x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ებრაელი და პალესტინელი ცოლ-ქმარი - რას ფიქრობენ და განიცდიან ისინი?
image

პალესტინელისა და ებრაელის ურთიერთობა ძნელი დასაჯერებელი იყო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდ წლებშიც კი. თუმცა, ებრაელი ქალი მია იარადატი და მისი ახლა ყოფილი ქმარი მუჰამედი თითქმის 12 წელია ამტკიცებენ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელი შესაძლებელია. პალესტინასა და ისრაელს შორის ძალადობის ახალმა ტალღამ გააღრმავა ძველი წყენა ებრაელებსა და არაბებს შორის მთელ მსოფლიოში.


მია გუარნიერი იარადატი და მისი ყოფილი ქმარი მოჰამედ იარადატი ცხრა წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობენ. ისინი იქ მდინარე იორდანეს სანაპიროდან 2014 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი გახდა მათი სიყვარულის საფუძველი და, ირიბად, მათი გაყრის მიზეზიც.


მია დაიბადა და გაიზარდა შეერთებულ შტატებში ებრაულ ოჯახში, მუჰამედი კი პალესტინელია, მისი ყველა ნათესავი ჯერ კიდევ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან ცხოვრობს.


2011 წელს მია, რომელიც მაშინ ისრაელში ცხოვრობდა და ჟურნალისტად მუშაობდა, ხშირად მიემგზავრებოდა ღაზასა და რამალაში, სადაც ამზადებდა სიუჟეტებს იმის შესახებ, თუ როგორ უყურებდნენ პალესტინელები საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას. მუჰამედი მასთან ერთად მუშაობდა ამ პროექტზე.



ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერვიუებს შორის, მია და მუჰამედი განიხილავდნენ პოლიტიკას, რელიგიას, სულიერებას და ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს მუჰამედის ოჯახი. მიუხედავად პროექტის სენსიტიური თემისა და პოტენციური წინააღმდეგობებისა, რომლებიც აუცილებლად წარმოიშობოდა, მიას და მუჰამედს შორის სიმპატია დაიბადა. თუმცა, ერთ წელზე მეტი გავიდა, სანამ აღიარებდნენ საკუთარ გრძნობებს ერთმანეთის მიმართ.


"არა მგონია, რომ შეხვედრები დამეწყო მასთან, იმ დროს ასე კარგად რომ არ ჩავწდომოდი ამ კონფლიქტის სირთულეებს და ნიუანსებს. ჩვენი სიყვარულის ნაწილი გამოწვეული იყო იმით, რომ ის დასავლეთ სანაპიროზე ცოტას იცნობდა მისივე მსგავსი შეხედულებებით და მე ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს ისრაელში, ვისაც ჩემი ესმოდა და დამეთანხმებოდა. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ჩვენი გაერთიანება ამ მხრივ ბუნებრივი იყო"-(მია იარადატი.)

image

მია მალე გადავიდა დასავლეთ სანაპიროზე. მათი ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, მოჰამედმა ოჯახს განუცხადა, რომ დაქორწინებას აპირებდა. თუმცა, მამამისმა, რომელიც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის წევრი იყო, ებრაელ ქალზე დაქორწინებას კურთხევა არ მისცა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახალდაქორწინებულები ვერ იცხოვრებდნენ მუჰამედის ოჯახში.


მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ ქვეყნიდან და უკან მოეტოვებინათ ძველი მტრობა.


2014 წლის შემოდგომაზე მუჰამედი და მია ფლორიდაში დაქორწინდნენ. პატარძალს და საქმროს ცერემონიაზე სურდათ პატივი მიეგოთ ორივე კულტურისთვის.


მათ ქორწილში კანტორმა შეასრულა ტრადიციული ებრაული რიტუალი Sheva brachot - ცნობილი როგორც "შვიდი კურთხევა" - და მუჰამედის ძმამ არაბულად წაიკითხა ყურანიდან ნაწყვეტი.


ერთი წლის შემდეგ, ღაზაში მოგზაურობის დროს, მია, რომელიც მაშინ პირველ შვილზე იყო ორსულად, რამალაში ქმრის მამას შეხვდა. მან რძალს ბოდიში მოუხადა და აღიარა, რომ მისი მტრობა მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ის ებრაელი იყო. მან უთხრა, რომ ბევრი იფიქრა და ახლა მია, მიუხედავად მისი წარმოშობისა, მისთვის ქალიშვილივითაა.



მიას და მუჰამედს ორი ქალიშვილი ეყოლათ, მაგრამ 2022 წელს განქორწინდნენ. მიას თქმით, განქორწინებას „მცირე კავშირი ჰქონდა პოლიტიკასთან, მაგრამ პრობლემებთან, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერი ქორწინება დაასრულოს, განსაკუთრებით კი ქორწინება, რომელიც მოიცავდა ერთად ემიგრაციას, რომელიც ორივესგან დიდ მსხვერპლს მოითხოვდა“.

image

დაშორების მიუხედავად, ყოფილი მეუღლეები ერთად ზრდიან შვილებს და ზოგჯერ ერთ ჭერქვეშაც კი ცხოვრობენ.

43 წლის მია ამჟამად წერს მემუარებს ისრაელში ცხოვრებაზე და მუჰამედთან ურთიერთობის დაწყების შესახებ.


როდესაც ჰამასმა თავდასხმა განახორციელა 7 ოქტომბერს და ისრაელმა ღაზას სექტორს დარტყმით უპასუხა, მიამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ „იგრძნეს საერთო იმპულსი, რომ ერთად გადალახონ ეს მძიმე პერიოდი დრო“. თუმცა, გარკვეული ერთიანობის მიუხედავად, შიდა დაძაბულობამ მაინც გამოიწვია კონფლიქტი.

image

მიამ თავი ვერ შეიკავა და მუჰამედს ჰკითხა, მხარს უჭერდა თუ არა ჰამასის შეტევას და ფიქრობდა თუ არა ეს ქმედება იყო გამართლებული.

ვიცოდი ამ კითხვაზე პასუხი, ვიცოდი, რომ "არა" [არ უჭერს მხარს], მაგრამ უნდა მეკითხა. მუჰამედმა არაერთხელ აღნიშნა, რომ "ადამიანების ეს ჯგუფი და მათი ქმედებები არ ასახავს ყველა პალესტინის სურვილს."


image

1
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1