x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134690
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508886
47 წლის ოთხი შვილის დედა დაქალის 19 წლით უმცროს ნათესავზე დაქორწინდა
image

47 წლის ოთხი შვილის დედას შეუყვარდა თავისზე 19 წლით უმცროსი მამაკაცი და მასზე დაქორწინდა. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.


დიანა ბუმერის(Deanna Boomer) თქმით, რომ მას შეუყვარდა სტივენი, მისი დაქალის ძმისშვილი, როდესაც ის 19 წლის იყო, ხოლო თავად 38 -ის.


ქალის თქმით, მან პირველად დაიწყო ავტოკლუბის მონახულება, რომლის წევრიც მისი საყვარელი იყო.



დიანას თავის ჯიპით სტივენი ცუდ უგზო ადგილებში დაყავდა, რამაც ისინი უფრო დააახლოვა. ამ დროს ქალი განქორწინების პროცესში იყო და ოთხ შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა.

დიანამ სტივენს თავის ბინაში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა, რათა მათ ბინის ქირა ერთობლივად გადაეხადათ. მას შემდეგ წყვილი ერთად არის.

image

სტივენმა აღიარა, რომ თავდაპირველად ოჯახისგან მხოლოდ გაკიცხვა ესმოდა ასაკით მასზე ორჯერ უფროს ქალთან ურთიერთობის გამო.

”დედაჩემს ეს ძალიან არ მოეწონა. დიანა დედაზე მხოლოდ რამდენიმე თვით უფროსია, ამიტომ ცოტა უცნაურად ეჩვენა“, - ამბობს ის.


ნათესავებმა უთხრეს, რომ იგი ვერ შეძლებდა სხვა ადამიანის შვილების აღზრდას, რომელთაგან ერთი მასზე ოთხი წლით უფროსია.


რამდენიმე მეგობარიც ამის გამო ჩამოშორდა მამაკაცს. თუმცა, სტივენის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისმა ოჯახმა და მეგობრებმა მიიღეს მისი არჩევანი.


წყვილმა ცოტა ხნის წინ ქორწინების მეშვიდე წლისთავი აღნიშნა. ისინი ამჟამად ოთხი წლის ბავშვს ზრდიან.

image

0
773
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0