x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
რუსეთის მორიგი ჟლეტა ხარკოვში - დაღუპულია სულ მცირე 48 მშვიდობიანი მოქალაქე



image



დღეს, რუსებმა სოფელ კუპიანსკში, ხარკოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. დაღუპულია მინიმუმ 48 ადამიანი.






"სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი" - ასე უწოდა ზელენსკიმ მომხდარ თავდასხმას.




უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ არხზე ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა:



"რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს დღემდე უჭერს მხარს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად აქციოს მთელი მსოფლიოსთვის. და მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ყველა ერს, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში!


ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ ლიდერებთან, კერძოდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, კერძოდ, ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერებაზე, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის დაცვაზე ტერორისგან. ჩვენ კი ტერორისტებს ვუპასუხებთ. აბსოლუტურად სამართლიანად. თანაც ძლიერად".





0
339
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0