x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134783
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509139
13 მსახიობი, რომლებიც დიდი სიამოვნებით დააბრუნებდნენ დროს უკან და ამ როლებზე უარს იტყოდნენ

კარიერის დასაწყისში მსახიობებს უწევთ ისეთი როლის მიღებაც კი, რომელიც საერთოდ არ მოსწონთ, ან უკვე ცნობილები ირჩევენ თავად ისეთ როლებს, რომლებიც არ ამართლებს და შემდეგ ნანობენ:image

1. ბენ აფლეკი- “თავქარიანი"

2016 წელს TimesTalks-თან ინტერვიუში ბენ აფლეკმა თქვა, რომ მას "სძულდა" ეს როლი. და ამ სიძულვილმა უბიძგა მას ეთამაშა ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი, რადგან მას "სურდა ერთხელ გაეკეთებინა ეს სწორად, სუპერგმირული ფილმის უკეთესი ვერსია გადაეღო". თუმცა, ბენ აფლეკის ბეტმენიც ვერ გამოდგა წარმატებული.image

2. მიშელ პფაიფერი- “ბრიოლინი 2"

მიშელ პფაიფერმა Hollywood.com-თან აღიარა 2007 წელს:
“მძულდა ეს ფილმი ორმაგად და ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ცუდი იყო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არაფერი ვიცოდი... ახლა მესმის, რომ დღეს საკულტო ფილმია."image

3. ჰოლი ბერი- “ქალი -კატა"

როდესაც ჰოლი ბერიმ მიიღო “ოქროს მალინა" ფილმში ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის როლისთვის, მან თქვა: “მინდა მადლობა გადავუხადო Warner Bros.-ს ამ საშინელ ფილმში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისთვის. ეს არის ის, რაც ჩემს კარიერას სჭირდება: გზა მწვერვალიდან ფსკერამდე."image

4. ლინდსი ლოჰანი- “ვიცი ვინც მომკლა"

როდესაც ფანმა თვითერში დაწერა, რომ ლინდსი ლოჰანის ახალ ფილმს ორჯერ უყურა, მსახიობმა უპასუხა: “ეს იმაზე ორჯერ მეტია, რაც საჭიო იყო".image

5. ნიკოლ კიდმანი- “ავსტრალია"

სიდნეის რადიოსადგურთან ინტერვიუში, ამ რომანტიკულ ფილმზე საუბრისას, ნიკოლ კიდმანმა თქვა:
“არ შემიძლია ვუყურო და ვიამაყო იმით, რაც გავაკეთე"image

6. ჩენინგ ტატუმი- “კობრას გადასროლა"

2015 წელს ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში, ჩენინგ ტატუმმა თქვა:
“მეზიზღება ეს ფილმი. მძულს. იძულებული გავხდი ამ ფილმში მეთამაშა."

შემდეგ კი დაამატა, რომ ფილმს უბრალდ ცუდი სცენარი ჰქონდა.image

7. უილ სმიტი- “დედამიწის შემდეგ"

2015 წელს ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში უილ სმიტმა თქვა, რომ ფილმი მის კარიერაში ყველაზე მტკივნეული მარცხი გამოდგა. მან აღნიშნა, რომ ეს ძალიან მტკივნეული იყო, რადგან პროექტში მისი შვილი ჯეიდენი მიიყვანა.image


8. შერი- “ბურლესკი"

2013 წელს შერმა განუცხადა The Guardian-ს, რომ რეჟისორი სტივ ანტინი იყო "ნამდვილად საშინელი რეჟისორი" და დასძინა:
“ეს ფილმი ბევრად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. ყოველთვის ვწუხდი, რომ არ გამოვიდა"image

9. კელი კლარკსონი- “ჯასტინიდან კელიმდე"

2015 წელს კელი კლარკსონმა განუცხადა US Weekly-ს: ერთი საათის განმავლობაში ვტიროდი ტელეფონზე American Idol-ის შემქმნელთან და ვეხვეწებოდი, გაეწყვიტა ჩემი კონტრაქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უნდა მეთამაშა ამ ფილმში.image

10. ბილ მიურეი- “გარფილდი"

Reddit-ზე მიცემულ ინტერვიუში ბილ მიურეიმ თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ხელი მოაწერა ხელი გარფილდის გახმოვანებას, იყო ის, რომ რეჟისორი - ჯოელ კოენი - ერთ-ერთი ძმა კოენი იყო. მე ვჩქარობდი და ვერ მივხვდი, რომ კოჰენი თქვა და არა კოენი. მომწონს ძმები კოენების ფილმები, ისინი ქმნიან შესანიშნავ კომედიებს. ასე რომ, მე ნამდვილად არ წამიკითხავს სცენარი, მაგრამ მაშინვე დავთანხმდი.image

11. ჯეიმი ლი კერტისი- “ვირუსი"

ჯეიმი ლი კერტისმა 2018 წლის ინტერვიუში ვირუსს "ნეხვის გროვა" უწოდა. ეს იმდენად ცუდია, რომ შოკისმომგვრელია, ”- თქვა მან. - ეს ერთადერთი კარგი მიზეზია ცუდ ფილმებში მონაწილეობისთვის. შემდეგში, როდესაც რომელიმე მეგობარი ითამაშებს ცუდ ფილმში ვეტყვი: მე მოგიგე"image

12. შარლიზ ტერონი- “აზარტული თამაშები"

“ეს იყო ცუდი, ცუდი, ცუდი ფილმი“, - განუცხადა შარლიზ ტერონმა Esquire-ს 2008 წელს. ფილმი საზიზღარი იყო, სამაგიეროდ ჯონ ფრანკენჰაიმერთან ვიმუშავე. ”image

13. ზაკ ეფრონი- “სკოლის მიუზიკლი'

ზაკ ეფრონმა Men's Journal-თან ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც ის ფიქრობს იმ დროზე, როცა დისნეიში ამ ფილმებს იღებდნენ, უყურებს თავის პერსონაჟს და სურს პანღური ამოსცხოს, image







0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0