სხვა ქალი იდეალური ფორმებით, რომელზეც ყველა კაცი გიჟდება: 9 ფაქტი კელი ბრუკის შესახებ 2023, 23 სექტემბერი, 10:28 სილამაზე პირობითი ცნებაა, ამიტომ კამათი და დავა იმის შესახებ, თუ რომელი პარამეტრები იზიდავს მამაკაცებს ყველაზე მეტად ქალებში არასდროს სრულდება, ზოგს ქერა მოსწონს, ზოგსაც – შავგვრემანი, აი ზოგისთვის კი ქალის დიდი მკერდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ დღესაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ გაურკვევლობისთვის საბოლოოდ, წერტილი დაესვათ, ისინი შეიკრიბნენ და ქალის უნიკალური მოდელი გამოიყვანეს, რომელიც შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონოს, ყველა არსებული მონაცემით აღნიშნულ მოდელს ჩვენი დღევანდელი გმირი, განუმეორებელი კელი ბრუკი დაემთხვა."მოდელობისთვის შეუფერებელი ხართ!"კელი მოდელობაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა მისი მონაცემები საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.შეუპოვარი კელიკელიმ გადაწყვიტა არსებულ სისტემას არ მორგებოდა და მოდის სამყაროში მოსახვედრად თავს დამქანცველი დიეტებით არ იტანჯავდა. გოგონა პირიქით მოიქცა, მან რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და პლუს - ზომის მოდელი გახდა.კარიერის დასაწყისიწარმატება მასთან მაშინ მივიდა, როდესაც ბრუკის საკუთარი სილამაზის დემონსტრირების აღარ რცხვენოდა, საჩვენებელი კი კელის მართლაც ბევრი აღმოაჩნდა. ქალის თეთრეულის მწარმოებლები რიგში ჩადგნენ რათა კელი მათი მოდელი გამხდარიყო.მამაკაცების ჟურნალებში დაწყებული კარიერა
მარკეტოლოგებმა მალევე შენიშნეს, რომ გოგონა საცვლებში მამაკაცებს განსაკუთრებით მოსწონდათ, ამიტომ ზრდასრული ბიჭების ჟურნალების რედაქტორებმა მისი მოწვევა გარეკანებზე მყისიერად დაიწყეს.ყველაზე ლამაზიჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ის მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში მოხვდა, თუმცა მოკრძალებული შედეგით, ტოპ ოცეულის ბოლოს. რამდენიმე წლის შემდეგ კელიმ უკვე სამეულში გადაინაცვლა, ხოლო ჟურნალმა "Maxim"-მა ლამაზმანი მსოფლიოში ყველაზე სასურველად ქალად დაასახელა და გამოცემის გარეკანიც პერსონალურად მას მიუძღვნა.კელი ბრუკი ქალის სილამაზის შესახებკელი გულწრფელად აღიარებს, რომ ის საკუთარ თავს ისეთს იღებს, როგორიც ის ბუნებრივად არის. მას ნაკლებად აინტერესებს სილამაზის სტანდარტები და თავსმოხვეული სიგამხდრის მოდა. ის მშვენივრად ხედავს, როგორ რეაგირებენ მასზე მამაკაცები და ამითაც საკმაოდ კმაყოფილია.კელი ბრუკის გული თავისუფალი არ არისთავისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან მან ცხოვრების მეგზურად სპორტსმენი ჯერემი პარიზი აირჩია, ის მოდელზე გაცილებით უმცროსია. წყვილი 7 წლის განმავლობაში მეგობრობდა, 2022 წელს კი დაქორწინება გადაწყვიტა.ქორწილიქორწილისთვის კელი მთელი ცხოვრება ემზადებოდა, ის მდიდრულ და რომანტიულ ცერემონიაზე ოცნებობდა. წყვილის ბედნიერებას ხელი ვერც უამინდობამ შეუშალა. ცერემონიის დროს საშინელი წვიმა წამოვიდა, მაგრამ ამ ფაქტს ჯერემისა და კელის სადღესასწაულო განწყობა არ გაუფუჭებია, შეყვარებულები საკურთხევლისკენ ქოლგებით გაემართნენ.ოცნებისთვის ფული დასანანი არ არისქორწილის შემდეგ მოდელმა აღიარა, რომ ფულს ამ დღისთვის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა. მოდელმა ამ მნიშველოვანი დღისთვისთვის არჩევანი ღრმად დეკოლტირებულ ძალიან ძვირადღირებულ კრემისფერი კაბაზე შეაჩერა. ქორწილის შემდეგაც კი, მოდელის თაყვანისმცემლები მისით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.347 შეფასება არ არის |