x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელი, რომელიც 16 წელი იჯდა ციხეში ცრუ ბრალდებით, გათავისუფლების შემდეგ პატრულმა მოკლა (ვიდეო)
image

ამერიკელი, რომელმაც ცრუ ბრალდებით 16 წელი იჯდა ციხეში, პატრულმა მოკლა.




შეერთებულ შტატებში მამაკაცს, რომელიც 16 წლით თავისუფლების აღკვეთას იხდიდა იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია, პოლიციელმა ესროლა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.


2003 წელს სასამართლომ 53 წლის ლეონარდ კიურის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა შეიარაღებული ძარცვისთვის. თუმცა, 2019 წელს სასამართლომ აღიარა, რომ მის წინაშე წაყენებული ბრადება უსაფუძვლო იყო, რადგან გამომძიებლებს არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები მისი დანაშაულის შესახებ და არც მისი ალიბი გაითვალისიწინეს. სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს უდანაშაულო ამერიკელი, რომელმაც 16 წელი ციხეში გაატარა.


image

ორშაბათს, 16 ოქტომბერს, დილით, კიური მიდიოდა 95-ე ტრასაზე კამდენის ოლქის მიმართულებით, დედის მოსანახულებლად. გზის ერთ მონაკვეთზე მან საათში 145 კილომეტრის სიჩქარე განავითარა, ლიმიტირებული 110 კილომეტრის ნაცვლად.


ცოტა ხნის შემდეგ პატრულმა შუქნიშანთან გააჩერა და მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა. კიურე დაემორჩილა ოფიცერს, თუმცა მწავე რეაქცია გამოხატა, რის შემდეგაც პოლიციელმა უთხრა, რომ მის დაკავებას აპირებდა. ხელბორკილების დადების მცდელობის დროს მამაკაცმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს.ამის შემდეფ პატრულმა გამოიყენა შოკერი და ხელკეტი, თუმცა, მისი თქმით, ამან კიური ვერ შეაჩერა, რის გამოც ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ესროლა.

ამის შემდეგ პოლიციელმა სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ და დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კიური საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.


მომხდარის დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება. დაიწყო შიდა გამოძიება იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა რასიზმი ყოფილიყო კიურის დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტორი.


Innocence Project of Florida -ს იურისტებმა, რომლებმაც ხელი შეუწყეს მამაკაცის ნასამართლობის გაუქმებას, ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მასში მათ სინანული და სამძიმარი გამოუცხადეს კიურეს ოჯახს.

1
367
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
367
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1