x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134654
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508987
სელი, კაკაო და ამეთვისტო: თმის ფერები, რომლებიც მოდაშია ამ შემოდგომაზე
ახალი სეზონი დადგა და ცვლილებები გვსურს. სტილისტებმა 2023 წლის შემოდგომისთვის თმის შეღებვის ტენდენციები წარმოგვიდგინეს. არის ახალი განახლებული ფერი ქერა, შავგრემანი და წითურთმიანი ქალებისთვის.


დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო „მშვიდი ფუფუნება“. სწორედ ამიტომ, ტრენდული იყო ისეთი ჩრდილები, როგორიცაა ნეიტრალური კრემისფერი და ჩალისფერი. ამ შემოდგომაზეც აქტუალურია. აი, რამდენიმე შესანიშნავი ფერადი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მოდაშია.


image

„წითური მელა“


საკმაოდ ლამაზი თმის ფერია, რომელიც შემოდგომისთვის იდეალურია.


ამ სეზონზე წითელს თითქმის ყველგან დავინახავთ. მელასფერი და მუქი სპილენძისფერი წითელი შესანიშნავად გამოიყურება და გარეგნობას სიკაშკაშეს მატებს.


image

ამ შემოდგომაზე პოპულარულია საკმაოდ ღრმა და მდიდარი ტონები. შემოდგომის ფოთლების მსგავსი ჩრდილები შესანიშნავად გამოიყურება.


image

სასურველი ეფექტი მიიღწევა მელირებით, საჭირო ჩრდილამდე ტონირებით.


კაკაოს ფერი

შავგრემანებისთვის შესანიშნავი ფერია. კაკაოს ელფერები თმას განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ამისთვის ცალკეული კულულები რამდენიმე ტონით ღიავდება, ვიდრე ბუნებრივი თმის ფერია. საშუალო და მუქი ყავისფერი თმისთვის შესანიშნავი გამოსავალია. შედეგად, კაკაოს მსუბუქი ტონი მიიღება.


image

სტილისტს სთხოვეთ, შეგირჩიოთ თბილი და დახვეწილი ტონები, რომლებიც ბუნებრივი ფერისგან დიდად არ განსხვავდება.


image

კაკაოს ფერი სტილს მატებს სითბოს, სინაზეს და მიმზიდველობას, რომ ნამდვილად მდიდრულად გამოიყურებოდეს.


ამეთვისტო

წელს დიდი პოპულარობით სარგებლობს ძვირფასი ქვების მდიდრული ჩრდილები. მეწამული ამეთვისტო საინტერესო გადაწყვეტილება იქნება.


image

ასეთი ჩრდილი თმას ლამაზ და კაშკაშა ბზინვარებას ანიჭებს, რომ ნამდვილად ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს.


image

შემოდგომა წლის კარგი დროა მუქი ფერებით ექსპერიმენტებისთვის, რომელიც ბუნებრივი თმის ფერისგან რამდენჯერმე განსხვავდება. ბევრი ირჩევს წითელს ან იასამნისფერს, რადგან შეიძლება იყოს საკმაოდ თავშეკავებული ან კაშკაშა თამამი.


image

ამეთვისტოსფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც აქცენტი ან ბალიაჟის სტილში. ასე მიმზიდველ სტილს მიიღებთ. ბალიაჟი ღრმა ქლიავისფერით სტილს ფანტასტიურს ხდის.


სელი

რბილი კრემისფერი ჩრდილები ძალიან ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება. ნატურალური და ოდნავ ცივი ტონები, რომლებიც საყვარელ კრემისფერ თეთრეულს გვახსენებს. რბილი, დიდებული და თავშეკავებული ფერია, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება.


image

ასეთი ფერის მისაღებად თმა ნაწილობრივ უნდა შეიღებოთ. სელისფერი ქერას მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებვის მეთოდები, როგორიცაა გაღიავება, ნაწილობრივი მელირება, ბალიაჟი და გამუქება.


კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ღია წაბლისფერი თმის ფერი აქვს. ასეთ ჩრდილს განსაკუთრებული ზრუნვა არ სჭირდება.


image

თუ თმის ძირითადი ფერი მუქი და მდიდარია, უფრო რბილი და თბილი ჩრდილი აირჩიეთ, ვიდრე სელისფერი ქერაა. ყველაფერი იმის გამო, სასურველი ღია ფერის მიღება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, სჭირდება საკმაოდ ბევრი გაღიავება, რისი მიღწევაც ერთი პროცედურით უბრალოდ შეუძლებელია.


სტილისტს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რომ თმა ლამაზი კრემისფერი ქერა გახდეს. მნიშვნელოვანია, ბუნებრივი ყვითელის განეიტრალება. სწორედ ამიტომ, შეღებვის შემდეგ თმას სწორი მოვლა სჭირდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 20 მაგალითი, რამდენად ცვლის სწორი ვარცხნილობა ადამიანის სახეს

2. „დარიჩინი“ - თმის საღებავის ფერი, რომელიც ყველა ქალს უხდება

3. მზესავით ბზინვარე: მდიდარი ყვითელი თმა – მოდური ტრენდი

4. გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია

5. მათ თმის შეღებვაზე უარი განაცხადეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან

6. ახალი ტრენდი მამაკაცების ვარცხნილობაში - მიმზიდველი ნაწნავი!

7. ამ ცნობილმა მამაკაცებმა წვერი მოუშვეს და მოულოდნელად იერი საოცრად შეეცვალათ

8. "თითქოს სხვა ადამიანია" - ცნობილი ქალები წინამოთი და მის გარეშე

9. 27 გარდასახვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძელი თმა მოდურად ყოფნაში ხელს გიშლით

10. მამაკაცის ვარცხნილობის 100 წელი: როგორ შეიცვალა თმის შეჭრის მოდა კაცებისთვის

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
66
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
66