x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომ იძახიან ამერიკამ ფულს გვაძლევსო..ხალხს ეგ ფული თვალით არ უნახავს და ვის მისცა?"-დავით თორდია
image

ბლოგერი და "ლიდერი 41"-ის პიარ-მენეჯერი დავით თორდია სოციალურ ქსელში წერს:


"რომ იძახიან ამერიკამ ფული მოგვცა, ფულს გვაძლევსო, ჯერ ერთი ამერიკა ისე უფასოდ არაფერს მოგვცემს თუ სესხად არ მოგვცეს და მეორე კიდევ ხალხს ეგ ფული თვალით არ უნახავს და ვის მისცა? არასამთავრობო სექტორს? ისევ თავის აგენტებს აფინანსებს, აბა ჩემთვის არაფერი მოუციათ. აბა ვის მიგიღიათ ამერიკის ფულადი დახმარება, დააკომენტარეთ"-წერს დავით თორდია.
$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) - ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში მიიღო.


1992-დან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ, „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშშია საუბარი.



1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში, საშუალოდ, $96 მილიონია.


დეკადის ბოლო ნაწილში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზარდა - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის; ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.


2000-იან წლებში, ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში, დახმარების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა. წელიწადში, საშუალოდ, $135 მილიონი.


2005 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონი ღირებულების გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.


2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთვის სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველო, იემენსა და ფილიპინებთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.


2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.


2008 წლის სექტემბერში, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი იყო.


ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ, $60 მილიონი იყო. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5-წლიანი გრანტი, $140 მილიონის ოდენობით გამოუყო. გრანტი ძირითადად, საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.


2018 წელს, საქართველომ ამერიკისგან, არასამხედრო მიზნებისთვის, $70.8 მილიონი მიიღო.


2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.


ბოლო წლები 2020-2021-2022


კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­კა­ნონ­მდებ­ლო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა) - 23 383 056;


სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტი - 23 160 395;


ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი (სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა) – 22 673 877;


სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 22 589 463;


არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში (არ­ჩევ­ნე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მთავ­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა) – 22 490 383;


აშშ-ს თავ­დაც­ვის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის პროგ­რა­მა (კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა) – 20 750 000;


მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი - 19 614 317;


სა­ჯა­რო სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 19 329 928;


ეკო­ნო­მი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა - 18 542 172;


კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა (G3) პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­ჯა­რო სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა) – 18 189 955;


მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი (რე­გი­ო­ნა­ლუ­რი) ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა (სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა) – 17 730 500;


სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ხა­ზის პრო­ექ­ტი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მა და გა­ნა­წი­ლე­ბა (ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბი) – 17 700 000;


პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის - 16 000 000;


სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მო­მავ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი მდგრა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 15 714 040;


USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - 15 000 000;


Food for Progress Program 2018 – უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ხა­რის­ხის ინ­ვეს­ტი­ცია მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა­ში (SQIL) – 14 512 327;


დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ინ­ცი­ა­ტი­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია და ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა -14 396 340;


ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა - 13 999 911;


ქარ­თუ­ლი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­ის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა -12 710 000;


სა­ქარ­თვე­ლოს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი - 12 565 635;


სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის, ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - 12 503 000;


ქუ­თა­ი­სი-აბა­შის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა, გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა - 10 890 000;


ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი, ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 10 422 600;


სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი სა­ო­ჯა­ხო და დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პრო­ექ­ტი -10 273 000;


USAID -ის პარტნი­ო­რო­ბა მდგრა­დო­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა - 10 000 000;


ქუ­თა­ი­სი-აბა­შის გაზ­სა­დე­ნი - 9 718 000;


გა­მა­ნა­წი­ლებ­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის­თვის (ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბი) – 9 166 000;


მი­ლე­ბი­სა და ფი­ტინ­გე­ბის შეს­ყიდ­ვა გორი-ქა­რე­ლი­სა და ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის მილ­სა­დე­ნი­სათ­ვის (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) - 8 627 000;


ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და გა­ზის მი­წო­დე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრო­ექ­ტი - 1 8 550 372;


სა­პარ­ლა­მენ­ტო გაძ­ლი­ე­რე­ბის პროგ­რა­მა (სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი) – 8 370 000;


ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სან­დო­ო­ბის პროგ­რა­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფალება - 7 494 979;


