x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პატარძალმა ქორწილი გააუქმა მომავალი დედამთილის ერთი თხოვნის გამო
image

Reddit-ის მომხმარებელმა მოყვა, თუ როგორ გააუქმა ქორწილი მომავალი დედამთილის ერთი მოთხოვნის გამო. მისი თქმით, საქმროს დედა დაჟინებით მოითხოვდა, რომ პატარძალს ქორწილისთვის მის მიერ შერჩეული კაბა ჩაეცვა.


პოსტის ავტორი წერს, რომ ახლადდაბადებული ბავშვის მამასთან ქორწილი იანვარში უნდა გამართულიყო.


„ცოტა ხნის წინ, ჩვენს სახლში სადედამთილო გვესტუმრა და ჩემმა საქმრომ გახარებულმა აიღო ტელეფონი და დაიწყო მეწამული შეფერილობის საქორწინო კაბების ჩვენება. დედამისს უნდოდა, რომ ქორწილში ასეთი კაბა ჩამეცვა“, - ამბობს სიუჟეტის გმირი



გოგონას თქმით, მან თავაზიანად უთხრა უარი დედამთილს და აუხსნა, რომ ქორწილისთვის კაბა უკვე შეარჩია. „დედამთილმა დამიწყო ყვირილი და მითხრა, რომ ჩვენი ქორწილი მისი დღეც იყო, რის შემდეგაც აცრემლებული გაიქცა. ჩემი საქმრო კი უკან გაეკიდა" - აღნიშნა მან


რამდენიმე საათის შემდეგ გოგონას საქმრო დაბრუნდა და ყვირილით ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ უბრალოდ დედამთილის არჩევანს უნდა დათანხმებოდა.


”მან თქვა, რომ ეს მისი დღესასწაულიც არის და თუ შენი შერჩეული კაბა შენთვის ასე მნიშვნელოვანია, მაშინ ის წავა დედასთან, რომ დაფიქრდეს ჩვენს შემდგომ ურთიერთობაზე, რომელიც ექვს წელიწადს გაგრძელდა, ” - ციტირებს ქალი მამაკაცის სიტყვებს.


ახალგაზრდა ქალმა მომხდარი ამბის შემდეგ ქორწილის გაუქმება გადაწყვიტა. საპასუხოდ, საქმრომ უთხრა, რომ მას სურდა ბავშვზე სრული მეურვეობა, რის შემდეგ გოგონას ჭურჭლის სროლა დაუწყო.


"მიხარია, რომ ეს ყველაფერი კამერაზე ჩავწერე, ასე რომ, ვფიქრობ, რომ ბავშვზე მეურვეობას ვერ მიიღებს ", - დაასკვნა სიუჟეტის გმირმა.


"შენ დაუკავშირდი დედიკოს ბიჭს", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტის ქვეშ. კომენტარში ბევრმა მხარი დაუჭირა ქალის გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ მისი საქმროს დედა ადრე თუ გვიან მათ ოჯახს დაანგრევდა.

0
220
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0