x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ექვსი მიუტევებელი ცოდვა (ნებისმიერი) პირველი ლედის
image


მელანია ტრამპს "ამერიკის ყველაზე არაპოპულარულ პირველ ლედის" უწოდებდნენ, თუმცა პრეზიდენტის ცოლების უმეტესობა საუკეთესოთა რეიტინგში როგორც წესი, მას შემდეგ ხვდება, რაც ისინი ამ ტიტულს თავიანთ მემკვიდრეს გადასცემენ. ფიქრობთ, რომ მიშელ ობამა ან ჰილარი კლინტონი ამერიკელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდნენ? სულაც არა. დღეს, გადავწყვიტე მოგიყვეთ იმ შეცდომებზე, რომლებსაც მსოფლიოში ყველა პირველი ლედი უშვებს, პასუხად კი საზოგადოების მხრიდან მხოლოდ ზიზღსა და კრიტიკას იღებს.




ცოდვა პირველი: სახელმწიფოს მართვაში ზედმეტი ჩარევა


image


ელეონორა რუზველტი, 1940 წელი


ყველას არ მოსწონს, როდესაც ქალი პოლიტიკით მეტისმეტად ინტერესდება და იმ იდეების განხორცილებას იწყებს, რომლებიც მამაკაცებს დიდად გულზე არ ეხატებათ. ასე, მაგალითად რუზველტის მეუღლეს, ელეონორას ზედმეტი აქტიურობის გამო ქვეყანაში ბევრი აკრიტიკებდა, მეტიც იყვნენ ისეთებიც, ვინც მას სახლში დარჩენასა და ბავშვების მოვლას ურჩევდა.




ცოდვა მეორე: ინიციატივის ნაკლებობა


image


მეიმი ეიზენჰაუერი, 1950 წელი

და აი, მონეტის მეორე მხარეც - შეერთებული შტატების რიგით 34-ე პრეზიდენტის მეუღლე, მეიმი ეიზენჰაუერი იმის გამო არ უყვარდათ, რომ ის საზოგადოების წინაშე თითქმის არასდროს ჩნდებოდა და ქვეყნის ცხოვრებაშიც არანაირი ფორმით არ მონაწილეობდა, მომავალში კი, მისი განმარტოებული ცხოვრების მიზეზად ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ასახელებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.




ცოდვა მესამე: საეჭვო წარსული


image


კარლა ბრუნი სარკოზი

რამდენიმე წლის წინ, სრულიად სამყარო მელანია ტრამპის "ნიუს" სტილში გადაღებულ თამამ ფოტოებს ერთხმად აკრიტიკებდა, მაგრამ აბა, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე - კარლა ბრუნი გაიხსენეთ, რომელსაც საზოგადოებამ ისეთი ფოტოსესიები აპატია, რომ მელანია კნაუსი მასთან რა მოსატანია.




ცოდვა მეოთხე: სტილის არარსებობა


image


მიშელ ობამა, 2015 წელი

პირველი ლედი ვალდებულია ყოველთვის ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდეს, რადგან ის საკუთარ ქვეყანასა და მისი მოსახლეობის მშვენიერ ნაწილს წარმოადგენს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პირადი სტილისტის არსებობის მიუხედავად, მიშელ ობამა ყველაზე უგემოვნოთა სიაში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა.





ცოდვა მეხუთე: უზადო სტილი


image


რაისა გორბაჩოვა, 1989 წელი

საბჭოთა ხალხის თვალში "პერესტროიკის" ერთ-ერთი მთავარი ცოდვა რაისა გორბაჩოვას ელეგანტური სტილი გახლდათ. შესანიშნავად მორგებულმა პიჯაკებმა, სხვადასხვა ფერის ბეწვის ქურთუკებმა და ძვირადღირებულმა სამკაულებმა რაისას თავი დასავლურ პრესას შეაყვარა, თუმცა ამავე დროს მისმა ძვირდაღირებული ნივთებისა და კარგად ჩაცმის სიყვარულმა გაჭირვებული საბჭოთა მოქალაქეების მისდამი სიყვარული და ნდობა შეარყია.




ცოდვა მეექვსე: სიყვარული ფუფუნებისა და ანტიკვარიატისადმი


image


ნენსი რეიგანი დიზაინერულ კაბაში, 1984 წელი

ალბათ, ყველაზე საშინელი ცოდვა გადასახადის გადამხდელთა ფულის არაგონივრული ხარჯვაა. ნენსი რეიგანი მილიონებს სწორედ სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯავდა, რისთვისაც თანამოქალაქეების სიძულვილიც კი დაიმსახურა. აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მეუღლე დიზაინერული სამოსისა და ანტიკვარიატის წინაშე ცდუნებას ვერ უძლებდა. მოგვიანებით, მას ხალხმა ეს "ცოდვა" აპატია და ახლა უკვე სახელმწიფოს მთელი ისტორიის განმავლობაში მას საუკეთესო პირველ ლედისაც კი უწოდებენ.









0
641
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
641