x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
უჩვეულო ისტორია ძაღლზე, სიდედრზე და ქორწილზე

image
.

დავით ბაკურაძე:
ერთი ნაცნობი მოყვა..
“ჩემი ბიჭი უკვე 32 წლისაა, ძალიან მინდოდა, რომ ოჯახი შეექმნა. თავადაც ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერავინ შეარჩია... ამას ის დაერთო, რომ სიდედრი გარდამეცვალა.ძალიან კარგი ადამიანი... მას ჰყავდა ძაღლი, რიზენშნაუცერი. მე და მეუღლემ გადავწყვიტეთ, ჩვენთან გადმოგვეყვანა და აქ დაიწყო ნამდვილი პრობლემები...
.
ძაღლი გამოდგა ძალიან აგრესიული და ბინძური, ყველას გვიღრენდა და საკბენად იწევდა, ყველგან შვრებოდა, სადაც გაუხარდებოდა, სხვადასხვა კინოლოგი მოვიყვანე, მაგრამ შედეგი ნული...მერე დაიწყო საკუთარ სხეულზე კბენა. გვირჩიეს მისთვის ტრიმინგის გაკეთება, მაგრამ ძაღლის აგრესიულობის გამო ხელი არავინ მოჰკიდა... ერთი კინოლოგი მირჩიეს, ის გაკრეჭსო. დავურეკე დაშევუთანხმდი, მივიყვანე მასთან, გამოვიდა ახალგაზრდა გოგო, 25-27 წლის...
.
მოვუყევი ყველაფერი, მოჰკიდა საყელურს ხელი, წაიყვანა ძაღლი, მე კი მითხრა, 10 დღეში მოდით წასაყვანადო...მივედი 10 დღეში და ვხედავ - ძაღლი გაკრეჭილია, ზის წყნარად, უცებ ვერც კი ვიცანი...ის გოგო მივიდა, პირში რაღაც რეზინის ბურთი ჩაუდო, კბილები რომ დაეკრიჭა, და ჯაგრისით დაუწყო კბილების წმენდა... მერე მომიტრიალდა
- ჯერის (ასე ჰქვია ძაღლს) ჰგონია, რომ მოიტაცეთ... მას არ მიაჩნიხართ პატრონად და ცდილობს, რომ უკან დააბრუნოთ ნამდვილ პატრონთან... როგორმე უნდა აუხსნათ...
.
ჩავსვი ჯერი მანქანაში და ჯერ სიდედრის სახლში წავიყვანე... შევიყვანე... ირბინა, ყველა ადგილი დასუნა... დაათვალიერა... მერე წავიყვანე სიდედრის საფლავზე... მივიდა საფლავთან, დასუნა და... აყმუვლდა... მიხვდა ყველაფერს... დაწვა საფლავთან... ზედ დაადო თავი და ასე იწვა... არ ამიჩქარებია...
სახლში რომ მოვიყვანე, ჩემებმა ვერ იცნეს... ყველაფერი მოვუყევი ცოლ-შვილს...
- ის გოგო გათხოვილია? - მეკითხება შვილი.
- ვინ გოგო?
- კინოლოგი...
- მე რა ვიცი?!. მგონი არა... რაში გაინტერესებს?
- მისამართი მითხარი, ცოლად უნდა მოვიყვანო!
- გააფრინე?!
- არა... სადაც ძაღლს ასე კარგად გაუგო, მეც გამიგებს...
მოიყვანა ცოლად... შვილიშვილს ველოდები...
ჯერი კი ძალიან ჭკვიანი და წყნარი ძაღლია. ჩემი ბიჭი და რძალი ორ დღეში ერთხელ მორიგეობით უწმენდენ კბილებს.
0
386
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0