x
მეტი
  • 11.05.2024
  • სტატია:134711
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508928
"ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ექიმები არ გვაიმედებენ..." - ვისზე საუბრობს მაკა რაზმაძე

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ბრიუსელში მცხოვრებ ქართველი მომღერლის, ინგა ფერაძის ჯანმთელობის მდგომარების გაუარესების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცლებს და წერს:


"ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით, რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა, იგეგმებოდა კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.ამ თემაზე იყო მოლაპარაკებები გარკვეულ ინსტანციებთან და ინგას პასპორტიც მზადაა და სხვა დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ.


სამწუხაროდ ბოლო მომენტში ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული.მქონდა საშუალება მასთან საუბრის, თუმცა მეტყველება უჭირს და მდგომარეობაც უკეთესობისკენ არ მიდის:(( არ ვიცით როგორ იქნებაო, ექიმები არ გვაიმედებენ...


მე მაინც იმედი მაქვს რომ ინგა გამოჯანმრთელდება და ჩამოვა ❤️


არ ვიცი სხვა რა ვთქვა....მისი შვილი ანუკა ადგას თავზე და ყველანაირად იბრძვის რომ ინგა გამოჯანმრთელდეს" - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.








0
139
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
139