x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508822
ისრაელში ცოლ-ქმარმა ბრძოლა გაუმართეს "ჰამასის" 7 "ბოევიკს" და სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს 10 თვის ტყუპი შვილები

image

ისრაელში, ღაზის სექტორის სიახლოვეს 30 წლის ცოლ-ქმარმა (ორივე სამხედრომ) შეძლო, შვილები - 10 თვის ტყუპები "ჰამასის" ბოევიკისგან დაეცვა.


ISRAEL INFO-ს ცნობით, 7 შეიარაღებულმა "ბოევიკმა" სცადეს შეჭრა სახლში, სადაც ადარ და იტაი ბერდიჩევსკები ცხოვრობდნენ.


მშობლებმა ტყუპები თავშესაფარში გადამალეს, სადაც 13 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ხოლო თავად ბრძოლა გამართეს "ბოევიკებთან". საბოლოოდ საკუთარი სიცოცხლის ფასად თითქმის ყველა გაანადგურეს.



ბავშვები იპოვეს მათმა თანამებრძოლებმა - ისრაელის სამხედროებმა, როდესაც მათ აიღეს კონტროლი ისრაელის საზღვართან მდებარე კიბუც კფარაზზე, სადაც ტრაგედია მოხდა.


გადარჩენილი ჩვილები ბებიას გადასცეს.


ასევე გავრცელდა სხვა გმირობის ამბავიც - ისრაელის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბენაიუნი კიდევ ერთი გმირის ნათესავი აღმოჩნდა. მისმა 20 წლის ძმისშვილმა შაკედმა სპორტსმენ დასთან იოსისთან ერთად გადაარჩინა ოჯახი. მათ ბინაში შეჭრილი სამი "ჰამასის" წევრი მოკლეს.


სპორტსმენის თქმით, "ჰამასისგან" ნათესავების გადარჩენა ერთი დიდი სასწაული იყო და ეს იყო ყველაზე მძიმე დღე მის ცხოვრებაში.




„მათგან მიღებულმა შეტყობინებებმა და კომუნიკაციის ნაკლებობამ კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა “, - ციტირებს Ynet-ი სპორტსმენის სიტყვები.

0
249
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0