x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134734
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509063
"იმედმა" ”შუა ქალაქი”-დან ამოჭრა ის მომენტები, სადაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ნახსენები?
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ალექსანდრე მიშველიძის პოსტი, რომელიც წერს, რომ ტელეკომპანია "იმედი" სერიალ "შუა ქალაქის" დაჩეხილ ვარიანტს სთავაზობს მაყურებელს, ანუ "რომლებიც მათ პროპაგანდისტულ მანქანასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. იქნება ეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელების ხსენება სერიალში, ირაკლის სამსახური სამინისტროებში, თუ სხვა."
image
"ტელეკომპანია ”იმედმა” ”შუა ქალაქში” იუთუბიდან ყველა channel-ს ააღებინა და თვითონ განათავსა თავის იუთუბ არხზე. დაბალ ხარისხში და 4X4-ზე კადრი რომაა ამაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პოსტი სულ სხვა რამეზეა.


ყველა სერიიდან ამოჭრეს ის მომენტები, რომლებიც მათ პროპაგანდისტულ მანქანასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. იქნება ეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელების ხსენება სერიალში, ირაკლის სამსახური სამინისტროებში, თუ სხვა.


სერიალიდან გამქრალია ირაკლის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის მთლიანი ისტორია (მის კაბინეტში ეკიდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო) და ეს მაშინ, როცა მერის როლის შემსრულებელი (მისი პერსონაჟი მთლიანად ამ ხაზს ებმოდა) ახალ გადაცემაში დაპატიჟეს.



Update: მეგობრებო, აქ საუბარია სატელევიზიო ეთერში გასულ კადრებზე, იუთუბზე იმედს ჯერ მხოლოდ 6 სეზონი უდევს. თანდათან იდება და იუთუბზეც მსგავსი ვერსია დაიდება, დიდი ალბათობით.


მე-6 სეზონიდან იუთუბის ვერსიაში ამოჭრილია ირაკლის კაბინეტის სცენები (ჯანდაცვის სამინისტრო). ზოგი სცენა არის (თუ სერიის ფინალთან აშკარა კავშირი აქვს და არც არავის ახსენებენ მაღალჩინოსნებიდან), უმეტესობა ამოჭრილია. (იხ. ფოტო კომენტარებში)


მაგალითისთვის (YouTube) მე-5 სეზონის ფინალურ (24-ე) სერიაში, ამოჭრილია საახალწლო ეპიზოდის სპეციალური სტუმარი გიგი უგულავა, მაშინ როცა სხვა სტუმრები (“მწვანე ოთახის” სოლისტი, დუეტი “ჯორჯია”) კვლავ არიან სერიაში.


ჩემი აზრით, ეს ამბავი უნდა განიუსდეს, ტელევიზიის ეთერშიც ეს დაჭრილი ვერსიები გადის. კომენტარებში დავთაგავ სხვა მედია საშუალებებსაც", - წერს ალექსანდრე მიშველაძე

image


თუმცა კომენტარებში ზოგიერთ მომხმარებელს ეჭვი ეპარება, რომ სერიალი დაჩეხილია და მიზეზად სხვადასხვა გარემოებას ასახელებს:



"როდის? ორი საათის უკან მიღიმოდა სააკაშვილის სურათი ირაკლის კაბინეტიდან"...


"ვერ გავიგე რომელიმე სერიაში პროპაგანდა იყო მაგ ხელისფულების თუ რის გამო წაშალეს?მანდ ღადაობის მეტი არაფერი იყო..."


"კინომიღმა კი გასაგებია ეგ მაგრამ სადმე მაგათი პროპაგანდა იყო? პირიქით მაგათ არ “აშაყირებდნენ” სერიებში? რავიცი რავიცი"...


"უფრო მეტად ღადაობდნენ მაგათზე რა. ღლონტებს ნოღაიდელი ევასებოდათ და რამე. ირაკლიმ მასე სამსახური დაკარგა მთავრობის რაღაცა რეფორმის გამო ანუ მარტო კარგს არ ამბობდნენ, სიტუაციური აქტუალური სცენარები ჰქონდათ"...


"აბა მე როგორ ვუყურებ ყველა სერიას ჩვეულებრივად? თანაც აშშ- ში?...

0
284
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0