x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509043
"დემენცია ჯერ ადრეა ჩემთვის, ხოლო შიზოფრენია ოდნავ დაგვიანებულია"-მარგარიტა სიმონიანი
image

RT-ისა და "России сегодня"-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაადანაშაულა "ასობით მედიასაშუალება" ყალბი ამბების გავრცელებაში - ის ამტკიცებს, რომ მას არ უთქვამს, რომ ციმბირზე ბირთვული დარტყმა უნდა განხორციელდეს. სიმონიანი ამის შესახებ ეთერში ვლადიმირ სოლოვიოვს ესაუბრა.


დასაწყისში მან თქვა, რომ ჯადოქრებზე ნადირობა „ჩვენი იდეა ან თემა არ არის“. შემდეგ კი მისთვის მტკივნეულ წერტილზე გადავიდა.


-ძალიან არ მესიამოვნა, როცა ამ კვირაში, მოულოდნელად ასობით მედიასაშუალებამ ჩემზე სრული სისულელე გაავრცელა, რომ თითქოს მოვუწოდებდი ციმბირზე ბირთვული დარტყმა განხორციელებულიყო. 20 წელზე მეტია ვმუშაობ ეთერში, ვერავინ დაეჭვდება ჩემში, რომ გიჟი ვარ და როგორც ჩანს, დემენცია ჯერ ადრეა ჩემთვის, ხოლო შიზოფრენია ოდნავ დაგვიანებულია. რა თქმა უნდა, მე მსგავსი არაფერი მითქვამს და ვერც ვიტყოდი. ახლა კი უნდა ვუჩივლო ყველას, ვინც ამ ყალბ ამბებს ავრცელებს, რადგან ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს გაიგო - პირველ რიგში, ციმბირელი მოქალაქეებისთვის.


ძვირფასო ციმბირის მოქალაქეებო, მე, ბუნებრივია, მსგავსი არაფერი შეთავაზება არ გამიკეთებია და არც მითქვამს“, - განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ მარგარიტა სიმონიანი რუსეთის ტერიტორიის თავზე ბირთვული აფეთქების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით „ეს სადღაც ციმბირის თავზე უნდა მოხდეს“. სიმონიანის აზრით, ასე იქნება კოლექტიური დასავლეთის სასჯელი.


მალევე სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალტაის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრმა, მარია პრუსაკოვამ სიმონიანის სიტყვებს ციმბირელების "უდიდესი შეუარცხყოფა" უწოდა. მან სიმონიანს მოუწოდა, რომ ბოდიში მოუხადოს, სულ მცირე, ციმბირელ ხალხს და განსაკუთრებით მათ, ვისაც წარსული ბირთვული გამოცდების გამო ჯანმრთელობა დაუზიანდა.


კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვი თქმით, სიმონიანის "არ მუშაობს ხელისუფლების ოფიციალურ ორგანოებში, ამიტომ მისი სიტყვები ყოველთვის არ ასახავს ოფიციალურ პოზიციას". მან აღნიშნა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოცდის მორატორიუმზე უარი არ უთქვამს.

0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0