო სივრცე იყო, ეზოში 2 კორპუსი იდგა. Გიორგიმ სტუმრები დაცვასთან მიიყვანა, მცველი რუსულად მოსაუბრე გერმანელი მიხეილი იყო, მან მოსულების საბუთები დაიტოვა, შემოსვლის დრო აღნიშნა და სასიამოვნო დღე უსურვა ყველას. Ოთახში რომ შევიდნენ, თიკას, გიორგის ცოლს ხინკლის მოხვევა დასრულებული ჰქონდა, ლუკა ბავშვებთან ერთად ეზოში გავიდა, ნელის უნდოდა მასპინძელის რამით დახმარებოდა მაგრამ ინსულტის შემდეგ მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებდა და ამიტომ შეთავაზებასაც არ ჰქონდა აზრი, თუმცა გასაკეთებელიც აღარაფერი იყო, უკვე თეფშები იშლებოდა. Გიორგიმ ერთი ბოთლი კონიაკი დადგა მაგიდასთან დასხდნენ და ნელის ცხოვრებაში სავარაუდო მოსალოდნელ მოვლენებზე დაიწყეს მსჯელობა. Ახლა პირველი რაც სჭირდებოდათ კარგი ადვოკატი, რაც გერმანიაში აუსლენდერისთვის ისეთივე რთულად მოსაძიებელი საქმე იყო, როგორც შავი კატის ბნელ ოთახში მაშინ დაჭერა როც ის ოთახში არ არის. Მიგრაციის სამსახურიდან მოსულ წერილში, გასაგებად იყო ნათქვამი რომ ნელის აღნიშნული ან უნდა გაესაჩივრებინა და ან 30 დღეში დაეტოვებინა გერმანია. Საქართველოდან წამოსვლის შემდეგ ამ დღეს ნელიმ პირველად გასინჯა ხინკალი და ცოტა დალია კიდეც.

Რამოდენიიმე დღის შემდეგ ნელი და გიორგი საადვოკატო ბიუროში მივიდნენ. Მისტერ კრაუსი შეხვედრაზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა. Მისულებს პირველ რიგში ბოდიში მოუხადა და ოთახში შეუძღვა, გიორგიმ ინგლისურად აუხსნა ადვოკატს საქმის ვითარება. Მისტერ კრაუსის თქმით ხელმოსაჭიდი არის, მაგრამ შანსი ძალიან მცირეა, საქმის წარმოებითვის კი ანაზღაურება 800 ევრო უნდა იყოს, ნელის და გიორგის შსემხვედრი წინადადება ჰქონდათ. Თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით. Ნელი ადვოკატს პირველ ეტაპზე 100 ევროს გადაუხდიდა და შემდეგ ყოველთვე 50-ს, მანამდე ვიდრე გერმანიაში იქნებოდა, თუნდაც ჯამური თანხა რვაას ევროზე მეტი გამოსულიყო. Მისტერ კრაუსი დათანხმდა, რწმუნება გაუფორმა და უტხრა რომ ნებისმიერ სიახლეს ფოსტით აცნობებდა.


Შუაღამისას ხმაურმა გააღვიძა, ფეხების ბრაგაბრუგი და გერმანული საუბბარი ისმოდა. Ტალანში ბოხმა ხმამ გერმანულად რაღაც დაიძახა, გრძელი ფრაზიდან ნელიმ მხოლოდ სიტყვა პოლიცაი გაიგო და მიხვდა რომ დეპორტირება ხდებოდა. Ცივმა ოფლმა ერთიანად დაუსველა სხეული და აკანკალდა. Ჩუმად მივიდა კართან და ფიქრობდა რა გაეკეთებინა, როგორ შეიძლებოდა დაძვრენოდა პოლიციას. Თუმცა კაკუნი სულ ხვა კარზე გაისმა. Დეე რა ხდება მოესმა ლუკას ნამძინარევი ხმა ოთახიდან. Შიშისგან და ნერვიულობისგან ვერ ლაპარაკობდა მხოლოდ მივიდა და შვილს ჩაეხუტა. Აშკარა იყო რომ დღეს მათ დასადეპორტებლად არავინ მოსულა, ცოტა რომ დამშვიდდა ფანჯრიდან გადაიხედა, და კორპუსის გასწვრივ პოლიციის 6 -7 მინივენი დაინახა.დაინახა როგორ გაიყვანეს პოლიციელებმა მისი ალბანელი მეზობლები.მინივენებმა ლურჯი ციმციმები ჩართეს და ქუჩას უხმაუროდ მიეფარნენ. Ამ დროისთვის ნელი რა თქმა უნდა განუყრელი სიგარეტით ხელში იჯდა ფანჯარასთან.

Დადგა დღე როდესაც ნელიმ გამოკვლევები უნდა გაიკეთოს, ექიმთან აუდიენცია დილითაა დანიშნული, გიორგიმ და თიკამ ბავშვები ბაღში დატოვეს, ქემნიცში ჩავიდნენ და ნელის და ლუკას პოლიკლინიკასთან შეხვდნენ. Გამოკვლევები და ანალიზები თითქმის სამ საათს გაგრძელდა. Სწორედ მაშინ გაიგო დედაშვილმა რომ გიორგი და თიკა საქართველოში 10 დღეში ბრუნდებოდნენ. ასე გადაწყვიტა მიგრაციის სამსახურმა.

