x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ინდოეთში ქალმა საყვარელს პენისი მოაჭრა და აი რატომ....
image

ინდოეთში ჯარკჰანდის შტატში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც შეყვარებულს პენისი მოაჭრა მას შემდეგ, რაც მან ცოლობაზე უარი თქვა. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.


35 წლის მამაკაცი, იდენტიფიცირებული როგორც განშიამ რაი, გადაიყვანეს ქალაქ გირიდიჰის საავადმყოფოში სასქესო ორგანოს მძიმე დაზიანებებით. პოლიციამ დაადგინა, რომ დაზიანებები ბასრი საგნით მიაყენა 32 წლის სარიტა დევიმ. გაირკვა, რომ წყვილი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, რა დროსაც რეგულარულად ჰქონდათ სექსი.


ამავდროულად, განშაი რაი იყო დაქორწინებული და ჰყავდა ორი შვილი, ხოლო დევი ინტიმურ ურთიერთობაზე დაითანხმა იმ პირობით, რომ მასზე დაქორწინებოდა.



ქალი დაჟინებით თხოვდა, რომ მის საყვარელს განქორწინებაზე შეეტანა განცხადება, მაგრამ პასუხად მხოლოდ უარი მიიღო.


შედეგად, მისი რჩეულის საქციელით განაწყენებულმა და გაბრაზებულმა, დევი სამართებლით ხელში თავს დაესხა საყვარელს და სასქესო ორგანო მოაჭრა. მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში წევს. მისი ყოფილი შეყვარებული დააკავეს და ბრალი წაუყენეს.


თავად განშაი რაის წინააღმდეგაც აღიძრა საქმე, თუმცა პოლიცია ამ გამოძიების დეტალებს არ ასაჯაროებს.


მსგავსი შემთხვევები არც თუ იშვიათია, ქალი მოღალატის მიმართ სწორედ ამ სასტიკ მეთოდს მიმართავს, მაგალითად იგივე ინდოეთში ამ წლის ივნისის დასაწყისში, ბიჰარის შტატის დედაქალაქ პატნაში ქალმა ბოიფრენდს სასქესო ორგანო ბასრი იარაღით მოაჭრა.

ბრალდებულმა ქალმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, როდესაც გაიგო, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზე ქორწინდებოდა.


იხილე მსგავს თემაზე :

"ძირში მოგაჭრი მაგ საოხრეს"-5 შემთხვევა, როცა ქალებმა მუქარა რეალობად აქციეს

0
578
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0