ადა­მი­ა­ნუ­რი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა - 2020 (მთავ­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზო­გა­დი, სა­ჯა­რო სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა) – 7 389 074;


Georgia Hazelnut Improvement Project (ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მცე­ნა­რე­თა და პოსტ-მო­სავ­ლის დაც­ვა, მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა­გან დაც­ვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა) – 7 349 999;


აბა­შა-სე­ნა­კის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) - 7 124 000;


აბა­შა-სე­ნა­კის გაზ­სა­დე­ნი (მი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა) – 7 078 305;


გამჭვირ­ვა­ლე მე­დია, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა - 6 982 000;


სე­ნა­კი-ფო­თის გა­ზის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია - 5 518 948;


აივ პრე­ვენ­ცი­ის პრო­ექ­ტი, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­ცე­მი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (STD) კონ­ტრო­ლი მათ შო­რის HIV/AIDS – 5 346 000;


პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 5 300 000;


პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი - 5 300 000;


სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის პტო­ექტი (ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის კონ­ტრო­ლი) – 4 660 220;


ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რება სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა/ტრე­ნინ­გი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა) – 4 500 000;


ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) – 4 496 765;


მილ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შეს­ყიდ­ვა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) – 4 429 949;


აფხა­ზე­თის თე­მის რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი (მრა­ვალ­დარ­გობ­რი­ვი სექ­ტო­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა ძი­რი­თა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის) – 4 300 000;


ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში (გა­რე­მოს დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა) -4 220 000;


გორი-ქა­რე­ლის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) - 3 899 692;


ეროვ­ნუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი) – 3 950 000;


ბი­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მა (BTRP) დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის მარ­თვა და რე­ფორ­მი­რე­ბა - 3 760 000;


ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა (კო­ვიდ) – 3 289 175;


კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში (COVID-19) – 3 220 000;


სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა - 3 045 214.73;


ჰიდ­რო ენერ­გი­ი­სა და ენერ­გე­ტი­კის და­გეგ­მვა სა­ქარ­თვე­ლო­ში (ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი) – 2 963 049;


მა­სი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღე­ბი - გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბა, კონ­ფლიქ­ტის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა - 2 750 000;


იუს­ტი­ცი­ის სექ­ტო­რის რე­ფორ­მის პროგ­რა­მა - კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა - 2 200 000;


USAID-ის "კარ­ტო­ფი­ლის პროგ­რა­მა" (აგრო-მრეწ­ვე­ლო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნა, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მა­სა­ლე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში გა­ნათ­ლე­ბა/ტრე­ნინ­გი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბი - 1 890 000;

1
153
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
2023, 24 სექტემბერი, 0:22
ეგ ქაღალდებში წერია ეგრე და სინამდვილეში რა გაკეთდა ან რა მუშაობს? ქაღალდზე წერია კონსტიტუციაც,მარა იცავენ? დარწმუნებული ვარ რო ქაღალდებში ყველაფერი ქუდში იქნება,თუმცა რომ გაყვე და მართლა მოიკითხო,ნამდვილად მიაგნებ ამ ფულს,რას მოხმარდა ცენტების დონეზე? ჩემს ფეხებს ნახავთ იქ,რადგან ზოგი კეზერას უჯრაში წავიდა და ზოგი დედიკო ალასანიასი.

ერთი ქალი ცხოვრობს ჩემს უბანში(ენჯეოშნიკია),ვინც თავის დროზე დახეული ნიფხავით დადიოდა და კალოშებით,თუმცა მოხოდა ენჯეო და დაჯდა ბოლო თაობის მერსედესზე. დარწმუნებული ვარ რო მასაც ბევრი პროექტი ექნება "გაკეთებული" საბუთებში. უბრალოდ,არ ჩანს ეს გაკეთებული საქმე,რადგან თვალებიდან ვერ ვხედავთ,თორე დგას ან ფუნქციონირებს ეს პროექტები.

ხო მართლა,ვისაც მართლა გჯერათ,რომ ეს ფული მართლა საქმეზე დაიხარჯა,სანქცია მოიპოვეთ ენჯეოებიდან და ერთად შევიდეთ,შევამოწმოთ რა ან სად დაიხარჯა. საბუთებთან წვდომა მომაპოვებინეთ და განახებთ რა დაიხარჯა და რა წავიდა ვიღაცის ჯიბეში.
0 1 1