საბოლოო ჯამში გამოკვლევებმა აჩვენა რომ ნელის შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ის დაავადება რა დიაგნოზიც სამშობლოში დაუსვეს, მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც მისმა მკურნალმა ექმმა უნდა დადოს, რომელიც მხოლოდ ხვალ დილით ნახავს ანალიზებს და კვლევებს, ნელის გულში იმედმა გაიღვიძა. Ტკივილის გრძნობა დაკარგა, თითქოს წელში გაიმართა, თითქოს ინსულტისგან დაზიანებულ, უმექმედო ხელშიც კი იგრძნო ძალის ნაპერწკალი. Მეგობრებს ქემნიცის ცენტრში დაშორდა და მეორადი ტანსაცმელის მაღაზიას მიაშურა, მისამართი და ავტობსის ნომერი გიორგიმ დაუწერა, მაღაზიაში შევლისთანავე მისი ყურადღება ცალკე თაროზე, მანეკენის თავზე წამოცმულმა სამმა პარიკმა მიიპყრო, რითიც შეიძლებოდა სხეულიდან, წინა ქიმიოთერაპიის კვალე გაექრო. სცადა მაგრამ ვერცერთი მოიხდინა, სამაგიეროდ ლუკას შარვალი, ზედა და ფეხსაცმელები უყიდა რომელშიც ჯამურად 15 ევრო გადაიხადა, რაღაცნაირად პოზიტივით სავსე გაეშურა სახლისაკენ. Საერთო საცხოვრებელში მისულს, მცველმა კონვერტი მიაწოდა, ადვოკატი შეთანხმებისამებრ პირველი თვის საფასურის ჩარიცხვას ითხოვდა. Ყოველ შემთხვევაში, ასე უთარგმნა წერილი, ინგლისურად მოლაპარაკე მცველმა ლუკას.



Მეორე დღეს ნელი და ლუკა დილით ადრე დასხდნენ მატარებელზე და გიორგისთან წავიდნენ სურდათ ექიმისთვის დაერეკათ და გამოკვლევის პასუხები გაეგოთ. Გიორგი სოციალის სამსახურში იყო და 11 ზე თავისუფლდებოდა, ბავშვები ბაღში იყვნენ, ლუკა სათამაშოების დიდ ყუთში ჩაძვრა, თიკამ ყავა მოადუღა და ამასსობაში გიორგიც დაბრუნდა. Ექიმმა უთხრათ რომ ანალიზის პასუხები საგანგაშო ნამდვილად არ იყო, თუმცა დიაგნოზი დადასტურდა, გიორგის ნელისთვის ამის თქმა ძალიან უმძიმდა, თუმცა დამალვაც არ შეიძლებოდა, რამდენიმე დღეში ხომ ნელის მარტო მოუწევდა ბრძოლა საკუთარ პრობლემებთან. Გადაწყვიტეს რომ ხვალ ადვოკატს შეუარონ, სიახლეები გაიგონ და მოაგვარონ ის ყველაფერი რისი მოგვარებაც გიორგის წასვლამდე შეიძლება.

Საცხოვრებელში დაბრუნებულ ნელის, ახალი ამბავი დახვდა, სოციალი რომელიც მის აერთო საცხოვრებელს მიამაგრეს ქართველი იყო. Ბოლო მოვლენებიდან მხოლოდ გიორგის წასვლა სწყინდა, დანარჩენი თითქოს სპეციალურად მისთვის დაწერილი სცენარით მიდიოდა. Ოთახში ავიდა, ყავას სიგარეტი მიაყოლა, შემდეგ ჩანთაში, საქართველოდან წამოღებული სამი საეკლესიო სანთელიდან ერთი მოძებნა, თაროზე დადებული მაცხოვრის ხატის წინ დაანთო და ჩუმად გულში წაიკითხა მამაო ჩვენო და უფალო შეგვიწყალენ. Ლოცვის დასრულების შემდეგ დაბლა ჩავიდა, ექიმისგან წერილი იყო, ახალმა სოციალმა რომელასც ლაშა ერქვა, უთხრა რომ ექიმმა დანიშნულება და რეცეპტები გამოუგზავნა, ნელიმ წამლების მიღების წესი მასვე ათარგმნინა და იმ საღამოსვე წავიდა აფთიაქში. Სოციალმა აუხსნა რომ ამ წამლებით მას ორგანიზმი გაეწმინდებოდა და იმ პროცედურისთვის მოამზადებდა რომელიც ნელის ქიმიოთერაპიის მაგივრად უნდა ჩეტარებინა, როგორც აუხსნა, მოგვიანებით მას კიდევ ერთ წამალს გამოუწერდნენ, რომლის ერთი აბიც რამდენიმე ათასი ევრო ღირს და ქიმიო თერაპიას ჩაანაცვლებს.

