x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
205კმ/სთ სიჩქარე რეკორდი, რომელიც 1962 წელს დამყარდა ველოსიპედით
image
61 წლის წინ ჟოზე მეიფრემ, ფრანგმა ველომრბოლელმა გადაწყვიტა დაემყარებინა სიჩქარის რეკორდი ველოსიპედით. 1962 წელს მოგეხსენებათ არ არსებობდა ამორტიზატორიანი ველოსიპედების ბორბლების სალტეები დამზადებული იყო სპეციალურ სითხით გაჟღენთილი მტკიცე ხის მასალისგან, რათა მაღალ სიჩქარეშე გადახურებისაგან ფაეცვა საბურავის პროტექტორები.


ფრანგს დაგეგმილი ჰქონდა დაემყარებინა რეკორდი 200 კმ/სთ სიჩქარით.
ჟოზე საკმაოზე მეტად იყო გამოცდილი ჩქაროსნულ რბოლაში, თუმცა საფრანგეთში მის მიერ დამყარებული 100კმ/სთ სიჩქარის გაუმჯობესებისას მისი ველოსიპედის წინა ბორბალი მოხვდა გაბზარულ ასფალტში 128კმ/სთ სიჩქარით რბოლისას, ჯოზემ ველოსიპედთან ერთად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 90 მეტრი, დაცემის შემდეგ კიდევ რამდენიმე მეტრზე გასრიალდა. სამედიცინო ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას დაუდგინა თავის ქალას 5 ადგილზე გაბზარვა და მოტეხილობა, ასევე მრავლობითი დაჟეჟილობა. რასაც წესით ველომრბოლელის ოცნება რეკორდული სისწრაფის დამყარებაზე უნდა შეეჩერებინა, მაგრამ ფრანგი მრბოლელი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, მან რეაბილიტაციის გავლის შემდეგ ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დადგა დღე, როცა გერმანიის ავტობანზე დაიგეგმა ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების ორგანიზება.


მთლიანად გაიწმინდა გზა, შემოწმდა რბოლის დაგეგმილ მონაკვეთზე გზის საფარის თითოეული მეტრი, გზის გასწვრივ დააყენეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილი ადამიანები რომლებსაც უნდა დაეფიქსირებინა ველომრბოლელის მიერ ველოსიპედით განვითარებული სისწრაფე.


ველოსიპედის სატერფული დამაგრებული იყო მოზრდილ ვარსკვლავზე, რომელსაც 130 კბილანა ჰქონდა წამყვანი საბურავის სწრაფი ბრუნთა რიცხვისათვის.



ჟოზეს რეკორდის დამყარებაში უნდა დახმარებოდა მანქანა "Mercedes-Benz 300 SL"-ი, რომელიც სპეციალური მოწყობილობით მრბოლელის ველოსიპედს ქარის წინაღობას შეუმცირებდა, ასევე სპეციალური ამრეკლი ფრთების დახმარებით გვერდითა მხრიდან შეზღუდავდა ქარის ნაკადს, თან მრბოლელს უჩვენებდა სწორ ხაზზე სვლის გეზს ზემაღალ სიჩქარეზე.


48 წლის ფრანგმა მრბოლელმა იზრუნა და წინასწარ დაწერილი ანდერძი ჩაიდო ჯიბეში.


ანდერძში ეწერა: "თუ მოხდება უბედური შემთხვევა ფატალური შედეგით, მაყურებლებს ვთხოვ ნუ შემიცოდებენ. მე ღარიბი ადამიანი ვარ, 11 წლის ასაკიდან ობოლი, ბევრი ვიტანჯე. სიკვდილი არ მაშინებს. რეკორდის დამყარების სურვილი-ჩემი თვითგამორკვევის საშუალებაა. თუ ექიმები ვერ შესძლებენ ჩემს გადარჩენას, გთხოვთ დამკრძალოთ გზისპირას".

სტარტის წინ ჟოზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ყოჩაღად გამოიყურებოდა.


დაიწყო რბოლა ზუსტად იმ სახით, როგორც იყო დაგეგმილი და ჟოზემ შესძლო და დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი ველოსიპედით, რომლის წონა კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო 20 კილოგრამს იწონიდა.
რეკორდული სიჩქარე დაფიქსირდა 204, 7 კმ/სთ სიჩქარეზე. წარმოიდგინეთ თუ რამხელა ფურორს მოახდენდა ასეთი სიჩქარის განვითარება 61 წლის წინ, თან ისეთი ველოსიპედით, რომელსაც თანამედროვე ველოსიპედებისგან განსხვავებით არც ამორტიზატორები ჰქონდა, არც ბალანსი და არც ""დისკური
სამუხრუჭე სისტემა.


სადღეისოდ კი მსოფლიო რეკორდია ველოსიპედებისათვის 296 კმ/სთ სიჩქარე, რომელიც 45 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა ქალმა დაამყარა.

0
379
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
379