x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134687
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508885
რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან 2000-იანების ჰიტის The Ketchup Song-ის შემსრულებლები?
image


2000-იანების დასაწყისში იშვიათი იყო კლუბი ან დისკოთეკა ესპანური ჯგუფის Las Ketchup-ის მხიარული სიმღერის გარეშე. როგორც კი გაჟღერდებოდა, ყველამ მზად იყო დაეწყო ცეკვა და ხელებით იგივე მოძრაობებს იმეორებდა, როგორც ეს ვიდეკლიპშია .


ალბათ გაინტერესებთ როგორ შეიცვალნენ ჯგუფის წევრები ამ ხნის განმავლობაში? მაშინ ჩაყევით ამ სტატიას ბოლომდე


The Ketchup Song (ან ესპანურ ვერსიაში Asereje) გამოვიდა 2002 წლის ივლისში - პლაჟის სეზონისა და ღია ცის ქვეშ დისკოთეკების დროს. და ის მაშინვე გახდა ზაფხულის ნომერი პირველი ჰიტი.



სიმღერის შემსრულებლები იყვნენ დები მუნიოსები: პილარი, ლოლა, ლუსია და როსიო. სხვათა შორის, კლიპში მხოლოდ პირველი სამი ჩანს - როსიო იმ დროისთვის დეკრეტულ შვებულებაში იყო გასული.


მუსიკა გოგონებს გენეტიკურად გადმოეცათ, რადგან მამამისი, ხოსე ფერნანდეს ტორესი, ესპანეთში ცნობილი ფლამენკოს გიტარისტი იყო. ჯგუფის სახელი ასევე ოჯახური ტრადიციიდან მომდინარეობს - მომღერლების მამის სასცენო მეტსახელია "ტომატი".



მათ მუსიკალური ინდუსტრია შტურმით დაიპყრეს. როგორც კი სიმღერა გამოვიდა, მაშინვე მოექცა 26 ქვეყნის ჩარტების სათავეში, სულ გაიყიდა შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი!

image

იმავე წლის ნოემბერში გოგონებმა გამოუშვეს კიდევ ერთი სინგლი, "Kusha Las Payas" მაგრამ ის ვეღარ გახდა ჰიტი.


ასე, რომ მსოფლიო სცენაზე ნორმალურად გამოჩენაც კი ვერ მოასწრეს და მაშინვე გაუჩინარდნენ!


დებმა თავი მიუძღვნეს ოჯახს, შვილებს და შოუბიზნესს მხოლოდ 2006 წელს დაუბრუნდნენ, როდესაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ესპანეთი წარადგინეს სიმღერით Un Blodymary. ამჯერად ჯგუფს მეოთხე დაც, როსიოც შეუერთდა. დაბრუნება არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სიმღერამ მხოლოდ 21-ე ადგილი დაიკავა.

image

ამ წარუმატებლობის შემდეგ, Las Ketchup-ის წევრები დაუბრუნდნენ ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ 2016 წელს ისინი დაბრუნდნენ სცენაზე და შეასრულეს თავიანთი მთავარი ჰიტი შვედური Melodifestivalen-ის ნახევარფინალში, ხოლო ერთი წლის შემდეგ მათ გამართეს კონცერტი მექსიკაში! 2019 წელს, ისევ ტრიოს სახით, თაყვანისმცემლების გასახარებლად მათ ესპანეთი და ბულგარეთი მოიარეს.

imageimage

ისინი დღესაც მართავენ კონცერტებს, თუმცა მაინც ვერ ახერხებენ საზოგადოება ახალი ჰიტებით ასიამოვნონ, თაყვანისმცემლების რაოდენობა კი დიდი ხანია შემცირდა - მათ სოციალურ ქსელებში მხოლოდ 6 ათასი გამოწერი ჰყავთ.


0
299
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0