x
მეტი
  • 08.06.2024
  • სტატია:135195
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509484
"ფუ, რა ჭუჭყიანია... მეზობლის ბავშვებს ჭამსო…“ - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობასთან დაკავშირებით აგორებულ სახელისუფლებო პროპაგანდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ სამარცხვინო ქმედებაში მონაწილე ყველა ადამიანს საჯაროდ მიმართავს:


"ფუ, რა ჭუჭყიანია ქოცების პროპაგანდა. სალომე ნიკო ნიკოლაძის ნამდვილი შთამომავალი არააო ( ახლა აღარ აწყობთ სალომეს წარმომავლობა, თორემ არჩევნებისას, ლამის პასპორტში ეწერებოდნენ ქალს, ისე მოსწონდათ მისი წინაპრების თემა)…. სხვის ნაცვლად რომ შეგრცხვება, ეგეთ რეალობას ქმნიან. სირცხვილია, ქოცნო, ყველაფერს არ შეიძლება მოაწეროთ ხელი ! ვინც ახლა ამ სიგიჟეს გაწერინებთ, ხვალ თქვენზე მოიგონებს, მეზობლის ბავშვებს ჭამსო…"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ეთნიკური ნიშნით სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ინგა გრიგოლიას ზემოაღნიშნული პოსტიც მოჰყვა.


image






0
351
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
351