Გიორგიმ ნელი და ლუკა, გამოსამშვიდობებელ საღამოზე დაპატიჟა, ოტახში ათამდე ადამიანი იყო, ქართველი, სომეხი, ჩეჩენი, არაბი, ავღანელი, გერმანელი, სამი წლის განმავლობაში, მასპინძელს საკმაოდ დიდი სამეგობრო შეეძინა. Უმეტესობა სასმელს არ სვავდა, ამ დღეს გიორგიმ მხოლოდ ერთი სახეობის საჩუქარი მიიღო, რამოდენიმე ბოთლი ვისკი. Შეეშინდა კიდევაც გაატანდნენ თუ არა საზღვარზე ამდენ ალკოჰოლს. Საღამომ თბილ გარემოში ჩაიარა, ბოლო რეისზე, ნელი და ლუკა მასპინძელმა სახლამდე გააცილა და დაამშვიდა, უთხრა რომ საქართველოდან კონტაქტზე იქნებოდა. ნელის Ადვოკტთან როცა მოუწევდა წასვლა გიორგი ტელეფონით უთარჯიმნებდა, წერილებს კი ვათსაპით ან მესენჯერით, გიორგიც ბევრს ფიქრობდა, მიუხედავად, ექიმის იმედის მომცემი დიაგნოზისა, რისკი მაინც დიდი იყო, . Მეორე დილით, გიორგი, თიკა და ბავშვები საქართველოში გაფრინდნენ. Არავინ იცოდა, შეხვდებოდნენ კიდევ თუ არა როდისმე ერთმანეთს.

დილიდან, Ქიმიო თერაპიის მაგიერი აბის დალევის შემდეგ, . ნელის ღებინების შეგრძნება და თავის ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა, მუხედავად ექიმის მიერ გამოწერილი გამაყუჩებლის მიღების საშინელ ტკივილს, ვერაფრით შველოდა. Საჭმელის მომზადებაც კი ვერ მოახერხა, ლუკა გაგზავნა მეზობლის ბიჭთან ერთად მაღაზიაში რომ რაიმე მზა საჭმელი ეყიდა. Როდესაც ბავშვი მაღაზიიდან დაბრუნდა ნელის ჩსძინებოდა, ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან, დედას გადაფარებული პლედი შეუსწორა, სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლე გადაყარა, პატარა ფურცელზე ორი სიტყვა, ეზოში ვარ - დაწერა და ჩუმად გავიდა რომ ნელის არ გაღვიძებოდა. Მეორე დღეს ადვოკატისგან წერილი მოუვიდა, სოციალის თქმით მის ადვოკატს, სასამართლოში უკვე გაეგზავნა საპასუხო წერილი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ნელის სამშობლოში დეპოპრტირება, წერილს თან დართული ჰქონდა გერმანელის ექიმის დასკვნა და ნელისთვის ჩატარებული კვლევების პასუხები. Ქალმა შვებით ამოისუნთქა, ახლა ვიდრე მეორე პასუხი არ მოვიდოდა, ან სასამართლოზე არ დაიბარებდნენ დეპორტაციის აღარ ეშინოდა. დილანდელი ღებინება და ტკივილიც სადღაც გამქრალიყო, თანდათან გერმმანულ რიტმსაც აუღო ალღო. Აღარ აგვიანდებოდა ტერმინებზე. Ლუკას დაუძახა და შესთავაზა ზოოპარკში წასულიყვნენ, ამ ამბავმა ბავშვი ძალიან გაახარა. Მთელი დღე იბოდიალეს ქემნიცის ზოოპარკში, ცხოველები ათვალიერეს და ნაყინი ჭამეს. Საღამოს დაღლილები და ნასიამოვნები დაბრუნდნენ სახლში, გიორგის და თიკას დაურეკეს, გაიგე ს რომ კარგად ჩაფრინდნენ, დიდხანს არ ულაპარაკიათ ტრადიციული სტუმარ მასპინძლობის ხმები ისმოდა საქართველოდან. Გიორგისთან საუბრის დასრულების შემდეგ, ყური მოჰკრა ლუკა ვუღაცას უხსნიდა რომ მათ გერმანიაში ყოფნისთვის და დედას კარგად გახდომისთვის ბევრი სჭირდებათ და არსად გასაგზავნი ფული არ აქვთ. Როგორც შემდეგ გაირკვა ამ თვეების მანძილზე მისმა ქმარმა როგორც იქნა პირველად დარეკა, მცირე მოკითხვის შემდეგ კი ლუკას უხსნიდა როგორ სჭირდებოდა სულ რაღაც 100 ევრო, რაზეც შვილმა დედასთან დალაპარაკების გარეშეც კარგად უთხრა უარი. Ბრაზი ახრჩობდა, იმ კაცის გახსენებაზე, რომელიც მის თვალში წლების წინ ოდნავ პატივისცემას მაინც იმსახურებდა, მიუხედავად იმის რომ მათი ოჯახი შექმნა სულ სხვა ადამიანებმა, ნელისთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს, მხოლოდ იმის გამო რომ ქალს მოტაცებულის სახელი არ ჰქონოდა..

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0