x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134692
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508906
საცოლეების აუქციონი- რატომ იყვნენ ბაბილონში ულამაზო გოგონებიც კი ,,დატაცებაზე"?

ბევრ უძველეს კულტურაში ქალებს ექცეოდნენ როგორც საქონელს და მათი მოსაზრებები სრულიად უგულებელყოფილი იყო. ბაბილონში პატარძლის აუქციონებიც კი იმართევოდა, სადაც სხვადასხვა ასაკისა და შემოსავლის მქონე საქმროებს შეეძლოთ ცოლის შეძენა. ფაქტია, რომ ბევრი გოგოსთვის ასეთი დამამცირებელი აუქციონი ოჯახური ბედნიერების ერთადერთი შანსი იყო.image

უჩვეულო პატარძლის აუქციონის შესახებ ცნობები, რომელსაც ძველი ბაბილონელები ატარებდნენ, ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს წყალობით ვიცით. მან აღწერა ეს ჩვეულება თავის ნაშრომში "ისტორია". ყოველწლიურად ყოველ სოფელში იყრიდნენ ქორწინების ასაკს მიღწეულ გოგოებს და პატარძლებს ეძებდნენ ბიჭებს.image

როცა ყველა იკრიბებოდა, ვაჭრობაც მაშინ იწყებოდა. წამყვანი გოგოებს სათითაოდ უხმობდა და აუქციონიც იმართებოდა. თავდაპირველად გამოჰყავდათ ლამაზი გოგონები, მათ გამო სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა და ბოლოს თითოეული საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ იყიდებოდა. ამის შემდეგ რიგში იყვნენ შეუხედავი გოგონები, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და მოხუცები. მყიდველებს შორის როგორც წესი არცერთი მდიდარი მამაკაცი აღარ რჩებოდა. ამიტომ წამყვანს გამოჰყავდა ასეთი “საქონელი" და აქეთ სთავაზობდა მყიდველს თანხას მათ წაყვანის სანაცვლოდ.image

წესების თანახმად, ყველაზე გამოჩენილი გოგონების “გაყიდვაზე" მიღებულლი თანხა მშობლებზე არ გადაეცემოდათ. მთელი თანხა აუქციონის ხაზინაში რჩებოდა და სწორედ ის ეხმარებოდა სხვა არაპერსპექტიული გოგონების გაყიდვაში წამყვანს. წამყვანი თვითონ სთავაზობდა მყიდველებს თანხას და მსურველი ფულითაც და მიღებული საქონლითაც სახლში მიდიოდა.

ამგვარად, შესაძლებელი იყო თითქმის ყველას დაქორწინება, ვისაც ეს სურდა. ეს იყო ერთადერთი გზა უბრალო ადამიანებისთვის ოჯახის შექმნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, მხოლოდ არისტოკრატებს შეეძლოთ უბრალოდ პატარძლის არჩევა. გლეხებს, მუშებსა და ვაჭრებს არ ჰქონდათ დაქორწინების უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ. ამისთვის აუქციონში მონაწილეობა იყო საჭირო.image


მდიდრებთან და არისტოკრატებთან ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ, თუკი ღარიბი მყიდველი ფულს იღებდა ხოლო აუქციონის შემდეგ მიღებულ არასასურველ გოგონას აგდებდა? ასეთი შემთხვევაც გათვალისწინებული იყო. აუქციონზე მხოლოდ მათ უშვებდნენ, ვისაც რეკომენდაციას აძლევდნენ. თუ რამე არ გამოვიდოდა, ფული ხაზინაში უნდა დაებრუნებინათ, ამაზე პასუხისმგებელი კი სწორედ ის რეკომენდატორი პირი ხდებოდა.

0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0