x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
13 წლის მოსწავლე გოგონამ განზრახ დააინფიცირა 18 წლის ბიჭი შიდსით

image

ახალ მოსკოვში 13 წლის მოსწავლემ ბიჭი განზრახ დააინფიცირა შიდსით.


13 წლის აივ ინფიცირებული სკოლის მოსწავლე გოგონა ტროიცკის ადმინისტრაციულ ოლქში 18 წლის ნაცნობის შეგნებულად დაინფიცირების გამო დააკავეს.თავად ყმაწვილს სერიოზული დიაგნოზის გარდა, ახლა არასრულწლოვნთან სექსის გამო სასჯელი ემუქრება, იუწყება LIFE-ი.


ეს ამბავი ასე დაიწყო, 13 წლის გოგონამ ლუდი დალია და 18 წლის ვიქტორთან სტუმრად წავიდა, სადაც მისი თქმით, მან მოფერება დაუწყო. მისივე თქმით, თავი ვეღარ შეიკავა და პრეზერვატივის გარეშე ინტიმური კავშირი დაამყარა.



ამის შემდეგ მთვრალი წყვილი სუფთა ჰაერზე გამოვიდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს გადააწყდნენ. ახალგაზრდები განყოფილებაში გადაიყვანეს, ახლა ორივეს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე: ბიჭზე არასრულწლოვანთან სექსისთვის, ხოლო გოგონაზე აივ ინფექციის განზრახ გადადების გამო.


13 წლის სკოლის მოსწავლე გოგონამ და მისმა და-ძმებმა ეს დაავადება ნარკომანი დედისგან მემკვიდრეობით მიიღეს. ბავშვებს მოხუცი ბაბუა უვლის, რომელიც შვილიშვილების მორალურ აღზრდას ვერ აუდის.


უკვე 11 წლის ასაკში გოგონამ ამორალური ცხოვრება დაიწყო და, იცოდა რა მისი დაავადების შესახებ, ხელთათმანივით იცვლიდა სექსუალური პარტნიორებს და ხშირად უგუველყოფდა კონტრაცეპტივებს.


ადრე სექსოლოგმა წყვილებს ურჩია, როგორ სთხოვოთ კორექტულად პარტნიორს ცნობა სქესობრივად გადამდები დაავადების არარსებობის შესახებ .ანუ აჩვენოთ ფორმატში "ორმხრივი დიაგნოზი"ჯერ თქვენი და იგივე მოსთხოვოთ მას, მით უმეტეს, როდესაც იწყებთ სრულიად ახალ ურთიერთობას. ექსპერტის თქმით, პრეზერვატივი 100%-იან გარანტიას არ იძლევა, ზოგიერთი დაავადება კი ორალური სექსით ან თუნდაც კოცნით გადადის. ამასთან დაკავშირებით, სპეციალისტი გვირჩევს "ახალი ნაცნობის სტატუსის გაგებას"

1
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
2023, 20 ოქტომბერი, 17:46
:-(((
0 1 1