x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ტერენტი გრანელის გარდაცვალება

image

ტერენტი გრანელი - გარდაცვალება



სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,

ვერ გადურჩები სულის წვალებას

მე რომ გაფრენა არ შემიძლია


ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.


სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,

გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.

ჩემი სხეული რომ დაღლილია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.


და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,

და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.

რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

image

„...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. პოეტი 37 წელის იყო.



გრანელის გარდაცვალება არ გაახმაურეს. წლების განმავლობაში მის სახელს არც ახსენებდნენ და ფაქტობრივად უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის მისი საფლავიც დაიკარგებოდა, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მოძღვარს რომ არ ეპატრონა.



ტერენტი გრანელი მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში ხელახლა აღმოაჩინეს.


მისი ცხედარი 1987 წელს პეტრე-პავლეს სასაფლაოდან გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.


ტერენტი გრანელს 1928 წლიდან ფსიქიკური პრობლემები დაეწყო;

აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: „ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ, სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო“.

image



თუმცა მის ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ტერენტი გრანელი იყო კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი:



„ტერენტი არ იყო ფსიქიკური ავადმყოფი. მას წიგნები ჰქონდა გამოსაცემად მიცემული, არც ბეჭდავდნენ და არც ხელნაწერებს უბრუნებდნენ. ერთხელაც იჩხუბა ამის გამო. დაუძახეს მილიციას, რომელმაც ის თბილისის ფსიქიატრიულში მიიყვანა. იქ უთხრეს, არ არის ეს ჩვენი პაციენტიო. ამის მერე გადაიყვანეს სურამში, საიდანაც ისევ თბილისში გამოიქცა.

ბოლო წიგნი რომ ჩააბარა გამოსაცემად, მესამე დღეს „არამიანცის“ მორგში იპოვეს მკვდარი. ისე დამარხეს, სიტყვაც არავის უთქვამს. არც დებისთვის შეუტყობინებიათ, ორი კვირის მერე გაიგო მაშომ“, - ჰყვება მამანტი როგავა, ტერენტი გრანელის დის, ზოზიას შვილიშვილი.


იგივეს ამბობს ბროლისა ლუკავა, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის დირექტორი.




„ტერენტის ისტორია გაყალბებულია. „მემენტო მორი“ მან რეჟიმის წინააღმდეგ დაწერა, ამის გამო მოხვდა ფსიქიატრიულში. ტერენტი ღამ-ღამობით დადიოდა ქალაქში, ვის ოჯახს აწიოკებდნენ, ვის ასახლებდნენ, შესაძლოა იცოდა ეს ყველაფერი. ის არავის ეპუებოდა, ამიტომაც საშიში იყო რეჟიმისთვის და დევნიდნენ“



არის დღეს უკვე ცნობილი ლექსი, რომელიც ტერენტი გრანელმა სტალინს მიუძღნა, სადაც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება "ბელადი"-ის მიმართ:


„იმპერატორო, შენ დიქტატორო,

მძვინვარებ სისხლის კორიანტელით,

მამის საფლავზე რად დაგავიწყდა

აგენთო თუნდაც ერთი სანთელი“.

3
226
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
226
  
2023, 11 ნოემბერი, 8:28
იმ საქართველოში,ბოლომდე ერთგული თავის პრინციპების საქართველოში მხოლოდ მაზნიაშვილი დარჩა,ხოლო ემიგრაციაში რამიშვილი,ჩოლოყაშვილი და თაყაიშვილი. დანარჩენები დროდადრო თანამშრომლობდნენ საბჭოეთთან და ამიტომაც შეინარჩუნეს მხრებზე თავები. შესაძლოა კიდევ იყვნენ სხვებიც,თუმცა მათი სახელი ისტორიამ ჩაყლაპა. ასე ხდება ხოლმე,ისტორია კარგავს გმირებს და განაზოგადებს. 200 კაცის სახელი ჩაკარგა დიდგორში,არ იქნებოდა ეს 200 კაცი და არ იქნებოდა ძლევაი საკვირველი. ასე იქნებოდა 100 წლის წინაც,თუმცა მათ რიცხვში ეს უნამუსო პოეტმწერლები რო არ იყვნენ უეჭველია. ისე მაგარია,გყავდეს მაზნიაშვილი ქვეყანას და მას არ აბარებდე ქვეყნის თავდაცვის ძალებს. არავის ეგონოს,რომ 1918-21 წლებში მაზნიაშვილი იყო თავდაცვის ძალების მეთაური,არა ბატონებო,მას მაშინ ეძახდნენ როცა უჭირდათ. ასე იყო აზერბაიჯანთან და სომხებთან მომხდარ კონფლიქტებში და იმ ავბედით თებერვალში.
2023, 11 ნოემბერი, 8:20
გარდაცვლილზე ცუდის თქმა არ მინდა,თუმცა ეგრე მოუვათ ყველას,ვინც ძია სტალინს და ორჯონიკიძეს შეეტენენ. მოღალატე არავის უყვარს,იყენებენ და მერე კლავენ,ეს დაემართა ბევრს იმ პერიოდში,ტიციან ტაბიძესაც,ნიკოლო მიწიშვილსაც და პაოლო იაშვილსაც. ნიკოლო მიწიშვილი ნომრიანი აგენტი იყო მთლად,ვის კისერზეც არის ნოე რამიშვილის მკვლელობა პარიზში. რა თქმა უნდა,პირადად მას არ უსვრია ტყვია,თუმცა შეგზავნილი აგენტი იყო ქართულ ემიგრაციაში. როცა პოლიციის ოფიცერი მისულა მოკლულ რამიშვილთან,დახეული წინდა ცმია და გაკვირვებია,ერთერთი ქვეყნის წარმომადგენელს დახეული ან ბევრჯერ გაერილი წინდა რატომ უნდა ცმოდაო. იმას რო თავი დავანებოთ,რამიშვილი ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იყო,ხელმომჭირნედ ცხოვრობდა პარიზში,თავისი გამოშტერებული "თანამებრძოლი" ჟორდანიასგან განსხვავებით. ამ ჟორდანიას არც სურდა დამოუკიდებლობა და რუსეთისკენ იყურებოდა,თუმცა ძალად შემოეტენა დამოუკიდებლობა. რუსეთის აგენტურა მუშაობდა მაშინ და ამიტომაც გახდა ის მთავრობის მეთაური,როგორც მიშა თავის დროზე. სწორედ რო მსგავსი ხალხი აძლევდა ლეგიტიმაციას ამ ჟორდანიას,თითქოს გენიალური მწერალპოეტები,თუმცა მოღალატენი. ბუღაძე აიღეთ,ხელოვანი კაცი ვარო,თუმცა მიშას მეხოტბე და რუსეთის მონაა.
2023, 25 ოქტომბერი, 23:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 3