x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134597
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508720
რა ემართება სხვადასხვა ნივთს, თუ ცოტა ხნით დაივიწყებთ
დროდადრო ყველას რაღაც გვავიწყდება ან ვტოვებთ რაღაცას თავის ადგილზე ფარული აზრის გარეშე. მაგრამ სამყარო არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და იცვლება.


image

დღეს გაჩვენებთ ფოტოებს ინტერნეტიდან, რა ემართება პროდუქტებს და ნივთებს, თუ მათ ცოტა ხნით დაივიწყებთ. სამყაროს ნამდვილად შეუძლია გაგვაოცოს იქ, სადაც ამას საერთოდ არ ელოდები!


სუპერ ახალი საჭმელი ლობიოს ყლორტებით

image


„ბოსტნეულის როლი მაგიდაზე 4 დღე დამრჩა. ამ დროში როლში დამატებული ლობიო გაღვივდა“.


მაგია აკრძალულია ჰოგვარტსის გარეთ!

image

„მანქანას თოვლის საწმენდი ჯაგრისი მივადე და დამავიწყდა. როცა მანქანა გავიყვანე, უბრალოდ ადგილზე დარჩა, მიწას მიეყინა!“


ეს ადამიანი მონიშნულია

image

„კატას ჩემს ფეხზე ეძინა და როცა ადგა, დავინახე მისი თათის ანაბეჭდი“.


ჯადოსნური კრისტალები

image

„აკვარელით ვხატავდი და ჭიქის გარეცხვა დამავიწყდა. როცა წყალი აორთქლდა, ჭიქის ძირში ფერადი მარილის კრისტალები დარჩა“.


„ჩემი ჩუსტი წვიმაში გარეთ დამრჩა და ის გაღივდა“

image

დატოვე კვალი

image

„ჩამეძინა ჩემს მუშტზე და აი, ასეთი კვალი დატოვა“.


როგორ თვალსაჩინოდ გამოიყურება დრო

image

„7 წლის წინ ჩემს ახალ გიტარაზე სტიკერი დავაკარი, დღეს მოვაშორე. მის ქვეშ გიტარის პირვანდელი ფერი დარჩა“.


შეუჩერებელი ლუდი

image

„ლუდი საყინულეში 24 საათით დამრჩა. ამ დროში ბოთლი გასკდა და ლუდი გაიყინა“.


დანაშაულის ვარდისფერი ადგილი

image

„ალბათ, ფლომასტერზე თავსახურის დახურვა დამავიწყდა, როცა შაბათ–კვირით წავედი. დავბრუნდი და აღმოვაჩინე ეს ფლუორესცენტური გუბეები“.


კივუმია

image

„2020 წლის მარტიდან ოფისში პირველად შევედი და ვიპოვე კივი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე დამრჩენია“.


ახალი ეკოსისტემის ფორმირება

image

„ჩემმა მეგობარმა იატაკი მოწმინდა, შვაბრა გასაშრობად ბაღში დატოვა და მისი არსებობა დაავიწყდა. რამდენიმე დღეში ვიპოვე“.


არ არის სხეული, არ არის საქმე

image

„ზეთის ბოთლი გრილზე სულ რაღაც 10 წუთით დამრჩა“.


რადაგასტის ატრიბუტი

image

„ჩიტმა ბუდე გაიკეთა კვერთხზე, რომელიც გასულ ზაფხულს სახლთან მიყრდნობილი დავტოვე“.


წელი ხესაც აქვს

image

„ამ ხეზე თოკი იყო შემოხვეული. როცა მოვაშორე, ხის ტანზე ღირსეული კვალი დარჩა“.


ბნელი მატერია

image

„რამდენიმე წელი დამავიწყდა საკალასე ჭიქაში და შაიბად გადაიქცა“.


ზღვა ღელავს

image

„შემთხვევით მაგიდაზე დავტოვე ჭარხლის წვენი თეფშზე და ზედა ფენა დაიტალღა“.


ფეხბურთის მოედნის ნაწილი პაკეტში

image

„სულ რაღაც რამდენიმე თვით ბალახის თესლი ამ პაკეტში დამავიწყდა“.


აქ შეგიძლიათ ნახოთ უცნაური პროდუქტები, რომლებიც ცნობისმოყვარე მყიდველებმა მაღაზიაში შენიშნეს მოგზაურობისას.

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
396
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
396